[2]

83 10 1
                                    

ნარა:

მორჩა... ამჯერად დასრულდა...

ისევ ამ საწოლში ვაგდივარ, გულაღმა ვწევარ და თავი მარჯვნივ მაქვს გადაგდებული.
ერთი საათი იქნება, რაც სატანა ოთახიდან გავიდა და ჩემს თავთან მარტო დამტოვა.
გასვლის წინ, საწოლზე გადატენილი იარაღი დამიტოვა და მითხრა - "ვნახოთ, თავის მოკვლას თუ გაბედავო"

ყველაზე მეტად ახლა მჭირდება ძალების მოკრება. ხელის ერთი გაწვდენა და იარაღი უკვე ჩემს ხელში იქნება.
საუბედუროდ ამის ძალა არ მაქვს... ჩემი ტვინი ჩემს კიდურებს აღარ განაგებს.

მაგრამ უნდა მოვინდომო! შანსი  მაქვს, რომ გავთავისუფლდე.

მარჯვენა ხელს ძალა დავატანე და ოდნავ გავარხიე. რევოლვერი ოდნავ შორს დევს, ამიტომ ვერ ვწვდები. მეტი ენერგია მჭირდება...
ცოტაც, სულ ცოტაც და ჩემი თავისუფლების გასაღებს ხელში დავიჭერდი, რომ არა კარის გაღების ხმა...

კარი ვიღაცამ ნელა გააღო, ოთახში ფრთხილი ნაბიჯებით შემოაბიჯა და კარი უხმაუროდ დახურა.
ნაბიჯების ხმა არ მეცნობა.
საწოლს სიფრთხილით უახლოვდება და ხმასაც არ იღებს.
კიდევ რამოდენიმე ნაბიჯიც, და როგორც იქნა საწოლს მოუახლოვდა.
თავი ისევ მარჯვნივ მქონდა გაბრუნებული და ნახევრად დახუჭული თვალებით ოქროსფერ რევოლვერს ვუყურებდი, როცა საწოლთან ვიღაც ბიჭი ჩაიმუხლა.
თავზე შავი ჰუდის კაპიუშონი ეხურა, ჩალისფრად შეღებილი თმები თითქმის თვალებამდე ჰქონდა ჩამოყრილი. მისი აცრემლებული თვალები კი სიბრალულით მიმზერდნენ.

მას ყურადღება არ მივაქციე, ხელი წინ მაინც წავწიე და იარაღს თითები შევახე. ეს ამ მომენტში მან შეამჩნია. საუბედუროდ, იარაღი აიღო და იატაკზე დადო.

- ეს სოჰუნმა დაგიტოვა? - მკითხა გამტყდარი ხმით და აკანკალებული მარჯვენა ხელი ჩემკენ წამოიღო.

- ა..არ შემეხო... - ძლივს შერჩენილი ხმით ამოვილაპარაკე და ტირილი ისევ დავიწყე.

სასახლეში გამოკეტილიWhere stories live. Discover now