AGAIN (2)

192 34 18
                                    

- როგორ მოგწონს ქორწინებაში ყოფნა?- იკითხა ბებიამ და გამიღიმა. თავს ცუდად ვგრძნობდი ამ ტყუილის გამო, მაგრამ სტაილსების თვალწიმ უნდა გამეღიმა და მეთქვა რომ ჩემზე ბედნიერი ქალი არ არსებობდა. ირონიულია არა?

- ძალიან- ძალით გავიღიმე.

- მხოლოდ ეს? კიდევ მომიყევი რამე- ხელი ლოყაზე ჩამომისვა.

- რა გინდა რომ გაიგო?

- კარგი ქმარია?

- კი- ჩუმად ვთქვი და თვალი ავარიდე მას.

- კარგად მახსოვს ახალდაქორწინებული როგორი ვიყავი- გაიღიმა- მუდამ ვიღიმოსი და ბედნიერებისგან დავფრინავდი. ალბად შენც ასე ხარ ჰო?

ეჰ.. ბებიაჩემს ნამდვილად კარგი მეუღლე შეხვდა , რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი.

- ჰო ბები. ეგრეა- ისევ ძალით გამოწვეული ღიმილი- მოვრჩეთ ჩემზე საუბარს.თქვენ როგორ ხართ?- სტაილსებსაც გადავხედე, მინდოდა სიტუაცია განმემუხტა.

- კარგად ბებო რა გვიჭირს- მხრები აიჩეჩა- როგორც ყოველთვის, ახლაც ენთან ახლოს ვმეგობრობ- გაუღიმა ქალს.

- ყველაფერი ისევ ისეა.. - ვთქვი და სახლსაც მოვავლე თვალი.

- ნუთუ გახსოვს ადრე რა როგორ იყო?- იკითხა ჯემამ და თვალები მოჭუტა.

- კი. - ხმის ნორმალური ტონალობით ვთქვი. ჯემამ ჩაიცინა და თვალი ამარიდა.
ჰო ჩემზე ცოტა გაბრაზებული იყო და როგორც ჩანს ახლაცაა.

მე და ჰარი ერთმანეთს თვალს ვარდებდით, რადგან ჩვენი დაშორება ცოტა ცუდად წარიმართა. სამწლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დავასრულე და მალევე აქაურობა დავტოვე. მშობლებთან ვცხოვრობდი, ჰარისთამ დაშორების შემდეგ, ერთ თვეში კი ლიამი გავიცანი და დავახლოვდით, შემდეგ მან ცოლობა მთხოვა და სწორედ აქედან აირია ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში.
ჩემმა ოჯახმა სტაილსები დაპატიჟეს ქორწილში, მაგრამ იქ ენის გარდა არავინ მოსულა. მან თქვა რომ ჯემა და ჰარი ქალაქში არ იყვნენ, არადა კარგად ვიცოდი, რომ უბრალოდ მათ არ სურდათ ჩემი ნახვა და არც ქორწილში მოსვლა.
აჰ!

 IMAGINESWhere stories live. Discover now