weird day(part 3)

232 18 3
                                    

როგორც გავიგე მაქსის და უკვე ჩემს უფროსს დემიენი ქვია, მოწესრიგებული მამაკაცია, არ უყვარს დაგვიანება და სიზარმაცე. მკაცრად გამაფრთხილა რომ, თუ ამდაგვარ შეცდომას დავუშვებდი არ მაპატიებდა.
ეს ნამდვილად არ მახარებს.
მიმღებში დამსვეს. ჩემი მოვალეობა პაციენტების მიღება და მათი ინფორმაციის კომპიუტერში შეტანა იყო, ასევე მე უნდა გამეცა საბუთი გადასახადი თანხის რაოდენობის შესახებ, ისინი კი შემდეგ სალაროში მივიდოდნენ. რთული ნამდვილად არაფერია, თან საკმარისი ანაზღაურებაც მაქვს და უკმაყოფილოდ ნამდვილად არ ვგრძნობ თავს.

- მაქს ძალიან დიდი მადლობა- მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე.

- არაფრის. პირიქით ძალიან მიხარია რომ შენნაირი კარგი თანამშრომელი ვიპოვეთ.

- მადლობა.

-როცა დაგაწინაურებენ ორივეს კაბინეტები გვექნება. ცალკე- ჩაიღიმა.

- ჯერ ახლა მიმიღეს. რა დაწინაურებაზე საუბრობ- გამეცინა.

- გული მიგრძნობს რომ ასე იქნება.

- კარგი კარგი- გავიცინე.

- კიდევ ერთხელ მომიყევი რა- ხელი დამავლო და  და კფეტერიაში მყოფ ერთ- ერთ მაგიდასთან სამსვა. ახლა შესვენება გვქონდა, ჩემს ადგილს კი სხვა გოგონა იკავებდა. 

- უკვე დამღალე- თვალები ავატრიალე.

-  თვით ჰარი სტაილსთან იყავი. გჯერა?- თავი გააქნია მე კი თვალები ავატრიალე

- მასთან სულ რამდენიმე საათი გავატარე სხვა არაფერი, ერთად კი არ ვწოლილვართ.

- ეგეც მალე იქნება- წარბები ამითამაშა

- სულ გაგიჟდი ჰო?- თვალები გავაფართოვე-ნეტა ჭკუა გქონდეს. ისევ ბავშვი ხარ.

- ეი! ამ ბავშვმა გიშოვა სამსახური!- წარბები ამიწია.

- კარგი მაპატიე- ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე- ახლა კი უკან უნდა დავბრუნდე.

 IMAGINESWhere stories live. Discover now