weird day

438 26 16
                                    

სახლიდან ცოტა გვიან გამოვედი, მაგრამ ეს ჩემდა უნებურად მოხდა.
კარები ნაჩქარევად გადავკეტე და  სახლს მოვშორდი.
ცოტა  ფეხით გავიარე, მაგრამ მალევე შევჩერდი, იმიტომ რომ ტაქსი გამეჩერებინა, მაგრამ ამაოდ.
ტაქსი საერთოდ არ ჩანდა, მე კი თუ დროულად არ დავტოვებდი ამ ადგილს, მაშინ შეხვედრაზე დამაგვიანდებოდა.
უკვე ნერვიულობას ვიწყებდი, თან ჩემი სახლი ნამდვილად არ იყო იმ საავადმყოფოსთან ახლოს სადაც მე უნდა დამეწყო მუშაობა.
ამოვიოხრე და გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი, თუ გზაში ტაქსს შევნიშნავდი,  მაშინ გავაჩერებდი და ისე წავიდოდი მომავალ სამსახურში.
მაგრამ თუ დროულად არ მივაღწევ მაშინ დავკარგავ შესაძლებლობას.
მაღლები მეცვა და ეს ნამდვილად არ მანიჭებდა სიამოვნებას, პირიქით დისკომფორტს ვგრძნობდი.
  კაფეს ჩავუარე, მინდოდა ყავა მეყიდა, ამიტომ შიგნით შევედი, მაგრამ როდესაც საგრძნობლად გრძელი რიგი დავინახრ ამ სურვილზე უარი ვთქვი და უკან გამოვბრუნდი.
კარები გავაღე და მაშინვე მაღალ სხეულს დავეჯახე, ვიგრძენი თუ როგორ დამეღვარა ჩემს სხეულზე რაღაც თბილი.

- ოჰ.- მსუბუქად შევკივლე და უკან დავიხიე.
პირდაპირ მკერდზე დამესხა და კაბაც დამისვარა. ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა წავსულიყავი გასაუბრებაზე?
ჯანდაბა!
ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა  დღეს!

- მაპატიეთ, ჩემი ბრალია.  - გავიგე ბოხი ხმა და ახლა გამახსენდა რომ ჩემს წინ ისევ იდგა ის ადამიანი ვინამაც რაღაც სითხე გადამადხა.

- არა, მე უნდა გიხდიდეთ ბოდიშს, გამოსვლის დროს წინ უნდა გამეხედა- ზემოთ ავწიე თავი და დავიანახე ჩემთვის უცნობი პიროვნება, ყავისფერი თმებითა და მწვანე თვალებით. მეცნო.
თვალები მოვჭუტე და უფრო კარგად დავაკვირდი.
ვიცი რომ სადღაც მყავს ნანახი უბრალოდ ვერ ვიხსენებ სად.
და უცენ თვალები გამიფართოვდა და გამახსენდა.
ეს ხომ ჰარი სტაილსია. მომღერალი ჰარი სტაილსი.
გაკვირვებული ვუყურებდი მას.
მისი ფანი არ ვარ, უბრალოდ მისი სიმღერები მომწონს და ხშირად ვუსმენ.
თავი გავაქნიე და ფიქრებისგან თავი გავინთავისუფლე, არ მინდოდა ამ ადამიანის წინ კიდევ შევრცხვენილიყავი.

- ბოდიში- ვთქვი, მას გვერდი ავუარე და წინ გავაგრძელე სვლა.
საათს დავხედე.
დავაგვიანებ.
უგჰ!
უკნიდამ რაღაც ხმა მესმის.

 IMAGINESWhere stories live. Discover now