1. ზიზღის გარეშე

274 12 0
                                    

ადვილია ადამიანის მოტყუება თუ მათ უბრალოდ იმას მისცემ რაც უნდათ, იქნება ეს მათ გვერდით დგომა რთულ პერიოდებში თუ თბილი ღიმილი, რომლის სინამდვილეშიც ეჭვი არავის ეპარება.

რა მოხდება თუ დიდი ხანი აშენებდი კარგი ბიჭის რეპუტაციის ?
რა იქნება თუ ყველას უღიმი და სიკეთეს აკეთებ უანგაროდ,
რა მოხდება თუ ყველას მეგობარი ხარ და ასევე კომუნიკაბელურიც... და რა მოხდება თუ ეს ყველაფერი შენი ნიღაბია და სინამდვილეში ამ ყველაფერს გაცილებით უფრო დიდი მიზნებისთვის აკეთებ ვიდრე უბრალოდ უანგარო სიკეთისგამო სამოთხეში მოხვედრა ან კიდევ საერთოდ არ იცი ვინ ხარ?
რა მოხდება თუ ხალხს აფიქრებინებ უსუსური ხარ სინამდვილეში კი ყველას ატყუებ?
რა მოხდება თუ თბილი გრძნობები არ გაგაჩნია სინამდვილეში და ერთადერთი რასაც გრძნობ ეს ზიზღია?
რა მოხდება თუ ცრემლები შენთვის არ არის განკუთვნილი და გინდა ამის გამო სხვები ატირო?
მაგრამ რა მოხდება თუ საბოლოოდ ამაში ხელს შეგიშლიან...

პირველად როდის იტირა არ ახსოვს მაგრამ დანამდვილებით გეტყვით რომ არასდროს მოსწონდა მტირალა ხალხი და ფიქრობდა რომ სუსტები იყვნენ ყველა მათგანი ვინც საჯაროდ ამჟღავნებდა თავის გრძნობებს,
შეიძლება ითქვას რომ შურს კიდეც იმ ადამიანების ვისაც შეუძლია ნამდვილად მიიღოს სიამოვნება მომენტებისგან მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, ვისი უნდა შეშურებოდა როცა საკუთარი თავის განდიდებით იყო შეპყრობილი?

ალბათ კითხვა გაგიჩნდებოდათ, შეეძლო თუ არა მას ყოფილიყო იმდენად უგულო რომ მოეკლა, მე კი გეტყოდით რომ მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს თუ მიზეზი ექნება.
მას კი დამიჯერეთ, ადვილად ეშლება ნერვები ხალხზე და ადვილად უჩნდება ვინმეს გაქრობის სურვილიც.

არ იყო ბოროტი, მართლა არ იყო იმდენაც ცუდი რომ შეხედულებების და უბრალოდ ასიმპათიის გამო ვიღაც მოეკლა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა სურვილი გაეპო იმ ყალბი ადამიანების სხეულის ნაწილები დანით რომელბიც ყველაფერს პოპულარობისთვის აკეთებდნენ, იმდენად უარყოფდა საკუთარი თავის ამ მხარეს რამდენადაც ცუდადაც ჟღერს ეს ყოველივე, რადგანაც, როგორც ვთქვი არ იყო ბოროტი.

heartless?Where stories live. Discover now