2. მოკლავს?

134 12 2
                                    

ახალი არ იყო სკოლაში მაგრამ არც დიდად შეჩვეული.
ერთი წლის უკან უგირავეს მშობლებმა ბინა და მას შემდეგ იქ ცხოვრობდა.
დიდად არ უჭირდა შეგუება, დოგორც მშობლიურ მხარეში ისე გრძნობდა თავს აქაც მაგრამ ყოველთვის გრძნობდა რომ რაღაც აკლდა და ეს სიცარიელე მისი მოწყენის და დათრგუნვის მიზეზი ხდებოდა უმეტესწილად.
ბედნიერად და სრულყოფილად თითქმის არასდროს გრძნობდა თავს.

იმ დღეს მასწავლებელმა რომ პროექტი დაავალა ის ბიჭი გაიცნო სულ რომ ხედავდა ხოლმე ხალხის გარემოცვაში.
არც ცდილობდა ისე გამოსდიოდა ზრუნვა მასზე, სახლში დაპატიჟებაც გაუაზრებელი იყო, და დარჩენის შეთავაზებაც, თუმცა არ უნანია, და არც ჰქონია მიზეზი საკუთარი თავზე გასაბრაზებლად უცხოს სახლში შემოშვებისთვის.
თეჰიონი ზედმეტს არაფერს ამბობდა და არც აკეთებდა რაც თქვისმხრივ კარგად აგრძნობინებდა თავს ჯონგუკს.

მაისურის გახდაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მატერიით ვერ იძინებდა ხოლმე.
აი ღამით კი არ ახსოვს რა მოხდა.
მხოლოდ ის იცის რომ პირველად იყო რომ ვიღაცის ხმამ ასე მალე გააღვიძა და გამოაფხიზლა ძილისგან.

♪♪

მიუხედავად უცნაური სიმშვიდისა მისთვის ეს სიტუაცია მიუღებელი იყო ამიტომ დილით დაპროგრამებულივით პირველს გაეღვიძა.
გაიაზრა რომ ჯერ ადრე იყო ამიტომ თავი მისი მკერდიდან იქამდე არ აიღო სანამ საათმა დილის ცხრა საათი არ აჩვენა.

-ადექი, პროექტი უნდა დავასრულოთ_უკვე გამზადებული ცდილობდა შავთმიანის გაღვიძებას და შედეგიც მალევე გამოიღო მისმა მცდელობამ.
თეჰიონს ოდნავ ჩაეღიმა ბიჭის აჩეჩილ თმებს და დასიებულ თვალებს რომ შეხედა.
საყვარელი იყო უდაოდ.
მოიცა საყვარელი? ეს სიტყვა მის ცხოვრებაში უფრო გამოყენებადი ხდებოდა, ეს კი უცნაური იყო.

სიტყვის უთქმელად წამოიწია ჯონგუკი და საწოლიდან წამოდგა,
რა თქმა უნდა თეჰიონმა იგი მარტო დატოვა რათა მოწესრიგებულიყო.

heartless?Where stories live. Discover now