როცა იგრძნო როგორ დაწყნარდა კიმი, მოადუნა ძლიერი მარწუხები და ცალი ხელი მისი ცისფერი თმებისკენ წაიყო, ასე რომ უხდებოდა თეჰიონს.
ნაზად უცურებდა თითებს თმებში და ნაზადვე ეფერობოდა, მხოლოდ მისი დამშვიდების მიზნით.
მალევე იგრძნო არათამამად მოძრავი ხელები რომელბმაც მის წელზე გაიკვალეს გზა.
თხელ მატერიაში იგრძნო კიმის ცივი ხელები, რაც მის ტანში ჟრუანტელის გავლის მიზეზი გახდა.ვალდებულად ვთვლი აგიხსნათ თეჰიონის ხედვა.
ბიჭი უზომოდ გაცეცხლებული იყო იმ ბიჭების გამო ვინც ჯიმინს აბულიგებდა, ვინ იცის ეს პირადულად მიიღო თუ ყველაფრისგან ყელში ამოსულს ჰქონდა ამდენად გადაჭარბებული რეაქცია, მაგრამ ფაქტი იყო რომ არ შეჩერდებოდა თუ ამას ვინმე არ აიძულებდა, ეს ვინმეც კი კარგ დროს გამოჩნდა.თავიდან იმდენად დაბრმავებული იყო ვერც კი აანალიზებდა სიტუაციას, აღსანიშნავი იყო რომ მისი მდგომარეობის მიუხედავად არცერთ წამს არ უგრძვნია ბრაზი და მითუმეტეს კი ზიზღი ჯონგუკისადმი.
რაც შეეხება ჩახუტებას.
ბოლოს და პირველდ ეს სითბო იმ ღამეს იგრძნო და მიუხედავად დაბნეულობისა უნდოდა კიდევ გამოეცადა ყოველივე.
ეს იყო მიზეზი იმისა თუ რატომ მოვიდა გონს მაშინვე როცა ჯონგუკმა თავისი სხეულის სითბო გაუზიარა მას.
ეს თითქოს სულების გაერთიანება იყო, ეს კი რა თქმა უნდა გადაჭარბებით.მოეჭიდა ამ სითბოს და გამოფხიზლდა კიდეც.
მოგვიანებით კი უფრო მეტისთვის ბიჭის წელზეც კი აასრიალა ხელები.
კარგი შეგრძნება იყო ვერ დაგიმალავთ.საბოლოოდ რომ დამშვიდდა და ჯონგუკმაც რომ იგრძნო გადაწყვიტა რომ საკმარისი იყო ხუთწუთიანი ფრხზე დგომა და მარწუხები უფრო მოადუნა.
-ცოტა ხანიც...გთხოვ..._აწ უკვე ხელებგამთბარმა იმის შიშით რომ სითბოს დაკარგავდა ისეთი რამ თქვა რასაც არასდროს, არცერთსიტუაციაში არ იტყოდა გულწრფელად, ტყუილადაც კი არ იტყოდა ამ სიტყვებს.
YOU ARE READING
heartless?
Fanfictionრა მოხდება თუ ცრემლები შენთვის არ არის განკუთვნილი და გინდა ამის გამო სხვები ატირო? მაგრამ რა მოხდება თუ საბოლოოდ ამაში ხელს შეგიშლიან... ბიჭის ისტორია რომელმაც არ იცის თბილი გრძნობების შესახებ ბევრი რამ, ამის შეგრძნებაში კი თავად ნახეთ ვინ დაეხმარე...