თავი პირველი: დამპირები

316 29 4
                                    

დაბინძურებული ქუჩები..

მიყრუებული ადგილები..

საშიში ხალხი..

მიტოვებული უბნები..

ადგილი, სადაც პაკ ჯიმინი ცხოვრობს.
მას საერთოდ არ აწუხებს ზემოთხსენებული სიტუაცია. პირიქით, ამით ძალიან კმაყოფილია.

ადგილობრივი ბანდები მისგან თავს იჭერენ, რადგან მის ოთახის მეზობელზე ბევრი სმენიათ.

ის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მხოლოდ ერთის გამოკლებით, - მას უდიდესი საიდუმლო აქვს, რომელიც მუდამ საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ის დამპირია. ხო, დამპირი. ეს ვამპირთა ჰიბრიდის სახეობაა. სხვა სიტყვებით - ადამიან-ვამპირი.
მათ ადამიანთა გარემოცვაში ცხოვრება თავისუფლად შეუძლიათ. მათი ორგანიზმი არ ითხოვს ადამიანის სისხლს და არ უფრთხის მზეს. ისინი ადამიანთა სამყაროში მარტივად ადაპტირდნენ. ხო, ჯიმინის გარდა კიდევ არიან დამპირები. მათ საერთო მისია აქვთ - გაანადგურონ შეპყრობილი ვამპირები და დამპირები. შეპყრობილებს უჭირთ თავის კონტროლი. არა, კი არ უჭირთ, საერთოდ ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს. შეპყრობილ ვამპირებს საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ არა მარტო კაცობრიობისთვის, არამედ თავად ვამპირებისთვისაც. ისინი უმეტესად ღამით ჩნდებიან, რადგან მზე მათზე ძალიან მოქმედებს. დამპირებს კარგი ყნოსვა აქვთ, რისი წყალობითაც მარტივად არჩევენ: ადამიანს, ვამპირის სხვადასხვა სახეობას და შეპყრობილს. ადამიანებს განსხვავებული, მაგრამ თავისებური სუნი აქვთ. ვამპირებს ძლიერი და მძაფრი. შეპყრობილებს გახრწნილი გვამის. ვინაიდან მათი სხეული შიგნიდან იქამდე იხრწნება, სანამ თავისას არ მიაღწევს. მაგრამ ჯერ ვერცერთმა შეპყრობილმა ვერ მოახერხა მიზნის მიღწევა და კაცობრიობის გაწყვეტა, რადგან დოგენები, ანუ ვამპირებზე მონადირეები, მათ ანადგურებენ. შეპყრობილის განადგურება შესაძლებელია სპეციალური შავი ფხვნილით, მარისით, რომელსაც კატანაზე ანაწილებენ. კატანით შეპყრობილს თავს კვეთენ, ის კი მაშინვე ფერფლად იქცევა. ფერფლი შემდეგ ქარში იფანტება.

CRAVING 1260Where stories live. Discover now