ალბათ გაინტერესებთ ის თუ რა მოხდა შემდეგ, მაგასაც მოგიყვებით.
იმის მერე რაც სანგოუკმა პატარა ეუნჯი სახლში მოიყვანა, მის ცხოვრებას ცოტა აზრი მიეცა, მასზე ზრუნვით ყურადღება გადაჰქონდა იმ ტკივილისგან რომლესაც ეუნჯის დაკარგვის შემდეგ განიცდიდა. ძალიან მოკლე დროში პატარა ეუნჯი საკუთარი შვილივით შეიყვარა და არავის აძლევდა იმის უფლებას რომ ის დაეჩაგრათ.
სხვა ქალები არ აინტერესებდა, არც მეგობრების შეძახილები რომ ვინმე გაეცნო, მისი გული მხოლოდ ეუნჯის ეკუთვნოდა. ყოველდილოთ მიდიოდა მის საფლავზე და ყვავილები მიჰქონდა, ვარდები, გვირილები, ლილიები, ყოველდღე ახალ ახალი არცერთი ვიზიტი არ ჩაუგდია, როგორი ცუდი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო ან როგორ ცუდადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ მიდიოდა.
შეიძლება ითქვას რომ იმის მიუხედავად მას ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა, მაინც უფრო და უფრო უყვარდებოდა. ძალიან კარგად იცოდა ის რომ ეუნჯი მისით ამაყობდა, ამაყობდა რომ სანგოუკმა ეს შეძლო, და ცხოვრებას მოეჭიდა, პატარა ეუნჯისთან ერთად.
პატარა ეუნჯიმ დედმისზე არაფერი არ იცოდა, ნაშვილები რომ იყო 10 წლის ასაკში გაიგო, მაგრამ არანაირი გაბრაზება არ გამოუხატავს, პირიქით მადლიერი იყო სანგოუკის რომ მან ის აირჩია, მამამისი ძალიან უყვარდა, მზე და მთვარე ამოდიოდა მასზე, სულ აინტერესებდა დედამისი ვინ იყო უბრალოდ ვერ ბედავდა რომ ეს სანგოუკისთვის ეკითხა მანამ სანამ...2030 წელი 13 წელი თან ეუნჯინის სიკვდილის შემდეგ
პატარა ეუნჯი სახლში ტირილით დაბრუნდა და ოთახში ჩაიკეტა- მამა
სანგოუკს გაუკვირდა და მის კართან მიაკაკუნა- შემეშვი
- რამოხდა რატომ ტირი
- არაფერი არ მოხდა შემეშვი
სანგოუკმა კარი გააღო და შევიდა
- გადი მამა არ მინდა ლაპარაკი
მის საწოლზე ჩამოჯდა
- ხომ იცი რომ არ მოგეშვები
მშვიდად უთხრა
მომიყევი რამოხდა სკოლაში გაგაბრაზეს?
YOU ARE READING
იყო გოგონა...
Randomეს ფიკი, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, იმდენად მნიშვნელოვანია რომ ვერ ავღწერ...იმედი მაქვს მოგეწონებათ მართალია ბითიესის წევრებს არ ეხება მაგრამ ცხოვრებისეული ამბავია და დარწმუნებული ვარ დაამსხვრევს იმ სტერეოტიპს რომ " ონლაინ არავის არ უნდა ენდო" ...