like..or love?

236 27 15
                                    

დილით ზლაზვნით წამოვიწიე საწოლიდან და მის მყარ ნაწილს მივეყრდენი და თავზე ხელები შემოვიჭდე რომ როგორმე ტკივილი გამეყუჩებინა.
გუშინ საკმაოდ რთული ღამე იყო.
საწოლიდა ნელა წამოვდექი და საბაზანოსკენ  ნელი ნაბიჯებით წავედი და შიგნით მხოლოდ პირსახოცით შევედი.
ჯერ სარკის წინ  დავდექი და ჩემს სახეს დავაკვირდი. სისულელე ვქენი რომ დაწოლის წინ  მაკიაჟი არ მოვიშორე, ახლა ყველაფერი სახეზე მქონდა არეული. 

-ჯანდაბა- ამოვიბურტყუნე და სხეულიდან სამოსი მოვიშორე, საშხაპეში შევედი და ცხელი წყლის ქვემოთ დავდექი. გუშინდელი დაღლილი ღამის შემდეგ ეს ნამდვილად სასიამოვნო იყო.
სახე ჩამოიბანა და შემდეგ პირსახოც შემოხვეული სარკის წინ დადგა და სახეზე კრემის წასმა დაიწყო.
კარგად უნდა დაესვენა რადგან საღამოს ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყებოდა.

***
კარადიდან შავი ერთიანიშარვალი გამოვიღე, რომელიც ფეხებთან ცოტა ფართო იყო, ხოლო ზედა ნაწილზე კარგად გამოყვანილი, მკერდთან დიდ ღარს წარმოქმნიდა, რომელიც მუცლამდე გრძელდებოდა, ხოლო ამ ღარს ერთმანეთთან მკერდთან არსებული სქელი ნაწილი აერთებდა, ზურგის მხარესაც იგივე ნაირად იყო.
ყელზე ვერცხლისფერი სადა, მოკლე ცეფი გავიკეთე , რომელზეც პატარა თვალი იყო დამაგრებული, ყურებზე კი უბრალოდ იმავე ფერისპ პატარა საყურეები გავიკეთე, ფეხზე კი საშუალო ზომის ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი.
სახლი დავტოვე და ტაქსის წყალობით  ჩემს სამუშაო ადგილს ბარს მივუახლოვი.
შენობაში შევაბიჯე და ბენდის წევრებისკენ წავედი, ყველას მივესალმე და მათ გვერდით მოვკალათდი.
მხოლოდ ერთი ადამიანი გვაკლდა, ის მუდმივად აგვიანებდა, გიტარისტი ჰარი.

- ჰარი სად არის?- იკითხა ჯორჯმა და თავისი ჩხირები აათამაშა ხელში, რომლებითაც დასარტყამ ინსტუმენტზე უკრავდა.

- სულ ასე არ იგვიანებს? რა გიკვირს?- ვკითხე და ჩემი სასმლის ნელა დალევა დავიწყე.

 IMAGINESWhere stories live. Discover now