თეჰიონი საავადმყოფოს დატოვების შემდეგ მანქანით სეირნობს ფიქრების გასაფანტად. რამდენიმე საათს სეულში დაბოდიალობს. მოგვიანებით ატყობინებენ რომ მოტოციკლი შეაკეთეს და მის სანახავად მიდის.
- მაინც მოძველებულია.. - კიცხავს მოტოციკლს. - მინსო, წადი და ყველაზე კარგი მოტოციკლი იყიდე მისთვის. ეს საბოდიშო საჩუქარი იქნება. - კაცი თავს უქნევს და სახელოსნოს ტოვებს. თეჰიონი ყურადღებით აკვირდება ფერგადასულ მოტოციკლს და თვალწინ მისი მფლობელი უდგება, რომელსაც სახელიც კი მასსავით მშვენიერი აქვს - მინ იუნგი. თეჰიონს არ ახსოვს ბოლოს მისნაირი მამაკაცი როდის ნახა და ბოლოს ვინმეთი ასე როდის დაინტერესდა. ყოველთვის მოსწონდა მსგავსი შეპყრობები, მაგრამ ადამიანები მარტივად ბეზრდებოდა. მათი ყურადღების მოპოვების შემდეგ მათდამი ინტერესი მარტივად უქრებოდა. ამიტომაც ბოლო წლებში უბრალოდ გადაწყვიტა რომ აღარანაირი ახალი ბიჭები, მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობები. მაგრამ დარწმუნებულია რომ იუნგი ერთჯერადად არ სურს. საკუთარ ფიქრებზე მკრთალად ეღიმება და მოტოციკლს ხელს ნაზად ატარებს. - როგორ ჰგავს.. - ამოთქვამს ჩუმად. ეს ძველი შელახული მოტოციკლი ძალიან ჰგავს თავის პატრონს. ისიც მასსავით მოვლილი და ფაქიზია. იუნგი ერთი შეხედვით არ ტოვებს განგსტერის შთაბეჭდილებას. პირიქით, თეჰიონის აზრით ის ძალიან საყვარელია. გაზაფხულის მატყუარა ნიავს გავს, რომელიც დაუბერავს და გაგაცივებს. თითქოს ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ თეჰიონს სჯერა რომ ის კარგი ტიპია და ერთმანეთს გაუგებენ.
* * *
- შეგეცი ჯიმინ! შენ ყველაზე საზიზღრი ადამიანი და პარტნიორი ხარ ვინც კი ოდესმე მყოლია! - ბრაზობს იუნგი და მუჭებს მაგრად უჭერს. ხელში გაზიანი სასმლის ქილა უჭირავს, რომელსაც უნებურად კუჭავს. მეტალი ხელს უჭრის, მაგრამ ეს არ ადარდებს.
ჯიმინის წასვლის შემდეგ იუნგი მშვიდად იჯდა და კითხულობდა. მას ძილი ფაქტიურად არ შეუძლია, ამიტომ ღამით ყოველთვის ბუსავით ყურყუტი უწევს. იუნგი წამით ჩაფიქრდა და მოულოდნელად თავში ტკივილი იგრძნო. მის თვალწინ იმ შეპყრობილის სახე გადაიშალა, რომელიც ავარიამდე დაკარგა. ის უმოწყალოდ ხოცავდა ქუჩის კუთხეში გამვლელ ხალხს. მისი დონე მალე ისევ აიწევდა. სწორედ ამიტომ ბრაზობდა იუნგი. წესით ისინი ახლავე უნდა წასულიყვნენ მის გასანეიტრალებლად, მაგრამ ჯიმინი სახლში ჯერ კიდევ არ მისულა.
YOU ARE READING
CRAVING 1260
Vampireპაკ ჯიმინი, რომელიც ჯონგუკს სრულიად შემთხვევით შეხვდება. ჯეონ ჯონგუკი, რომელსაც პაკთან ერთი-ერთზე ბრძოლა სწყურია.