თავი მეთორმეტე: წყევლა თუ საჩუქარი?

84 21 5
                                    

ორი დღე ისე გავიდა რომ არც ჯონგუკს და არც ჯიმინს ერთმანეთი არ უნახავთ. ჯიმინმა დასაწყნარებლად დრო მისცა, შემდეგ კი დაელაპარაკებოდა. თავადაც არ იცოდა რაზე, ან რას ეტყოდა, მაგრამ უნდა დალაპარაკებოდა.

- სისხლი მინდა.. - წუწუნებდა იუნგი და ჯიმინს ლეკვის თვალებით უყურებდა.

- მოითმინე.

- ჯანდაბა! კიდევ რამდენ ხანს? და საერთოდ, რას აკეთებ ამდენი საათი ლეპტოპთან?

- ვამპირების ისტორიებს ვიკვლევ.

- ბოდიში, რა? - სერიოზულად ეგონა რომ მოესმა.

- ხო. თუ ის ჩემზე ეჭვს აიღებს და მკითხავს ეს ადამიანების შეთხზული რაღაცები თუ შემიძლია, ვუპასუხებ რომ არა. შეხედე. - ის ლეპტოპს იუნგისკენ აბრუნებს. - აქ წერია, რომ ვამპირებს ეშვები აქვთ. მაგრამ როგორც ჩანს ადამიანებმა არ იციან, რომ ეგ ეშვები მხოლოდ მსხვერპლებისთვის ჩნდება.

- ჰაჰ, მოიგონა იდეალური არგუმენტი. მეხსიერება რომ დაუბრუნდეს?

- არ არსებობს?... ხო? - დუმილის შემდეგ ჩაეკითხა დასარწმუნებლად.

* * *

ჯონგუკი ჯიმინის სიტყვებზე ბევრს ფიქრობდა. როგორც მან თქვა, ჯონგუკმა არ იცის მისი რეალური პიროვნების შესახებ. მას კი არ უყვარს როცა რაიმე არ იცის და ამაზე ბევრს ფიქრობს. აი ახლაც, ის ბრძოლისთვის ემზადება, მაგრამ ფიქრები პაკზე აქვს გაფანტული. თავის ხელში აყვანა არ შეუძლია.

- ძვირფასო სტუმრებო! შეეგებეთ! წითელ კუთხესთან, ჩვე ვან ვუკი! ასევე ცნობილი, როგორც მგელძაღლა! დაუნდობელი და შეუპოვარი!
ლურჯ კუთხესთან კი, ყველა დროის ახალგაზრდა მებრძოლი, ჯეონ ჯონგუკი! მასზე ყველას გსმენიათ! დღეს თავდაუვიწყარი ბრძოლა გველოდება! ისიმოვნეთ! - გამოსვლას ასრულებს მსაჯი და რინგს ტოვებს.

- ჯონგუკ! შემომხედე! ზედმეტად გაფანტული ხარ, გონს მოდი! - მბრძანებლური ტონით ეუბნება მწვრთნელი. - ის არაა მარტივი.

CRAVING 1260Where stories live. Discover now