დაახლოებით 4 საათი ვერთობოდით ლინიში. წიგნებიც იქ ჩავათავეთ და შემდეგ ბიბლიოთეკისკენ გავეშურეთ წიგნების დასაბრუნებლად. წიგნებიც დავუბრუნეთ და სახლისკენ გავწიეთ. უკვე საღამოს 9 საათი იყო.
– უი გოგო რა გამომრჩა! – სიმშვიდე ნინო დაარღვია, მე და ლიკამ ერთდროულად გავხედეთ – გოგო დღეს დილით ლიზას ტირილმა გამაღვიძა და რო დავინახე ლამის გული წამივიდა! ცალი წარბი არ ქონდა! – ამის გახსენებაზე ნინოს სიამოვნება გამოეხატა სახეზე – ჰოდა ქურდმა ამაცალაო – გვეუბნებოდა! მეთქი ვის აბოლებ! შენ და ლაშა რომ იყავით ვიცი, ლაშამ გვითხრა! – ლიკამ და ნინომ ერთად დაიწყეს სიცილი
– ჰოო! თავიდან არ ვიცოდი რას აპირებდა და წარბი რომ ააცალა შემეცოდაააა... – ბავშვუად დავიბღვირე
– "ორი წლის ბავშვი!" – გაიმეორა ლაშას სიტყვები ლიკამ და ისევ ატეხეს სიცილი, მეც ჩამეცინა
– დღეს ჩავალაგებ ნივთებს! – თქვა ნინომ და სახე უცეფ დაასერიოზულა
– მე ჩალაგებული მაქ მაინც ცოტა წამოვიღე! – დაამატა ლიკამ
– არ მინდა წასვლა! – თვალები ამოცრემლიანდა
– არც მე! – დანანებით თქვა ნინომ
ამ დროში სახლამდეც მივედით. გოგოებს დავემშვიდობე და სახლში შევედი. უკვე კარგად ბნელოდა. ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი, ვფიქრობდი იმაზე თუ რა იქნებოდა მომავალში და ვცდილობდი წარმომედგინა როგორი ვიქნებოდი სვანეთის გარეშე მაგრამ ვერ შევძელი. ამ დროს დედა შემოვიდა ოოთახში და შუქი აანთო, მანამდე ჩამქრალი იყო და ოთახში ბნელოდა.
– ლილე დღეს არაფერი გიჭამია! – მითხრა დედამ და ფეხებთან ჩამომიჯდა
– არ მშია! – ჭერისთვის თვალები არ მომიშორებია
– ლილე აქ რომ შემოგიტანო... – არ მეშვებოდა დედა
– დედა არ მშია! – გავუმეორე და ცრემლლიანი თვალებით შევხედე
– ლილე როდის მოხვალ ხასიათზეე? სულ ასე ხომ ვერ იქნები??– დედამ ხელი ფეხზე გადამისვა
– შესაძლოა ვიყო დედა! – ვუთხარი და ცრემლები ვეღარ ჩევაჩერე. დედა მოწყენილი წამოდგა და კარებისკენ წავიდა
– შუქი ჩააქრე რაა... გთხოვ! – მივაწიე სანამ გავიდოდა
დედამ გამომხედა, შუქი ჩააქრო და კარები გაიხურა. მე ფეხზე წამოვდექი და ჩემი ოთახის ფანჯარასთან მივედი. ფუმფულა თეთრი სავარძელი წვალებით მივაჩოჩე ფანჯარასთან, შემდეგ ფანჯარა ფართოდ გამოვაღე და ფეხებმოკეცილი ჩავეშვი სავარძელში. ვუყურებდი ღამის სვანეთს, აბრჭყვიალებულ ცას და ვცდილობდი თითოეული ვარსკვლავი დამემახსოვრებინა რადგან აქედან წასვლის შემდეგ არ დამვიწყებოდა.
ცის ყურებაში გართული იმდენად ვიყავი თითქოს კოსმოსში დავფრინდავდი და დედამიწაზე რა ხდებოდა არ ვიცოდი. უეცრად ჩემ ფანჯარაზე ლაშამ ისე სწრაფად ამოყო თავი და ისე სწრაფად მაკოცა რომ ვერაფერს მივხვდი თავიდან:
– ეეე! გაგიჟდიიი? დებილოო! – ცოტაც და ვიტირებდი, ლაშა კი შიგნით შემოძვრა
– კაი რაა! – დაიზმუვლა ლაშამ, როდესაც ჩემი დაბღვერილი, აცრემლებულ–თვალებიანი სახე დაინახა
– სულ ასე უნდა შემოძვრე ხოლმეეე? – სახე არ შემიცვლია
– წამო რაა კოშკზე ან ტყეში! – თითქოს ვერც გაიგო რაც ვუთხარი
– შენ გამოდებილდიი? – ისევ გავბეაზდი
– კაი ბოდიში გოგონაა! – მითხრა და ლოყების წელვა დამიწყო
– ოოო გამიშვი მტკივა! – ხელები გავაშვებინე
– კაი წამო! წამო! – მითხრა და საწოლზე დაჯდა
– ჩავიცვამ! – ვუთხარი და გარდერობი გამოვაღე.
ნაცრისფერი, თბილი კაპიუშონი ჩავიცვი, ქუდი ამოვიფარე და ლაშასთან გავედი რომელსაც ზუსტად ჩემნაირად ამოეფარა კაპიუშონის ქუდი.
– წავედით! – ვუთხარი და მასზე ადრე გადავაბიჯე ფანჯრიდან
* * *
– რა ქაჯივით მირბიხარ ეეე! – დამიყვირა ლაშამ რომელიც უკან გამწარებული მომდევდა მე კი უკვე ტყეში შევრბოდი.
ჩემი საყვარელი ადგილამდე მივირბინე და იქ გავჩერდი.
– რა დალიე გოგო ასეთი ერთი საათია ვცდილობ დაგეწიო და რა რაკეთასავით მირბიხარ! – ძლივს სუნთქავდა ლაშა
– ხოარ გავიწყდება სვანი რომ ვარ და ტყეში ვიზრდები! – გავხედე
– კი ხანდახან! – სუნთხვა დაირეგულირა
მე ჯერ მიწაზე წამოვჯექი, ბოლოს კი წამოვწექი და ხელები თავქვეშ ამოვიდე. ლაშამაც იგივე მოძრაობები გააკეთა. ისევ ცას ვუყურებდით, ისეთივე კაშკააშა იყო როგორიც გუშინ. ამ სილამაზეს დიდი ხანია ვუყურებ მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო მხიბლავს და მაოცებს.
– ლილე რაზე ოცნებობ? – ლაშას ცისთვის არ მოუშორებია თვალი
– რაზე და მინდა შემეძლოს განუწყვეტლივ ვუყურო ხოლმე სვანეთის ვარსკვლავებს ისე რომ ხელი არავინ შემიშალოს
– მაგარია! – თქვა მან
– შენ რაზე ოცნებოობ? – ვკითხე მას
– არვიცი! – გამომხედა და მეც გავხედე – არვიცი ამაზე არასდროს მიფქრია ამ წამამდე. – ისევ ცას ახედა
– არც მე ვფიქრობ ხშირად ამაზე! – ვთხარი მას ჩაეცინა
რატომღაც ვარსკვლავების ყურების დროს არასდროს მეძინებოდა. ვუყურებდით ისე როგორც გუშინ, არ მოგვბეზრებია არცერთს ეს ყველაფერი, ერთმანეთს სიტყვასაც არ ვეუბნებოდით.
ისევ გუშინდელივით არ განმეორებულა. ამჯერად ცა მოიქუფა და ვარსკვლავები ღრუბლებმა გადაფარა. ცამ მოიწყინა მაგრამ ისევ არ გამხიარულებულა როგორც გუშინ. მხოლოდ მოიწყინა და ამით დაამთავრა. შემდეგ კი სახეზე ცივი, პატარა წვეთი ვიგრძენი, რომელიც ჩემს თვალთან დაეცა, თითქოს ამჯერად ტიროდა ცა და მეც ცრემლად დამასვა თავისი ცრემლი.
– ლილე წვიმას აპირებს! ჯობია წავიდეთ! – ლაშას ხმამ გამომაფხიზლა
– კაი! – ვუთხარი, წამოვდექი და კაპიუშონის ქუდი თავზე ამოვიფარე
ნელა მივუყვებოდით გზას. არ გვანაღვლებდა დავსველდებოდით თუ არა. და აი გაწვიმდა. ტირილი დაიწყო ცამ, უფროდაუფრო ტიროდა და ყრიდა ცრემლებს.
უკვე კოკისპირულად წვიმდა მაგრამ მაინც წყნალად მივაბიჯებდი, მიყვარს წვიმა, სწორედ ამიტომ ქუდი მოხდილი მქონდა, თითქოს ტყეც განიცდიდა ჩემს წასვლას, თმა მისველდებოდა და თითქმის მთლიანად სველი ვიყავი, არააკლებ ლაშაც.
– ხოარ გავიქცეთ? – შემომთავაზა მან
– ისევ გინდა რომ გაგასწრო? – ღიმილით გავხედე
– თუ ამას შეძლებ.... – მანაც გაიღიმა
– კაი დავითვლი და გავიქცეთ! – ვუთხარი, მან თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და მეც დავიწყე – ერთი.... ორი.... და სამი! – ვიყვირე და მაშინვე გავიქეცი, თავიდან მან გამისწრო მაგრამ ბოლოს მე გავუსწარი, შემდეგ წამომეწია და უკნიდან ხელები შემომხვია წელზე, ჰაერში ამიტაცა, მის უკან გადამსვა და თვითონ სირბილი განაგრძო.
– ეეე! ეგრე არ ითვლება! ითაღლითე! – დავუყვირე გაბრაზებულმა და ადგილზე შევხტი
– მართლა რა ორი წლის ხარ დედასვფიცავარ!! – სიცილით მომიბრუნდა
– შენ მოიტყუეეე! – სახე ისე დავმანჭე თითქოს ახლა ტირილს ვაპირებდი
– აუ ლილე რა ბუტია ხარ! – მომიახლოვდა. მე დრო ვიხელთე და სირბილი მაშინვე გავაგრძელე და გავუსწარი კიდეც
– ახლა შენ ითაღლითე! – მანაც დაბღვერილმა მითხრა
– მერე რაა! გავთანაბრდით და მე მოვიგე! – დოინჯშემოყრილი დავუდექი წინ
– კაი ჰოო! – გაიღიმა – წავედი მე! – მითხრა და კარებისკენ წავიდა
– კარგად! – მივაძახე
– უი ხოო! კარგად! – სიცილით მითხრა და ჭიშკარში გავიდა
მე ჩემი ოთახის ფანჯარიდან ავიპარე რადგან კარი დაკეტილი იყო და რომც შევსულვიყავი მაინც გაიგებდა ვინმე. უკვე საღამოს 12 იყო. თბილ წყალში ჩავწექი. ძალიან მესიამოვნა რადგან მთელი სხეული გაყინული მქონდა. რომ დავიბანე ჩავიცვი ცისფერი და თეთრი ფერებისგან შემდგარი ღამის პერანგი, თმა გავიშრე ჩამოვივარცხნე და შემდეგ ოთახში გავედ.