birthday party

291 23 6
                                    

დღეს ბაბუაჩემს უნდა წავყოლოდი მისი მეგობრის დაბადების დღეზე, მართალია ეს დიდად არ მსურდა, მაგრამ ბაბუაჩემის სიყვარულის გამო ამაზე დავთანხმდი, ისე მთხოვა, ისეთი საყვარელი იყო ამ დროს რომ უარის თქმა ვერ გავბედე.
როგორც ვიცი ის და დენიელი სკოლს პერიოდში დაახლოვდნენ, და იმის შემდეგ ურთიერთობა არ გაუწყვიტავთ, არამედ პირიქით უფრო დაახლოვებულან. იმ ოჯახს არ ვიცნობ, რადგან ამერიკაში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი მშობლებიც იქ ცხოვრობენ, ბაბუასთან მე იშვიათად ჩამოვდიოდი, სწავლის გამო ამის დროც არ მრჩებოდა, მამა კი აქ უფრო ხშირას იყო.
ახლა კი ზაფხულის არდადეგები დაიწყო, უნივერსიტეტს დროებით დავემშვიდობე და გადავწყვიტე ბაბუსთან ჩამოვსულიყავი დასასვენებლად.
რაც შეეხება ჩემს ტკბილ და საყვარელ ბებიას. ისიც აქ ცხოვრობს თავისთავად,სულ ჩემს განებივრებას ცდილობს და მუდამ მხარს მიჭერს, მართალია ამბობენ, ბავშვს ზედმეტი განებივრება აფუჭებსო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არ მომხდარა, გამიმართლა.
მამაც აქ იზრდებოდა, ჩეშირში. შემდეგ სასწავლებლად ამერიკაში გადავიდა, იქ გაიცნო დედა და იქ შეუყვარდათ ერთმანეთი, ხოლო ქორწილი აქ გადაიხადეს. მამას ბევრი კარგი მოგონება აკავშირებს ამ ადგილთან, მისთვის ბევრს ნიშნავს.

-მილა?- ბებოს ხმა მაშინვე ვიცანი.

- შემოდი- წიგნი ღიმილით გადავდე.

- რას აკეთებ?- მომიახლოვდა და ფანჯრის რაფაზე გაკეთებულ დიდ სავარძელზე ჩამოჯდა.

- ვკითხულობდი- წიგნზე ვანიშნე.

- ასე არ შეიძლება ბებო. კარგია რომ კითხვა გიყვარს მაგრამ სულ ასე არ შეიძლება- მზრუნველი თვალები შემომანათა.
ვეღარ გავუძელი, ზემოთ ავიწიე და ორივე ლოყაზე ვაკოცე. - მაინც არ შეიცვლები ჰო?- გაეღიმა- ბებოს მზე ხარ- ხელი დამავლო და მის თბილ მკლავებში მომაქცია.

- ბებო გავიჭყლიტე- ამოვიკრუსუნე. მანაც სიცილით გამიშვა ხელი.

 IMAGINESWhere stories live. Discover now