თავი მეთხუთმეტე: ვამპირი

75 16 8
                                    

თეჰიონს თვალები აუხვიეს და მუხლებზე დააჩოქეს. რამდენიმე კაცი ერთდროულად ურტყამდა, მაგრამ ის პასუხს ვერ უბრუნებდა. ხელები ზურგსუკან ჰქონდა შეკრული და ის ლაჩრები ასე გამეტებით ურტყამდნენ. 

- პატიება მთხოვე, ვანთე, იქნებ გაპატიო კიდეც. 

- არასოდეს. - ახლა უკვე სახეში ძლიერად მოხვდა.

- ლაპარაკის უფლება მოგეცი? რაღაც არ მახსოვს. განაგრძეთ! - უბრძანა ქვეშემრომებს და მათაც სიამოვნებით განაგრძეს თეჰიონისგან დანაყული ხორცის გაკეთება. 

* * * 

ჯონგუკმა ნავსადგურზე წასვლამდე სახლში შეიარა და თავისი გაზის იარაღი აიღო. რა თქმა უნდა, ის ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო და მის გამოყენებას მხოლოდ დასამუქრებლად აპირებდა, მაგრამ მაინც არ იყო ისეთი უსაფრთხო, როგორიც ჩანდა. იარაღი კარგად იყო დამზადებული და ცეცხლსასროლისგან ვერც კი განირჩეოდა. ის სპეციალური შეკვეთით არალეგალურად დაამზადებინა პროფესიონალს და ისე გამოვიდა, რომ სროლისას, ისეთივე ხმას გამოსცემს, როგორსაც ცეცხლსასროლი.  ერთი უდიდესი კარგი მხარე ის აქვს, რომ თუ ჰაერში გასროლილი ტყვიისგან გავრცელებული გაზი მსხვერპლამდე მიაღწევს, ის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დასცემს მას ძირს. ყოველი შემთხვევისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ჰუდის ქვეშ ჩაიცვა და მოტოციკლს შეაჯდა. 

დასაკარგი დრო არ ჰქონდა, ამიტომ ყველა არსებული მოკლე გზა გამოიყენა ნავსადგურამდე სწრაფად მისასვლელად. მოტოციკლით სადამდეც შეძლო იქამდე წავიდა. ბოლოს კონტეინერებთან გააჩერა და ფეხით განაგრძო თეჰიონის ძებნა. ნაბიჯებს ფრთხილად და უხმაუროდ დგამდა, რადგან ირგვლივ საკმაო სიჩუმე იდგა. ეს ცოტა აღელვებდა. თუ არასწორ მისამართზე აღმოჩნდა, ამას საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებს. 

საბედნიეროდ მისი ეჭვები არ გამართლდა. რამდენიმე წუთში ხმაური და სიცილის ხმები გაიგონა. თავიდან ფრთხილად მიიწევდა ხმისკენ, მაგრამ როცა თეჰიონის განწირული ყვირილი შემოესმა, ფეხს აუჩქარა. იმედოვნებდა, რომ სერიოზული არაფერი სჭირდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე პასუხს არ აგებდა.

CRAVING 1260Where stories live. Discover now