თავი მერვე: ღატაკი ვამპირები

94 21 17
                                    

თეჰიონს ყოველთვის უყვარდა მუსიკა. მისთვის ერთადერთი მეგობარი და განტვირთვა იყო მამასთან ჩხუბის შემდგომ პერიოდებში. ბავშვობის ბევრი ჩვევა ჰქონდა გადმოყოლილი და არც ეს ყოფილა გამონაკლისი. მის საყვარელ ფლეილისტს რთავს და ხმას ბოლომდე უწევს. ღამის სეულში ყოველთვის დიდი სიამოვნებით სეირნობდა. სწორედ ამიტომაც იყო მისი მეორე "მე", ბუ. ღამის ვანთე. როდესაც პატარა იყო ჯონგუკი მოფერებით ვანთეს ეძახდა. თეჰიონს ეს ძალიან მოსწონდა. სწორედ ამიტომაც აირჩია ზედმეტსახელად - ვანთე.

მოსახვევში ფრთხილად შედის, შემდეგ მუსიკის ბიტს ყვება და გაზს აჭერს, რადგან გზა თავისუფალია. ღამის სეული მთლიანად მისია! მაგრამ უეცრად წინ მოტოციკლი დიდი სისწრაფით უღობავს გზას. თეჰიონი მას აჯახებს. ხედავს თუ როგორ მიცურავს მოტოციკლი ერთ მხარეს, მანქანასთან კი ახალგაზრდა ბიჭი ეხეთქება.
უმცროსი ჯეონი სასწრაფოდ გადმოდის მანქანიდან და ბიჭთან მიდის.

- უკაცრავად? - ხელს სახესთან უქნევს, მაგრამ არანაირი რეაქცია. ბიჭი გონებას კარგავს. თეჰიონი პანიკას არ ყვება. ხელში მარტივად იტაცებს და მანქანაში სვამს. პოლიციაში არ რეკავს, შარი არ უნდა. მაგრამ მის თანმხლებ მამაკაცს ურეკავს რომ მოტოციკლი შესაკეთებლად წაიღონ. ბიჭი კი უახლოეს საავადმყოფოში მიჰყავს.

- ჯანდაბა! ჩემი მისია ჩაფლავდა!

ის დამკვეთს დიდი მწუხარებით ატყობინებს რომ გადაუდებელი შემთხვევის გამო მისი გადაგდება უწევს. კაცი უყვირის, ლანძღავს და პირდება რომ ამას არ შეარჩენს. თეჰიონმა მშვენივრად იცის, რომ შეიძლება ახალი შარი აიკიდოს და მაგრად დაერხეს, მაგრამ მას ასე ვერ დატოვებდა.
- ფული უკან გადმოგირიცხეთ. კიდევ ერთხელ ვწუხვარ.

- გპირდები, რომ ინანებ მე რომ გადამიკიდე!
თეჰიონი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს და ტელეფონს უთიშავს. შემდეგ კი ნომერს ბლოკავს.

CRAVING 1260Where stories live. Discover now