ექიმები ყოველდღისით ეუბნეოდნენ თეჰიონს რომ უნდა მოეცადა და ჯონგუკიც მალე გაიღვიძებდა, ეუბნეოდნენ რომ სერიოზული არაფერი იყო და არც კომაში ჩავარდნილიყო ბიჭი, მაგრამ დრო გადიოდა და ჯონგუკი არ ფხიზლდებოდა, მას კი უფროდაუფრო უჭირდა ექიმების ნდობა, ეგონა ატყუებდნენ და სინამდვილეში სერიოზულად იყო საქმე.მისი ვიზიტები საავადმყოფოში იყო ამგვარი:
დღე და ღამე დაავადმყოფოში იყო მხოლოდ მაშინ გადიოდა იქიდან თუ სუფთა ტანსაცმელი დასჭირდებოდა ხოლმე, ამ მოკლე ხანში პალატაში გადასახლდა და უნდა ითქვას რომ იქაურობაც ლამაზად მოაწყო, ისე როგორც მას და ჯონგუკს მოეწონებოდა უამრავი მცენარეებით იყო ჩარგულები ქოთანში, ქოთნებით კი მთლიანი პალატა შევსებულიყო.-თეჰიონ გაიღვიძე._ნაცნობი ხმა მოესმა ბიჭს ძილში._თეჰიოონ._მალევე წამოყო თავი როცა მიხვდა ეს ხმა სიზმარში არ იყო მხოლოდ.
-ღმერთო ჩემო._თავი წამოყო და როგორც იქნა ისევ შეხედა მის მჭედმეტყველ თვალებს ასე რომ ატყვებებდნენ ხოლმე.
თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა და მაშინვე იმდენად ძლიერ ჩაეხუტა, რამდენად ძლიერადაც შეეძლო.
-შენ დამიბრუნდი, შენ კარგად ხარ._უფრო საკუთარ თავს ამშვიდებდა თეჰიონი ვიდრე ამ სიტყვებს ჯონგუკს ეუბნეოდა.
-აქ ვარ პატარავ, მაპატიე თუ განერვიულე, შენ როგორ ხარ._მისი სითბოთი მომლბალმა ჯონგუკმაც ძლიერად შემოჰხვია ბიჭს ხელები.
-მე..._ყველაფერი გაახსენდა თეჰიონს._სინამდვილეში მე ძალიან კარგად ვარ...
ყველაფერი გავიხსენე._დაშორდა შავთმიანს და ოდნავ ტკივილნარევი სახე მიიღო.-მართლა? გინდა მომიყვე?
-ჯერ მინდა სხვა რაღაც გითხრა.._თვალები ისევ აუციმციმდა.
-გისმენ._ლოყები დაუკოცნა ბიჭს და მთელი ყურადღბით დაიწყო მისი მოსმენა.
-ჯანდაბა ეს იმაზე რთულია ვიდრე მეგონა._მომენტი მომენტზე რომ მიდგა მართლაც რომ ენა ჩაუვარდა ბიჭს, თავი გააქნია და მთელი ძალები მოიკრიბა იმ სიტყვის სათქმელად ამდენი ხანი რომ უნდოდა ეთქვა._მე ვიცი უკვე როგრც უნდა გიპასუხო გრძნობებზე...
მე...მე ძალიან მიყვარხარ ჯონგუ და გთხოვ რომ არასდროს დამტოვო რადგან ამის დედაც, მართლა დამოკიდებული ვარ შენზე იმდენად რომ შენს გარეშე ვერც კი ვიძინებ...
არ შემიძლია შენს გარეშე არაფრის გაკეთება, ვფიცავ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დაგიმსახურო რადგან შენ გარეშე არაფერი ვარ._გახარებულ ჯონგუკს სახე მოეღუშა ბოლო სიტყვების მოსმენის შემდეგ.
YOU ARE READING
heartless?
Fanfictionრა მოხდება თუ ცრემლები შენთვის არ არის განკუთვნილი და გინდა ამის გამო სხვები ატირო? მაგრამ რა მოხდება თუ საბოლოოდ ამაში ხელს შეგიშლიან... ბიჭის ისტორია რომელმაც არ იცის თბილი გრძნობების შესახებ ბევრი რამ, ამის შეგრძნებაში კი თავად ნახეთ ვინ დაეხმარე...