თავი მეხუთე: თეჰიონი

88 19 14
                                    

ჯონგუკი.
ეს იყო ის, რაც ჯიმინის თავში ტრაილებდა. ყურადღების გადატანას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ყველა ფიქრი მაინც მასთან მიდიოდა. ის რაღაცით განსაკუთრებულია და ჯიმინი ამას გრძნობს. უნდა სჯეროდეს, რომ მას არ შეიყვარებს, მაგრამ ფიქრობს რომ მისდამი სიმპათია აქვს.
ჯიმინი ფიქრობს რომ ეს არასწორია. მას ხომ არასდროს სურდა ვინმეზე მიჯაჭვული ყოფილიყო. მოსწონდა თავისუფალი ცხოვრება. სადარდებელი არ ჰქონდა. მაგრამ ახლა ჯონგუკის სახით სანერვიულო დაემატა. გრძნობს მისი მხეცი როგორ ილტვის მისკენ. მას არა მარტო სისხლი სურს, არამედ მთლიანად ჯეონ ჯონგუკი.

ჯონგუკმა ჯიმინის სახლი რამდენიმე საათის წინ დატოვა, ახლა კი ზის იუნგის წინ და უყვება მისი უჩვეულო ემოციების კორიანტელის შესახებ.

- ნუ ხარ ჩუმად. - ბუზღუნებს ჯიმინი. ხო, ისინი ძლიერები არიან და ადამიანის შეჭმაც შეუძლიათ, მაგრამ ზოგიერთს, როგორიც მაგალითად ჯიმინია, ისეთი საყვარელი სული აქვთ, რომ ადამიანსაც შეშურდება. ვამპირებმაც იციან გართობა, სიცილი, კომუნიკაცია, სიყვარული, სევდა, ტკივილი. ფაქტიურად ადამიანებისგან თითქმის მხოლოდ ის გამოარჩევთ რომ სხვანაირი წარმომადგენლები არიან და არაადამიანური ძალა გააჩნიათ.

- რა გითხრა ჯიმინ, დარხეული გაქვს.

- მაგდენს მივხვდი, მადლობა.

- ოჰ, რა საჭიროა მადლობა.

- ნუ დამცინი იუნგს, ვიცი რომ შენც გყვარებია.

- ჯერ ის დავაზუსტოთ, რომ შენ ის არ გიყვარს, უბრალოდ გიზიდავს. მეორე კი, ჩემი სიყვარული მკვდარია. - ამოიოხრა. - ის წარსულს ჩაბარდა.

- მაგრამ ხომ გიყვარდა!

- მიყვარდა, მაგრამ ახლა ის აღარ არის.

იუნგის სიყვარულის ობიექტი დამპირი იყო. ის ვამპირმა მოკლა. რატომ და როგორ ჯიმინმა არ იცის, რადგან იუნგი მასზე არასდროს ლაპარაკობს.

CRAVING 1260Where stories live. Discover now