თავი მეცამეტე: გარდაუალი ბედისწერა

94 19 4
                                    

სახურავებიდან თოვლი დნება, ირგვლივ წკაპუნის ხმა ისმის, ჯიმინი მირბის და ფეხს გუბეში აბიჯებს, ჭუჭყიანი წყალი შარვლის ტოტებს უსველებს, მაგრამ მას ახლა ამაზე სანერვიულოდ დრო არ აქვს. ის გამწარებით მისდევს შეპყრობილს, რომელიც ალყაში მოაქციეს. მეორე ჩიხში იუნგი ელოდება. უკნიდან კი ჯიმინი არ მისცემს გაქცევის ნებას.

- დაგიჭერ და თავს ჩემი ხელით წაგაცლი, ნაბიჭარო!! - ღრიალებს თეთრთმიანი.

ის მეორე ჩიხში უხვევს, მის მაღლა კი დრონი დაფრინავს. დრონს რა თქმა უნდა, იუნგი აკონტროლებს.

" ჯიმინ, ახლა! " ესმის ხმა ყურსასმენიდან.

" გავიგე!! "  პასუხს უბრუნებს და კატანას იმარჯვებს.
- მშვიდობით! - კიდევ ერთხელ ღრიალებს, შეპყრობილს თავზე ახტება და თავს ერთი მოძრაობით კვეთს. ვამპირი იფერფლება, ფერფლი კი სველ ასფალტზე ნაცრისფერ ნაკვალევს ტოვებს.

- ყოჩაღ. - უკან ეწევა იუნგი.

- დავსუსტდი.

- ხოდა წადი და ივარჯიშე შენს ჯონგუკთან.

- კარგი და შენ შენს თეჰიონთან რას იზამ? - დაცინვით ეკითხება ჯიმინი.
- მახსოვს ვიღაც ამბობდა, რომ ეგრევე იცნობდა როგორც კი რეინკარნაციას დაინახავდა, მაგრამ უი, ის ხომ ბიჭად რეინკარნირდა და მისმა ერთგულმა მინმა ვერ იცნო.

- გეყოს დაცინვა. - იუნგი მუშტებს უჭერს. თავადაც გაურკვევლობაში აღმოჩნდა. მისი მეორე ნახევარი ბიჭად რეინკარნირდა 200 წლის შემდეგ. არ შეუძლია უთხრას, რომ ის მისია სამუდამოდ. და რომ ვამპირია. მისდამი ცივ დამოკიდებულებას ინარჩუნებს, ყველა "პაემანზე" თანხმდება და ეს პატარა ლაწირაკი მას დასცინის. ასე უტიფრად და ღიად დასცინის!

* * *

ერთი თვის წინ

იუნგიმ გადაწყვიტა წყვილი დაეტოვებინა და მოიტყუა რომ თეჰიონთან შესახვედრად მიდიოდა.

გარეთ გამოვიდა და დახეტიალობდა.
მისი სიმშვიდე ტელეფონის ზარმა დაარღვია, რომელიც შარვლის ჯიბეში ედო. ისე ძალიან ეზარებოდა ხელების ქურთუკიდან ამოყოფა და სიცივის გამო ძლივს გამთბარი ხელების გაყინვა, მაგრამ მაინც უპასუხა და უხეშად მიუგდო:
- კიდევ რა დაგრჩა სათქმელი, მდიდარო ბიჭო?

CRAVING 1260Where stories live. Discover now