თავი მეთექვსმეტე:

115 19 11
                                    

დაახლოებით ღამის სამი საათი იყო, თეთრი ახალი მთვარის შუქი ფანჯრებს მიღმა აღწევდა და ჯიმინის თეთრ თმას ვერცხლისფრად ეცემოდა. ჯონგუკი ფაფუკ თმას თითებით ეთამაშებოდა და ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა რომ დაეკარგა. ჯიმინი მის გვერდით იწვა და მისი მარჯვენა ხელი მჭიდროდ ჰქონდა ჩახუტებული.

ის ახლა ვამპირი იყო. თავს ჩვეულებრივად გრძნობდა, მაგრამ არ იცოდა დილით რა ელოდა. არ იცოდა რამდენად შეიცვლებოდა და რამდენად კარგად შეეგუებოდა ახალ თავს.

ძალიან აინტერესებდა თეჰიონი როგორ იყო, ამიტომ ჯიმინის ტელეფონი აიღო და იუნგის დაურეკა.
ბიჭმა მაშინვე უპასუხა და ჯონგუკის ხმის გაგონებაზე ცოტა შეცბა.

- თავს როგორ გრძნობ? - მხოლოდ ეს ჰკითხა იუნგიმ.

- მშვენივრად. თეჰი როგორაა?

- კარგად. ჯერ არ გაუღვიძია, მაგრამ მივხედავ, არ იდარდო.

- კარგი, მადლობა.

ტელეფონი გაუთიშა და წამოდგა. კარადაში ტანსაცმელი მოქექა, სწრაფად გადაიცვა და სახლი ჩუმად დატოვა.

* * *

ჯონგუკის წასვლიდან ჯიმინს ერთ საათში გაეღვიძა. როცა ის წავიდა ახალი ჩაძინებული იყო და არაფერი გაუგონია.

სახლის ყველა კუნჭულში მოძებნა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ჯონგუკი სახლში არ იყო.
ტელეფონს არ პასუხობდა და ჯიმინს წარმოდგენა არ ჰქონდა რა გაეკეთებინა. მისი სურნელი შეიცვალა და უფრო მეტად მძაფრი გახდა. ის ახლად გადაქცეული ვამპირი იყო და ჯერ არ შეეძლო საკუთრი თავის კონტროლი. შიმშილი თუ შეაწუხებდა, დიდი უბედურება დატრიალდებოდა. ამიტომ სასწრაფოდ უნდა ეპოვა და მისთვის ყველაფერზე შეგუება ესწავლებინა.

პირველ რიგში იუნგის მიაკითხა, იმ იმედით, რომ ბიჭი ძმის სანახავად შეივლიდა, მაგრამ იუნგიმ მხოლოდ ის უთხრა რომ მოკლე სატელეფონო საუბარი ჰქონდათ.

CRAVING 1260Where stories live. Discover now