-წაიყვანე შენი შვილი და წადით სახლიდან თუ ასე ძალიან არ გინდა ჩემთან ცხოვრება._ახალგაზრდა კაცი ცოლს უყვიროდა, საინტერესო კი ის იყო რომ ყვირილს მაინც არ წყვეტდა იმის მიუხედავად რომ იცოდა მათ უკან ოთახში 10 წლის ბიჭი იჯდა და მათ საუბარს ისმენდა.-ის ჩვენი შვილია და გთხოვ ჩემს გამო უარი არ თქვა მასზე
-რა ვიცი რომ მაშინაც სხვასთან არ იყავი? რა ვიცი რომ ის ჩემი შვილია
-მე შემიძლია დაკიმ-
-საკმარისია._კაცმა ხელი მოიღერა და ცოლს მწარეთ გაარტყა სახეში._აკრიფეთ ნივთები და წადით სახლიდან!._ერთი დარტყმა საკმარისი არ აღმოჩნდა მისთვის ამიტომ ქალს თმების ძირებში წაავლო ხელი და ისე ძლიერ მოქაჩა რომ მეორე მხარეს გადავარდა.
კარების გაღების ხმა გაიგეს თუ არა დაინახეს როგორ გამოვიდა ოთახიდან თვალებ დასიებული ბიჭი რომელიც ისევ ტირილს აგრძელებდა.
მამა მისკენაც აიღებდა გეზს ქალს რომ ხელი არ დაევლო ბიჭისთვის და სახლიდან არ გამოქცეულიყო.ყოველთვის ასე ხდებოდა, მთვრალი მამა თავს ვერ აკონტროლებდა და ბიჭის დედას სცემდა ხოლმე, ეს უკანასკნელი კიდევ ყოველთვის ამის მოწმე ხდებოდა.
ქმრისგან მობეზრებულმა და გულნმატკენმა სიყვარული სხვაგან ნახა, მაგრამ როდი დასცალდა მისით ტკბობა? კაცმა გაიგო თუ არა რომ მისგან ფარულად ქალი სხვას ხვდებოდა, განაჩენი გამოუტანა და მართლაც რომ საკუთარი შვილიც კი არ დაინდო.დაგროვილი ფულით როგორღაც ბინა იქირავა მაგრამ შვილთან ერთად ცხოვრება რთული და უფრო მეტად რთული ხდებოდა, დამხმარე კი არსად ჩანდა, მისმა ,,სიყვარულმაც" თავი არ აიტკია შვილიანი ქალის სახლში მიყვანით და უკვალოდ გაქრა.
ქალს ყოველდღე რთული სამუშაოების შესრულება უწევდა, თავის და შვილის სარჩენად, მაგრამ ასე ბევრხანს ვეღარ გასტანა.ასეთი რუტინიდან 3 წლის შემდეგ კიბოს ბოლო სტადია დაუდგინდა რამაც სრულიად გაანადგურა ქალი.
ყოველდღე ფიქრობდა შვილზე რომელსაც დედობა ვერ გაუწია წესივრად და უზრუნველი ცხოვრება ვერ შეუქმნა, ერთადერთი რამ რისი მიცემაც შეძლო ეს სიყვარული იყო მაგრამ მხოლოდ სიყვარული ვერ
გადაარჩენდა ბიჭს ამ ცივი სამყაროდან თუ ფული არ ექნებოდა და ამ ფულიდან გამომდინარე კედლები და სახურავიც დასარჩენად.
STAI LEGGENDO
heartless?
Fanfictionრა მოხდება თუ ცრემლები შენთვის არ არის განკუთვნილი და გინდა ამის გამო სხვები ატირო? მაგრამ რა მოხდება თუ საბოლოოდ ამაში ხელს შეგიშლიან... ბიჭის ისტორია რომელმაც არ იცის თბილი გრძნობების შესახებ ბევრი რამ, ამის შეგრძნებაში კი თავად ნახეთ ვინ დაეხმარე...