Chef Styles

272 16 8
                                    

  რესტორანი "desires " ერთ- ერთი წარმატებული რესტორანი გახლდათ, რომელსაც ყოველთვის კლიენტები მრავლად სტუმრობდნენ. უამრავი ცნობილი მიზნესმენი, ტელევარსკვლავი თუ გამოჩენილი მოღვაწე, ყველა მათგანი ამ ადგილს დიდი სიხარულით და სიამოვნებით სტუმრობდა.
ეს  აურაცხელი კლიენტები კი , თავის საქმეში პროფესიონალი შეფ-მზარეულის  სტაილსის დამსახურება იყო. კლიენტები არა მარტო მისი კერძებით ასევე მისი გარეგნობითაც ინუსხებოდნენ.
მაღალი სხეული, განიერი მხრები, წაბლისფერი კულულა თმა, რომელიც ლამაზად ჰქონდა უკან გადაწეული და მწვანე, მბზინვარე თვალები, აი ეს იყო  კლიენტების მონუსხვის საშუალება.

ეს საღამოსაც არ იყო გამონაკლისი კლიენტთა სიმრავლით,ყველა ადგილი დაკავებული იყო გარდა ერთისა.

- შეფ ვნერვიულობ?- სემმა შეწუხებული ხმით უთხრა.

- რატომ?- ჰკითხა ჰარიმ და თავისი დესერტის სერვირება გააგრძელა.

- დღე ხომ დეგუსტატორი მოდის? ასევე ჟურნალისტიცაა. ჩვენი კერძები რომ არ მოეწონოს?

- სისულელეს ამბობ! საუკეთესო რესტორანი გვაქვს, ჩვენზე გიჟდებიან და ერთი ადამიანის გულს ვერ მოვიგებთ?

- ის სხვაა შეფ!- თვალები გააფართოვა- ჯერ კარგი რამ არავიზე დაუწერია. მის სტატიებს თვალი გადავავლე და ასევე მის ოჯახამდეც მივედი.

- მერე რაო?- დამცინავად თქვა ჰარიმ და დესერტი მიმტანს გადასცა რომ შესაბამის კლიენტთან მიეტანა.

- მშობლები შეფები ყავს, რომლებიც გერმანიაში მოღვაწეობენ, საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვთ, თურმე ჩვენს სტუმარსაც კარგად სცოდნია ეს პროფესია, ასევე როგორც ვთქვით საკმაოდ მკაცრი დეგუსტატორია ჩვენთვის.

-დაწყნარდი რა- თვალები აატრიალა ჰარიმ.

სწორედ ამ დროს სამზარეულოში მიმტანი შემოვიდა.

- აქ მის ედვარდსია, ჟურნალისტი. ითხოვს რომ მთავარმა შეფმა მოუმზადოს კერძი. კარგი კერძი, ის რაც მას გააკვირვებს.

 IMAGINESWhere stories live. Discover now