12

16 3 0
                                    

1 თვეში იქორწინეს.
მოგეხსენებათ ეუნჯისაც და სანგოუკსაც ძალზედ მკაცრი მშობლები ყავდათ. ეუნჯის დედას სანგოუკი ეზიზღებოდა წინააღმედი იყო ამ ქორწინების, მაგრამ ბოლოს როგორღაც ეუნჯის მამამ დაითანხმა. კაი კაცი იყო სანგოუკი ძალიან მოსწონდა, და უხაროდა რომ მის ქალიშვილს (რაის ქალიშვილი ; )
კარგი მეორე ნახევარი შეხვდა. სანგოუკის დედას კი ეუნჯინი არ მოსწონდა ამის გამო სანგოუკს დროებით დედამისთან ურთიერთობის გაწყვეტა მოუწია, მაგრამ ამაზე საერთოდ არ დარდობდა მთავარი ის იყო რომ ის გოგონა რომელიც ამდენი წლის მანძილზე უყვარდა, მთლიანად ხელში ჩაეგდო და ყველას სახალხოდ სცოდნოდა რომ ის მისი იყო.
ხო სანგოუკ, შენ ეს შეძელი, ეუნჯი მთლიანად შენია, შენ გეკუთვნის.
ეუნჯი ძალიან ნერვიულობდა ყველაფერზე, დედამისის უარზე, სანგოუკის დედის უარზე, იყვნენ მეგობრებიც რომლებიც თვლიდნენ რომ "ონლაინ" გაცნობილ ბიჭს არ უნდა გაჰყოლოდა ცოლად. მისდამი დიდი სიყვარულისა მაინც სულ ფიქრობდა ამაზე და სულ ეშინოდა იმის რომ ოდესღაც სანგოუკი მას მიატოვებდა.
ხშირად ჩხუბი სწორედ ამ თემაზე ქონდათ. მტრისას ვინმე თუ მათ ჩხუბს შეესწრებოდა, სიტყვებით ჭამდნენ ერთმანეთს, მაგრამ რათქმაუნდა როგორცკი სიბრაზე გადაუვლიდათ იცოდნენ ბოდიშის მოხდა და შერიგება, ერთი დღეს არ იყო საჭირო მათ შესარიგებლად ადვილად რიგდებოდნენ. ეს ჯერ კიდევ მანამდე ისწავლეს სანამ ერთმანეთს ნახავდნენ.
ქორწილიდან პირდაპირ სანგოუკთან გადასახლდნენ, ისედაც მასთან ცხოვრობდნენ მაგრამ ეს ხომ მათმა მშობლებმა არ იცოდნენ. დალაგდნენ, მოაგვაროს ყველაფერი და ერთად შეუდგნენ ცხოვრებას, ცხოვრებას რომელზეც მთელი შვიდი წლის მანძილზე ოცნებობდნენ.

იყო გოგონა...Where stories live. Discover now