AGAIN (3)

193 34 9
                                    

იმ საღამოს შემდეგ ორი დღე გავიდა, ამ დროის მანძილზე კი სტაილსების არცერთ ოჯახის წევრს არ შევხვედრილვარ და მგონი ეს კარგიც იყო. დაფიქრების და მარტო ყოფნის საშუალება მეძლეოდა.
ბებია და ბაბუა ჩვეულებრივად მექცეოდნენ და ჩემს წარუმატებელ ქორწინებაზე სიტყვასაც არ ძრავდნენ. არც იმ საღამოს უკითხიათ ჰარის უეცარი გაქცევის შესახებ მიზეზი, როს გამოც მიხაროდა. არ მინდოდა მათთვის ყველაფერი მეთქვა და მენერვიულებინა. ისედაც საკმარიაი გაიგეს.

- დღეს სადმე გასვლას აპირებ?- მკითხა ბაბუამ და გაზეთი გვერდით გადადო.

- არ ვიცი- მხრები ავიჩეჩე.

- უკან დაბრუნებას აპირებ?- მის ხმაში სევდიანი ნოტები შევნიშნე, რითაც მივხვდი რომ ჩემი გაშვება არ უნდოდა.

- ალბად. მინდა საკუთარი ბრენდი დავაარსო ბაბუ.. დიზაინერობა ყოველთვის მინდოდა.

გამიღიმა.

- ვიცი რომ გამოგივა- ხელი ხელზე დამადო

- მადლობა..

-კარგი მე გასვლას ვაპირებ, ცოტას გავივლი და მეზობლებსაც ვნახავ.

-კარგი.

- შენც სადმე გაიარე-ფეხზე წამოდგა- სახლში არ გამოიკეტო თან ხომ გახსოვს რომ პატარა კარნავალი იგეგმება?

-ჰო. როგორც ყოველთვის-გამეღიმა. ყოველ ერთ წელიწადში აღნიშნავდნენ ზაფხულს და პატარა კარნავალს და წვეულებას აწყობდნენ. ქალაქში გახვიდოდი და ყველაფერს უფასოდ მიიღებდი, პარკში შეგეძლო ყველა ატრაქციონი გამოგეყებინა სრულიად უფასოდ, მხოლოდ ამ დღეს. მიუხედავად იმისა რომ პატარა გასართობი პარკი იყო, აქ მცხოვრებლებს მაინც აკმაყოფილებდათ. ქუჩაში ხმამაღალი სიმღერები ისმოდა, ხალხი ცეკვავდა ასევე თამაშებსაც აქყობდნენ და ამით ყველას ახალისებდნენ.
მიყვარს ეს დღე..

-ხვალისთვის უნდა მოემზადო- თმები ამიჩეჩა და კარებისკენ წავიდა.

 IMAGINESWhere stories live. Discover now