მოულოდნელი შეხვედრა

45 0 0
                                    

დრო ძალიან სწრაფად გადის, ამას უკვე დიდი ხანია მივხვდი. ზოგჯერ ჩემს წარსულზე ვფიქრობ და მწარედ მეღიმება, მენატრება ის დრო , როდესაც უდარდელი ცხოვრება მქონდა და თავისუფლების გემო ვიცოდი, ვერ ვიტყვი, რომ ახლა ვინმე რამეს მიკრძალავს, მაგრამ როდესაც იზრდები და ასაკი გემატება, ხვდები, რომ გიწევს შენს სურვილებზე უარის თქმა. რაც არ უნდა ხმამაღლა თქვა 'მე თავისუფალი ვარ' ასე არ არის... სრულიად დავისუფალნი ვერასდროს გავხდებით. წარსული მენატრება, კარგი ბავშვობა მქონდა, იყო გულის ტკივილიც, ბევრი სხვის გამო დაღვრილი ცრემლი, საყვარელ ადამიანებზე ნერვიულობა, რაც ახლაც არ მაკლია, მაგრამ ძველ დროს მაინც სხვა სიტკბო ჰქონდა.
ქუთაისში ვცხოვრობდი ჩემს ოჯახთან ერთად, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას სოფელში მივდიოდით ბებია-ბაბუასთან. ზოგჯერ მიხაროდა იქ ჩასვლა ზოგჯერ კი არა, არ ვიცი ეს ემოციები რასთან იყო დაკავშირებული, შეიძლება იმის გამო ,რომ ვიცოდი ჩემს ბავშვობის "სიყვარულს" დროებით ვტოვებდი. ამ გრძნობად სიყვარულს ვერ ვუწოდებ, უფრო მასთან მიახლოებული გრძნობა და დიდი სიმპატია, სხვა არაფერი.. მაგრამ წლების შემდეგაც კი მახსენებს ხოლმე ეს ადამიანი თავს და ვფიქრობ, რატომ მომწონდა? თავიდან ხასიათს ვაბრალებდი, მერე მივხვდი, ასე კარგადაც არ ვიცნობდი. შემდეგ ნიჭს დავაბრალე ეს ყოველივე, ბოლოს კი გარეგნობაზე მიდგა ჯერი, ალბათ, სწორედ ამის გამო ვიყავი მისით დაინტერესებული, რადგან შემდეგ შევამჩნიე, რომ საკმაოდ უხეში ადამიანი იყო და სხვების მიმართ დიდი პატივისცემიფ არ გამოირჩეოდა. ჩემს თავს პირობა მივეცი ამ ადამიანის მიმართ ყოველგვარ გრძნობას გავაქრობთქო და ასეც მოვიქეცი, გავიდა ერთი წელი, მერე ორი. ამ დროის მანძილზე სულ უფრო ნაკლებად მახსენდებოდა მისი სახელი, გვარი, გარეგნობა. არც მისი ცხოვრებით და მიღწევებით ვინტერესდებოდი, მოკლედ ,რომ ვთქვათ უკვე დავიწყებულიც მყავდა. ამაში საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც დამეხმარა, სასწავლებლად თბილისში წავედი და ქუთაისს მხოლოდ თავისუფალ დროს ვსტუმრობდი, ჩავიდოდი თუ არა ,მაშინვე სოფლისკენ გავეშურებოდი ხოლმე და თბილისის ხმაურისგან გამოწვეულ დაღლილობას სოფლის სიწყნარითა და ჰაერით ვაქარწყლებდი. ასე გავიდა ოთხი წელი.. ყველაფერი მაშინ შეიცვალა და მოგონებებმაც შემომიტიეს, როდესაც ერთ ზამთარს მას წავაწყდი. უნივერსიტეტში დასვენება მქონდა და როგორც ყოველთვის ისევ ქუთაისში წავედი, მაგრამ იმ დღეს გადავწყვიტე ქალაქში დავრჩები, ჩემს ქართულის რეპეტიტორს მოვინახულებ და მერე ისევ სოფელში დავრუნდებითქო. საკმაოდ ციოდა, დათბილული კაბა, შავი, მუხლებამდე, პატარა ქუსლის მქონე ჩექმები მეცვა, ყავისფერი თბილი მანტო მქონდა შემოხვეული და იმავე ფერის ქაშნე. თმა როგორც ყოველთვის გაშლილი, პატარა წინამო ,რომელიც წარბებამდე მქონდა, თვალებზე მეფხატებოდა ხოლმე, ყოველთვის მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებდი და არც ის დღე იყო გამონაკლისი. ნელა მივაბიჯებდი ქვაფენილებზე, გზაში ჩექმების კაკუნი, მანქანების ხმა და აქა-იქ  უცნობების საუბრის ხმას თუ გაიგებდი,ბევრი ადამიანი არც მოძრაობდა.  ყურსასმენები მეკეთა და ჩემს საყვარელ სიმღერას "still with you"-ს ვუსმენდი, ვფიფრობ, ეს სიმღერა ცივ და წვიმიან ამინდს ყველაზე მეტად უხდება. ზებრასთან ვიდექი, გზა უნდა გადამეჭრა და სწორედ ამ დროს მოხდა გარდატეხა. შემთვევით წინ გავიხედე და მაშინ შევეჩეხე იმ მომწვანო, მოცისფრო ფერის თვალებს, რომელიც  ღრმა ბავშვობაში მქონდა დატოვებული. გაშტერებული და სუნთქვაშეკრული ვუყურებდი, ყურებში კი ისევ ჩამესმოდა ლამაზი მელოდია, რომელიც გრძნობებს კიდევ უფრო მიმძაფრებდა. არც ვიცი რა ვიგრძენი, მონატრება? ადამიანის თუ წარსულის? გაოცება? კი, ამაში ეჭვიც არ მეპარება. შეცვლილი იყო, რა თქმა უნდა, ოთხი წელი პატარა დრო არ არის. შეჭმუხნული წარბებითა და გაოცებული თვალებით ვუმზერდი, მეგობართან საუბრობდა და პირდაპირ არც იყურებოდა, მაგრამ წამით თავი გამოატრიალა და მაგ მომენტში შევხედეთ ერთმანეთს, ვერ მიცნო, არც გამკვირვებია, სკოლაში იშვიათად თუ დამინახავდა, მხოლოდ მე ვეძებდი მას თვალებით. ამასობაში ადამიანუს ფიგურა მწვანედ აინთო, რაც მანიშნებდა რომ გადასვლის დრო იყო, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ის ჩემსკენ წამოვიდა, თავი გავაქნიე და შევეცადე მყარად დავრჩენილიყავი. წინ ვაპირებდი მეც წასვლას, როდესაც იმ ორის გვერდით არსებულმა გოგომ შემაჩერა, მეც მერე გავაცნობიერე, რომ ორი კი არა სამი ადამიანი იყო. ყურსასმენები მოვიხსენი და სმენად ვიქეცი.
-ქრისტინე  ხო? როგორ ხარ?- გამიღიმა და მე წამი დამჭირდა გამეხსენებინა თუ ვინ იყო.
- ოჰ!- წამოვიძახე და გავიღიმე- კარგად ლიკა , თავად?- წამიერად მზერა მისკენ გავაპარე და დავინახე მიყურებდა, მაკვირდებოდა. შეიძლება მიცნო? ალბათ, არა.
- მეც კარგად. დიდი ხანია არც დამინახიხარ არსად- გაიკვირვა.
- თბილისში ვსწავლობ და აქეთ იშვითად ვარ.- ვუპასუხე
- აჰა. ახლა გასაგებია- გაიცინა- ქრისტინე ესენი ხომ გახსოვს?- მკითხა ბიჭებზე, მე კიდევ თავი გავისულელე და დაბნეული მზერა მივაბყარი.- ბიჭებს არც ეცოდინები- ჩაიცინა, რაც დიდად არ მომეწონა. - ქრისტინე ჩვენთან ერთად სწავლობდა სკოლაში, მაგრამ ჩვენზე უმცროსია.
- აა გასაგებია- თქვა იოანემ და თავი დააქნია. როგორც ვიფიქრე არ ვახსოვარ, მწარედ ჩამეცინა. ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა ვცდილობ უიმედო სიტუაციას ჩავებღაუჭო, ნელ-ნელა ამ ჩვევასაც მოვიშორებ.
-თბილისში თუ სწავლობ აქეთ რა დაგრჩენია?- მკითხა ლიკამ, მე კიდევ გავიკვირვე.
- იქ რომ ვსწავლობ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ადგილს ,სადაც დავიბადე და გავიზარდე, ასე დავივიწყებ-წარბები შევკარი- თან ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანებიც აქ არიან- ვთქვი და შემდეგ მზერა ისევ იოანეს გავუსწორე, ისევ მიყურებდა, თან მის მზერაში რაღაც დავიჭირე.. თითქოს კმაყოფილება?
- ვისთვის როგორ.- მხრები აიჩეჩა.
- უნდა წავიდე, ნახვამდის- აღარ შემეძლო იქ, მის გვერდით ყოფნა, თითქოს წარსულის მოგონებები და გრძნობები ყველაფერი ერთად იყრიდა თავს და შიგნიდან მახრჩობდა. ასე რომ როგორც კი, ისევ მწვანე აინთო მაშინვე ეს სიტყვები წამოვისროლე და ნაჩქარევად დავემშვიდობე. მაგრამ უკან გავიგონე იოანეს ხმა.
- აი ,თურმე რატო მეცნობოდა.
- ჰო, მაგრამ სკოლის მერე შეცვლილა- ლიკას ხმაც მოსწვდა ჩემს ყურთასმენას.
ხელები ჯიბეში ჩავიწყვე და ჩემს გზაზე წავედი.
იმ საღამოს სოფელში ვერ წავიდოდი, გვიან მომიწია წამოსვლა, ასე რომ იქვე ახლოს ,ჩემს ბინაში დავრჩი. დილით ადრე, მაღალწელიანი შარვალი ჩავიცვი, დუტის ცოტა მოკლე ქურთუკი და კოჭს აცდენილი ჩექები ჩავიცვი, თავზე კი დათბილული ქუდი. ყურსასმენები ისეც მეკეთა. გადავწყვიტე მაღაზიაში შევივლი და ხაჭოს კვერს ვიყიდითქო. რიგში ჩავდექი და არც დავინტერესებულვარ თუ ვინ მედგა უკან, მხარზე სუსტი შეხება ვიგრძენი და წამში მივტრიალდი. ისევ იოანე დავინახე, მსუბუქად გამიღიმა, მეც იგივე გავიმეორე და ტურსასმენი მოვიხსენი.
-გამარჯობა- ვუთხარი.
- გაგიმარჯოს. როგორ ხარ ქრისტინე?-ბოხი ხმა ქონდა.
- მშვენივრად თავად?- პატარა ღიმილით ვუპასუხე.
-არამიშავს- მხრები აიჩეჩა. არ ვიცოდი რა მეთქვა, დიალოგის გავრცობა სულ მიჭირდა ხოლმე ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ ვიცნობდი, იოანე კი ასეთი იყო, მასზე არანაირი წარმოდგენა არ მქონდა. - ჯანსაღ ცხოვრებას მისდევ?-თვალებით ჩემს ხაჭოს კვერზე მანიშნა ,მეც მას დავხედე და თავი გავაქნიე.
- ჯანსაღად არ ვიკვებები, უბრალოდ ეს მიყვარს- ხელში შევათამაშე.
- ისე კარგად ვერ გაგიხსენე- კეფაზე შემოიდო ხელის მტევანი.
-ვიცი და არც მიკვირს- ჩავისუთქე- დიდად თქვენი კლასის ახლოს არ დავდიოდი- ნეტავ ვის ვატყუებ, გავიფიქრე ჩემთვის.
- ჰო , ალბათ, მაგის ბრალია, მაგრამ გახსოვს ჩვენი კლასი სადაც იყო?
- რა თქმა უნდა, ოთახის მდებარეობის დამახსოვრებას რა უნდა, ადამიანის სახეს, რომელსაც ვერ ვხედავ ,მას უფრო ვერ დავიმახსოვრებ- ტუჩები მოვმუწე, რომ არ გამღიმებოდა.
- ჰო მაგრამ..- ამოიბურტყუნა. - კარგი რა მნიშვნელობა აქვს, ახლა გაგიცანი.
- ჰო..- ჩავიბურტყუნე. ამასობაში ჩემი რიგიც მოვიდა. კარებისკენ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მივტრიალდი- კარგად იოანე.
- კარგად - თქვა და მეც გამოვედი მაგრამ კარებიდან ,რომ გავედი გავიგონე მომახახა მოიცადეო, მაგრამ არ ვიცი რატომ არ გავჩერდი. ჩემს გონებაში ისევ ის უცანაური და უხეში იოანე იყო ჩაბეჭდილი და ამას ვერ ვშველიდი, ადრე ხშირად მიფიქრია, იოანეს რომ ეთქვა მომწონხარო მასთან თუ ვიქნებოდი, ჩემი პასუხი ყოველთვის არა იქნებოდა ,ალბათ ,იმის გამო, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებოდით.
საღამოს ტელეფონი გავხსენი და იოანეს მესიჯი დამხვდა.
" არ ვიცოდი მეგობრებში თუ მყავდი" მწერდა. წარბები შევკარი, არა რა მისგან რას ველოდი? თვალები ავატრიალე და მივწერე "რა მნიშვნელობა აქვს, მეგობრებში შეიძლება ნახევარი ქვეყანა გყავდეს , მაგრამ ყველას არც იცნობდე"
"მაგრამ კარგია რომ გაგიცანი, არა?"ისევ იგივე.
უკვე ვერ ვიტან ამ ყველფერს. გულის სიღრმეში ვიცოდი ისევ იგივე ადამიანი, რაც წლების წინ. სკოლაში გარეგნობით არ გამოვირჩეოდი, პუტკუნა ვიყავი და ამის გამო სულ ვკომპლექსდებოდი. უნივერსიტეტში სტრესმა, ნერვიულობამ და ახლმა გარემომ თავისი ქნა და წონაშიც საგრძნობლად დავიკელი, გამოცდების პერიოდში, თითქოს პირს მიკერავდნენ და ვერაფერს ვჭამდი. მაშინ ვერც მამჩნევდა, ვიცი იცოდა ყველაფერი ,მაგრამ არც მიმჩნევდა და ახლა ასე მალე შეიცვალა აზრი? გავიფიქრე ჩემთვის და ნერვებმოშლილმა დავაგდე ტელეფონი. საკუთარ თავზეც ვბრაზობდი, რატომ ვიქცეოდი თინეიჯერივით და არასრულფასოვან ბიჭზე რატომ ვფიქრობდი, რომელიც ყველაფერს გარეგნობით აფასებს?
მართალია, პირველად ყურადღებას გარეგნობა იქცევს, მაგრამ, როდესაც ადამიანს უახლოვდები ,მის სულიერ სამყაროს შეიცნობ და მის ნააზრევს იზიარებ ,რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, აი სწორედ მაშინ იხიბლები მისით ,რეალურად. როდესაც ამდენი წლის მერე პირველად დავინახე, მეგონა იქნებ წლებმა შეცვალათქო, მაგრამ არა..
" ისე მეგონა ჩემი თაყვანისმცემელი იქნებოდი სკოლიდან" მომდის ისევ შეტყობინება.
"რატომ?" ვკითხე.
"ბევრ გოგოს მოვწონდი, მაგრამ უმეტესობა გარეგნულად ნული იყო"ამის წაკითხვის შემდეგ თვალები შუბლზე ამივიდა.
" როგორც ჩანს არ იცი, რომ ადამიანები გარეგნულად არ უნდა შეაფასო" წარბები შეკრულუ მქონდა და ისე ვწედი
" გარეგნობა ყველაზე მთავარია, მისი წყალობით იხიბლები ადამიანით" მისი აზროვნება ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ ჩემს თავზე უფრო ვბრაზობდი.
"გარეგნობა წლების მანძილზე შეგეცვლება ,და ახალგაზრდობაც ხელიდან გამოგეცლება, შენმა შეყვარებულმა მხოლოდ გარეგნობის გამო, რომ შეგიყვაროს დამერწმუნე, როგორც კი ასაკი მომატებას დაგიწყებს და ერთი ჭაღარაც შემოგერევა თმებში, ის მაშინვე მიგატოვებს, ხოლო ის ,ვისაც შენი შინაგანი სამყაროს გამო შეუყვარდები, სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით იქნება. ესეც მეგობრული რჩევა ჩემგან" ესეც გავუგზავნე და ბოლოს მეგობრებიდანაც ამოვშალე. საჭირო იყო ეს ,რომ მომხდარიყო, რადგან ამ სიტუაციამ მისი რეალური სახე მაჩვენა, პირისპირ შევეჩეხე მას. ვიგრძენი, რომ რაღაც დიდი ტვირთისგან განვთავისუფლდი და ღრმად ამოვისუნთქე. ახლა ზუსტად ვიცი, მისი ადგილი არც აწმყოში არ არც მომავალში იყო, ჩემს ფიქრებს წამიერადაც კი ვერ მოიცავს.

————————————-
ბოლოს რამე ისტორია როდის დავწერე არც მახსოვს.. მინდოდა ამ პატარა ამბით, მეთქვა, რომ წარსულზე და მის აჩრდილებზე ჩაბღაუჭება არ ღირს, არ იყოთ ისეთი ადამიანის გვერდით და არ იფიქროთ მასზე, ვინც არ გიმსახურებთ!
თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ!
ეს ისტორია რაღაც დოზით ჩემი ამბის ანარეკლია..მინდოდა ჩემი "გამოცდილება" და აზრები გამეზიარებინა.
დაიმახსოვრე: შენ საუკეთოს იმსახურებ!

Ly everyone 💜 ( რამდენი ხანია ჩემი "ხელმოწერა" არ დამიტოვებია😁)

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 10, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

 IMAGINESWhere stories live. Discover now