8. ორშაბათი

98 5 2
                                    

მართალია ორშაბათი არავის უყვარს, ყველას ეზარება კვირა დასვენების დღის შემდეგ სამუშაო დღის დაწუება მაგრამ დროს ვერ გავაჩერებთ და ერთადერთი რაც დაგვრჩენია ეს მისი მიყოლაა,
ორშაბათს სკოლა ელოდებოდათ გაცდენაზე კი ვერც კი დაფიქრდებოდნენ ამდენი გაცდენის შემდეგ.

დილით როგორც ყოველთვის გაუჭირდათ ადგომა, უფროსწორად თეჰიონმა გაიღვიძა ძნელად თორემ ჯონგუკს კარგა ხანი ეღვიძა და ბიჭის სახის დაკოცვნაც კი მოასწრო ამ მომენტში, საინტერესოა რომ მისი ინტერესები უფრო ღრმავდებოდა ნაცვლად მობეზრებისა.
უკვე დრო რომ იყო ასადგომად ცოტა თვითონაც გაერთო,
კოცნები უფრო ინტენსიური გახადა და ხელების სრიალიც დაიწყო მის შიშველ სხეულზე.
ამ უკანასკნელი მოქმედების შემდეგ სასწრაფოდ წამოხტა ბიჭი საწოლიდან, სწრაფი კოცნა დაუტოვა ბიჭს ტუჩებზე და სააბაზანოში შევარდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

-არ გვაგვიანდებაა._ზანტი მოძრაობით წამოდგა საწოლიდან და საშხაპეში შეყვა.

-დღეს როგორ შევხვდეთ?._ბიჭის წინ ჩადგა და თავი წყლის ჭავლს მიუშვირა.

-აუცილებელია შევხვდეთ?

-რა თქმა უნდა

-ჩემ გარეშე ვერ ძლებ?

-კი

-გიყვარვარ?

-შემიძლია გითხრა რომ ყველაფერზე მეტად

-მითხარი

-მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე ძლიერ._თეჰიონი დღეს ცოტათი მგრძნობიარე იყო და შავთმიანი ამას ხედავდა.
მისი სიტყვების დამთავრების  და სიტყვა ,,მიყვარხარ"-ის მოსმენის შემდეგ თეჰიონმა წელზე შემოხვია ბიჭს ხელები და თავი მის მკერდზე დადო.

-მადლობა და მაპატიე

-პატიებას ნუ მთხოვ ვიცი რომ ცდილობ, შენ კი იცი რომ მოგიცდი._კი, ცდილობდა რომ ეთქვა ეს სიტყვა რაშიც ყველა მის გრძნობას თავს მოუყრიდა მაგრამ არ გამოსდიოდა და რა ექნა?
იმედია დრო მაინც იზამდა რამეს.

heartless?Where stories live. Discover now