9 თავი

109 10 0
                                    

ლილე ერთ კვირაში სწავლა იწყება და თბილისში მივდივართ! – გამომიცხადა მამამ
ლამის ცუდად გავხდი და გული წამოვიდა. თბილისში ჩემი სვანეთიდან? ვერ შევძლებ
– მამა რაა? – მინდოდა ახლიდან მომესმინა და მემედოვნა რომ ახლა რაც გავიგე უბრალოდ მომესმა, მოლოდინში ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან
– ლილე უნდა წავიდეთ გესმიის? უნდა ისწავლოთ, ყველა ერთად უნდა წავიდეთ! - მამა ჩამეხუტა
– მამა არ მინდა წასვლა, არა! მე აქ მინდა ჩემს სვანეთში, ჩემს ტყეში მინდა მამა! აი უთვალავვჯერ მირჩევნია ჩემი კოშკი იმ ვილას, მამა ვერ გავძლებ არ გესმიის? შენ როგორ გგონა გავძლეებ? არა მამა! მე ამას ვერ გავუძლებ! არ შემიძლია უბრალოდ აქაურობის გარეშე! მე ეს ხალხი მიყვარს მამა! ეს სუფთა ხალხი მიყვარს, ამათმა ბოროტება არ იციან! – უკვე ისტერიკულად ვტიროდი
– მისმინე ლილე! – მითხრა მამა, ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია, ცრემლები მომაშორა და განაგრძო – ნინოც მოდის თბილისში! შენ ლიკა, ნინო, ლუკა, ნიკა, ლაშა და გიო ერთ უნივერსიტეტში ისწავლით! ნინოსა და გიოს გარეშე აქ დარჩებიი? შენს ოცნებაზე ამბობ უარს? ხომ გინდოდა მხატვარი გამხდარიყავი და გეხატა და გეხატა შენი სვანეთი და სვანები! მერწმუნა მალე მიეჩვევი გესმიის? – თვალებში შემომხედა
– სწორედ ამის მეშინია რომ მვეჩვევი! მე არ მინდა იქაურობის მიჩვევა! მე მინდა სულ სვანი ვიყო მამა მინდა ნამდვილი სვანი ვიყო! – ისევ ტირილი დავიწყე
– ლილე გპირდები აქ ძალიან ხშირად ჩამოვალთ! შენ აქედან წასვლასაც ვერ იგრძნობ დამიჯერე! ამას გპირდები! ახლა კი ეს ცრემლები მოიშორე და გაიღიმე კარგიი? აბა დამანახე შენი ჯადო ღიმილი.... – მამამ გამიღიმა, მეც ძალით გავუღიმე
– ხომ წამოხვალ? ხომ აღარ იტირეებ? – ისევ გამიღიმა, მე მხოლოდ თავი დავუქნიე და ცრემლები შევიმშრალე, მამამ ლოყაზე მაგრად მაკოცა და სკამიდან წამოდგა.
– შეჭამ რამეს ლილეე? – მკითხა დედამ რომელიც ცრემლებს ვეღარ იკავებდა
– არ მშია! – განვუცხადე და ჩემი ოთახისკენ წავედი.
ლურჯი oll star - ის კედები ამოვიცვი და გასასვლელი კარებისკენ წავედი. გარეთ გავედი. მინდოდა ლაშაც გამოსულიყო მაგრამ დაძახება ვერ გავბედე, ტელეფონი კი არ მქონდა და არც მინდოდა.
ჩემი ცხენისკენ წავედი რომლის სახელადაც უკვე შერჩეული მქონდა. მას "ნივანორი" დავარქვი, არვიცი რატომ მაგრამ თავში მომივიდა ეს აზრი და მეც დავარქვი
სადგომიდან ფერებ–ფერებით გამოვიყვანე და თან ცრემლები მდიოდა. თითქოს რაღაცას მიხვდა ნივანორიც მოწყენილი იყო. ზედ შევაჯექი და ტყისკენ გავწიე. ტირილიტ მივუყვებოდი ტყისკენ მიმავალ ბილიკს, ვიცოდი ამ სილამაზეს უნდა დავმშვიდობებულვიყავი მაგრამ არ ვიცი როგორ, როგორ უნდა წავსულვიყავი აქედან ეს ხომ ჩემი ნაწილია, სვანეთი და ტყე ჩემი ნაწილია, როგორ წავიდე თბილისში ჩემი ნაწილის გარეშე. ტყეში შევედი და იქაურობის თვალიერება ისე დავიწყე თითქოს პირველად ვყოფილვიყავი იქ, არადა უკვე 13 წელია აქ ვიპოვე ჩემი სახლი.
ჩემს საყვარელ ადგილას ვიჯექი როცა უკნიდან რაღაც ხმა მომესმა. უკან შევტრიალდი და ლაშა ცხენით დავინახე.
– ვიცოდი აქ რომ იქნებოდი! – გაიღიმა, ცხენი იქვე ნივანორის გვერდით დააბა, შემდეგ კი გვერდით მომიჯდა, მე ცრემლები მაშინვე მოვიწმინდე.
– ტიროდიი? – გამომხედა ლაშამ
– ლაშა... – ტირილიტ გავხედე
– ლილე რა მოხდა? – მთელი ტანით ჩემსკენ შემობრუნდა
– თქვენთან ერთად მეც მოვდივარ თბილისში იქ უნდა ვისწავლო! – ვუთხარი და დაუფიქრებლად მოვხვიე კისერზე ხელები
– აა! ეგ ვიცი! – ცოტა დაიბნა მაგრამ ბოლოს თვითონაც მომხვია წელზე ხელები
– არ შემიძლია ხომ იცი? ვერ გავძლებ იქ ხომ იცი შენ მაინც? – ვტიროდი მის მხარზე.
– ვიცი! – მითხრა და ხელები უფრო მაგრად მომხვია. ბოლოს მოვშორდი
– მიეჩვევი მართლა! ალბათ თავიდან გაგიჭირდება მაგრამ ნელ–ნელა მიეჩვევი დამიჯერე! – მითხრა მან
– არ მინდა იქ! – ცრემლები მოვიშორე
– მე რაღაც მოგიტანე! – მითხრა ლაშამ და მუშტით რაღაც გამომიწონდა, მაგრამ ვერ ვხედავდი რა ეჭირა
– რაარიიის? – დაინტერესებულმა დავხედე ხელზე
– "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" დავარქვი – მითხრა. ამის გაგონებაზე მთელ ტანში გამაჟრჟოლა. ლაშამ ხელი გაშალა და მის ხელში ძალიან ლამაზი კულონი დავინახე.
– ეს.... – სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს
– ესე შენ დაგარქვი, შენ ხარ "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" – მითხრა ღიმილით
– მე მისი ხელიდან კულონი ავიღე. ძალიან ლამაზად იყო გამოკვეთილი მთები, მთებში ტყე და ცენტრში ლამაზი, კოშკზე შემდგარი ფრთებიანი გოგონა იდგა რომელსაც დიდი ნაწნავი წინ გადმოეგდო და თავი დაბლა ჩაეხარა.
– ლაშა რალამაზია! – ესღა ამომხდა
– შენია ლილე! შენ ხარ "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" – მითხრა მშვიდად. მე ლაშას ისევ მაგრად მოვეხვიე და მოხვევის მომენტში შევამჩნიე რომ კულონს უკნიდან ეწერა "სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი" ლაშაც მომეხვია. მე მას ლოყაზე ვაკოცე და მოვშორდი. არვიცი ეს რამ გამაკეთებინა მაგრამ არ მინანია რადგან ლაშამ ისეთი რამ მაჩუკა მადლიერებას ვერაფრით ვერ გადავუხდიდი.
– ლაშა არ ვიცი რა გითხრა მართლა! – ვუთხარი ისე რომ კულონისთვის თვალი არ მომიშორებია
– არაფერი არ მითხრა! – მითხრა მან
– საიდან მოიტანე? – დამაინტერესა
– მეგავაკეთე! – მითხრა ღიმილით
– მართლა ძალიან ლამაზია ძააან დიდი მადლობა! – ცრემლი წამომივიდა
– ოღონდ არ იტირო! –გამაფრთხილა
– კაი! – ის ცრემლი უცეფ მოვიშორე
– გპირდები არასდროს მოვიხსნი, სულ მეკეთება! – ღიმილით ვუთხარი და კულონი ყელზე მოვირგე
– გიხდება! – გამიღიმა
– ძალიან ლამაზია! – ვუთხარი და ყელზე დავიხედე
– იმედია კარგ ხასიათზე დადექი....– – სიცილით თქვა. მე თავი დავუქნიე.
– გავისეირნოოთ? – შემომთავაზა
– კი! – მეც დავთანხმდი და ფეხზე წამოვდექი.
ცხენებს შევაჯექით და თავი ცხენებით ჯირითით გავირთეთ.
* * *
– დავიღალე! – მითხრა ორი საათის შემდეგ გაოფლილფმა ლაშამ
– ჰოო მეც! – არანაკლები ვიყავი მე
– დავბრუნდეეთ? – მკითხა
– ხოო! ცოტა დაისვენე და მერე ჩემს კოშკზე ამოდი ჩემთანერთად თუ გინდა! – შევთავაზე
– კაი! – დამთანხმდა და სახლისკენ წავედით
* * *
ლაშას ცხენი და ნივანორი სადგომებში შევიყვანეთ. შემდეგ ლაშა წავიდა და მეც სახლში შევედი.
ჩემს ოთახში შევედი და მაშინვე სააბაზანოს მივაშურე ცხელი შხაპი მივიღე, თმა გავიშრე, ჩავიწენი და ჩავიცვი: თეთრი–მოკრემისფრო, მუხლს ოდნავ აცდენილი სარაფანი.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი Место, где живут истории. Откройте их для себя