თავი მეთერთმეტე: ფრაგმენტები

102 19 14
                                    

უკვე დეკემბრის სუსხი იდგა. სეული ფერებს იცვლიდა და ნაცრისფერში ეხვეოდა. მალე თოვა დაიწყებოდა და შობაც მოვიდოდა. ვამპირები ვერ იტანდნენ ამ საშინლად ფერად დღესასწაულს. ადამიანები უბრალოდ ბევრს ჭამდნენ, ჭამდნენ და მერე მთელი წელი ვეღარ იკლებდნენ. ჯიმინს ეს ყველაფერი გულს ურევდა. ის ვერ ჭამდა ბევრ ადამიანის საკვებს. გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული. მაგალითად: ვერ იტანდა ტკბილეულს, შოკოლადებს, ნამცხვრებს და ხორცს. ცხოველის ხორცს ვერ ჭამდა. მათი ხორცის სუნი პირდაპირ გულს ურევდა. ბევრ ვამპირს შეეძლო ღორის ხორცი ეჭამათ, უმიც კი, მაგრამ ჯიმინს არა.
მას ხანდახან საკუთარი თავი ეზიზღებოდა რომ ასეთი განსხვავებული იყო. ძალიან ბევრი დოგენი თავს არიდებდა მას, ან დასცინოდნენ. მას ხშირად არ თვლიდნენ მონადირედ და არ მიაჩნდათ ჭეშმარიტ დოგენად. მაგრამ ჯიმინმა ეს ტიტული დაიმსახურა. მან დიდი ტანჯვა გამოიარა დამსამში და მათ არ ჰქონდათ იმის უფლება, რომ მისთვის ასე ეძახათ.

როდესაც ჯიმინს დამსამი ახსენდებოდა, მის მეხსიერებაში რაღაც ჩავარდნები ხდებოდა. თითქოს სამყაროს ეთიშებოდა და იმ პერიოდში ბრუნდებოდა, როცა ჯერ კიდევ დამსამში იყო.

- ჯონგუკს მიხედე? - ეკითხება დაღლილ ჯიმინს იუნგი, რომლის სახეზეც თითქოს მთელი ემოციები გამქრალია და რობოტს დაემსგავსა.

"ჩემი ბრალია ასეთი რომ გახდა თუ სპეციალურად აკეთებს ამას?"  ფიქრობს იუნგი ჯიმინის შემხედვარე. ძალიან კარგად იცის რომ ის ნახევრად ადამიანია და ისიც გრძნობს ემოციებს, თანაც გაძლიერებულად. იუნგიმ კი დამსანზე გაახსენა, სკოლაზე რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჯიმინის პიროვნებაზე. ის თითქმის გატეხეს. ნაწილებად დაშალეს მისი სული. მასზე არა მარტო ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც ძალადობდნენ. მთელი 8 წლის განმავლობაში ჯიმინი დამსამში იტანჯებოდა. საბოლოოდ კი მოახერხა ყველაფრის დასრულება და გახდა დოგენი. ზემდგომები თავიანთ "შექმნილ" დოგენებს აკვირდებოდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე და თუ რამე ისე არ წავიდოდა, დარღვევა მოხდებოდა, წესებს არ დაემორჩილებოდნენ, ან სისუსტეს გამოავლენდნენ, ისინი მათ უკან აბრუნებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. ვამპირებს არ გააჩნდათ გაძლიერებული გრძნობები, ამიტომ მათთვის არ იყო დოგენად გახდომა რთული. მაგრამ ჰიბრიდებს ისინი ბოლომდე აწამებდნენ და ბევრი თვითმკვლელობით ასრულებდა სიცოცხლეს, ბევრიც გიჟდებოდა. ჰიბრიდებს ვერ იტანდნენ და ისინი ვამპირთა სირცხვილად მიაჩნდათ, მაგრამ დრო შეიცვალა და ხალხმა მათი მიღება დაიწყო, თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ იყვნენ ისინი, ვინც ჰიბრიდების წინააღმდეგები იყვნენ.. 

CRAVING 1260Where stories live. Discover now