გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და ისინი უფრო მეტად ეჯაჭვებოდნენ ერთმანეთს, ისე რომ წამითაც არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე...მაგრამ, მაგრამ იყო რაღაც, დიდი პრობლემა რომელსიც მათ აკავებდა.
ეუნჯი კორეის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდა სანგოუკისგან ძალიან შორს. ორივეს საკმაოდ მკაცრი მშობლები ყავდათ, რომ მოესურვათ ერთმანეთის ნახვა მშობლები ამას მაინც დაუშლიდნენ ამიტომ ამის მცდელობაც არ ქონიათ დიდი სურვილისდა მიუხედავად.
ეუნჯის დღითიდღე უკეთ იცნობდა იცოდა მისი საყვარელი ფერი, საჭმელი, ადგილი, ცხოველი კორეული ბედნი, სიმღერა...აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა მასზე. მას საყვარელი ადამიანებისგან ადვილად წყინდა და დიდხნიანი გაბუტვა უყვარდა სანგოუკს ეს ესმოდა და ყოველთვის ცდილობდა მის შემორიგებას, გამოსდიოდა კიდეც. იყო მომენტები როცა სანგოუკსაც წყინდა რათქმაუნდა ეუნჯიც არ ზოგავდა სიტყვებს მის შემოსარიგებლად, ეს მარტივი იყო.
სანგოუკი ზოგჯერ ძალიან ნაგლად ზოგჯერ ზედმეტად თბილად იქცეოდა, ვერ გაუგებდი გააჩნია რა ხასიათზე იყო. დანამდვილებით მხოლოდ ის იცოდა რომ რაც და ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს გოგო მისთვის, უნდა ყოფილიყო და არ უნდა გაეშვა არასოდეს, ამიტომაც ეშინოდა მისი დაკარგვის და ეზიზღებოდა როცა ის ნაწყენი იყო.
ისე მოხდა რომ ამ ორ პატარა ახალგაზრდას ერთმანეთი შეუყვარდათ ისე რომ ვერ მიხვდნენ, უფროსწორად მიხვდნენ მაგრამ ვერ ტყდებოდნენ. ეუნჯის ეგონა რომ სანგოუკი მას არასოდეს შეიყვარებდა ისედაც მათი მეგობრობის მანძილზე ორი გოგო მოსწონდა და ამაზე ეუნჯისაც უყვებოდა. სანგოუკი კი ფიქრობდა რომ ეუნჯი მას როგორც ძმა ისე უყურებდა...მაგრამ
სანგოუკი [pov]
-ჩემი კაი აი რამჭირს მთელი დღეა აზრებს ვერ ვალაგებ
საწოლზე გადაწვა და ჭერს დააკვირდა
-რატო ავირიე ასე ძაან
თვალები აქეთ იქით მიაცეცა
-ნუთუ? არა არა არა შეუძლებელია
წამოჯდა
-ძმა ხარ მისთვის სანგოუკი ენა მიიგდე ახლა
თავის თავს ელაპარაკებოდა
-მაგრამ..ააახ ჯანდაბა რა
ბალიში მოისროლა
-რატოა ასეთი საყვარელი არ შემიძლია
ხელები თავზე დაიდო და ცოტახანი გაერთო ფიქრებში. დიახ სწორედ მიხვდით ეს ის მომენტია როცა სანგოუკმა გაანალიზა რომ გრძნობები ქონდა ეუნჯის მიმართ. 7 მაისი იყო, საღამო. მთელი დღე ფიქრობდა ეუნჯიზე, არა ისედაც სულ ფიქრობდა ხოლმე მაგრამ ამჯერად სხვანაირად...
-რა ვქნა? გამოვუტყდე? უარი რო თქვას? ან სულაც რო დამბლოკოს? არა ვერ გადავიტან ამას მოდი არ ვეტყვი
ტელეფონი აიღო და ეუნჯის მესიჯი დახვდა
YOU ARE READING
იყო გოგონა...
Randomეს ფიკი, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, იმდენად მნიშვნელოვანია რომ ვერ ავღწერ...იმედი მაქვს მოგეწონებათ მართალია ბითიესის წევრებს არ ეხება მაგრამ ცხოვრებისეული ამბავია და დარწმუნებული ვარ დაამსხვრევს იმ სტერეოტიპს რომ " ონლაინ არავის არ უნდა ენდო" ...