-ჯეონ ჯონგუკ!._კარვის გარედან უცნობი კაცი შავთმიანის სახელს განუწყვეტლივ გაჰყვიროდა.-თეჰიონ...თეჰიონ ადექი._შეშინებულმა როგორც შეძლო ისე გააღვიძა თეჰიონი.
-ვინ არის._გაკვირვებულები და შეშინებულები ერთროულად ერთმანეთს შეჰყურებდნენ ბევრის მთქმელი თვალებით.
-აქ მოიცადე._ჯონგუკმა თეჰიონი უდავ გვერძე გასწია რომ უცნობებს ის არ შეემჩნიათ, ზედატანი სასწრაფოდ გადაიცვა და გარეთ გავიდა იმ ხალხთან ყვირილს რომ არ წყვეტდნენ.
მზემ თვალი მოსჭრა და ხელის აფარებაც მოუწია.-გისმენთ
-ბანაკიდან გარიცხულები ხართ სასწრაფოდ ჩაალაგეთ ყველაფერი და მანქანას გაყევით, უკან სეულში რომელიც დაგაბრუნებთ._კაცმა თითქოსდა გარკვევითო მაგრამ სრულიად გაურკვევლად ილაპარაკა.
კოსტუმში გამოწყობილი რომ მიხვდა ბიჭმა ვერაფერი გაიგო თეთრი კონვერტი გადასცა და ღიმილით დატოვა იქაურობა.დაბნეული ისევ კარავში დაბრუნდა და კონვერტი გახსნა სადაც ეწერა რომ...
,,ჯეონ ჯონგუკ და კიმ თეჰიონ 8 მაისს გაუჩინარების და აქტივობაში ჩაურთველობის გამო გამცნობთ რომ გარიცხული იქენით ბანაკიდან"
-ანუ შეგვამჩნიეს._გაეცინა თეჰიონს.
-ავბარგდეთ._ტყუილი მწუხარებით ამოილაპარაკა ბიჭმა და ბარგის ჩალაგებას მოჰყვა._ნუღა იძინებ თეჰიონნ._რომ დაინახა როგორ იცვალა გვერდი ბიჭმა სასწრაფოდ ისევ მისი გაღვიძება სცადა.
-ვდგები, ვდგები._აკისკისდა ბიჭი.
მართალი იყო ამ ბანაკში უამრავი საინტერესო და ლამაზი მომენტი გადახდათ თავს მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო, ეს დღე კი მათთვის გამოდგა დასასრულის.
დიდად დანწუხრებულები არ იყვნენ ალბათ იმიტომ რომ იმას არ მისტიროდნენ რაც შეიძლება ჰქონოდათ, არამედ იმას აფასებდნენ და იხსენებდნენ რაც უკვე გამოიარეს.
YOU ARE READING
heartless?
Fanfictionრა მოხდება თუ ცრემლები შენთვის არ არის განკუთვნილი და გინდა ამის გამო სხვები ატირო? მაგრამ რა მოხდება თუ საბოლოოდ ამაში ხელს შეგიშლიან... ბიჭის ისტორია რომელმაც არ იცის თბილი გრძნობების შესახებ ბევრი რამ, ამის შეგრძნებაში კი თავად ნახეთ ვინ დაეხმარე...