[19]

23 7 0
                                    

5 წლის შემდეგ

ნარა საწოლზე იწვა თავის 4 წლის ქალიშვილთან ერთად. ბავშვი დედას ზურგზე ეფერებოდა პაწაწინა თითებით და თან რაღაც აკვირვებდა.

- დედა, ზურგზე ხაზები რატომ გაქვს?

- ხაზები? ნაიარევებზე ამბობ? ეგ დიდი ისტორიაა... - თავის არიდება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბავშვები ხომ ძალიან ცნობისმოყვარენი არიან.

- მომიყევი! მომიყევი!

- კარგი, კარგი, მოგიყვები... - უარი ვეღარ უთხრა პატარა ჯი-იონს.
- 8 წლის წინ, ძალიან ცუდი რაღაც შემემთხვა.

- რა შეგემთხვა? - მაინც ჩაეჭრა ბავშვი.

- ერთმა ბოროტმა კაცმა მომიტაცა, როდესაც შორეულ ქვეყანაში, ამერიკაში მივემგზავრებოდი. მან უზარმაზარი სასახლის კოშკში ჩამკეტა და მის ორ ძმასთან ერთად ცუდად მექცეოდა.

- ბოროტები! - გაღიზიანება დაეტყო გოგონას.

- ხო. - დაეთანხმა ნარა. და შემდეგ განაგრძო - მამაშენი იქ გავიცანი. ორივემ ერთად გადავწყვიტეთ  სასახლიდან გაქცევა. თითქმის გამოგვივიდა, მაგრამ იმ ცუდმა კაცმა  დაგვიჭირა. ისევ სასახლეში წაგვიყვანა და იქ...

- რა მოხდა, დედა? - პატარა პაუზა არ შეარჩინა ჯი-იონმა. - რა გააკეთა ბოროტმა კაცმა?!

- ბოროტმა კაცმა ზურგში ორჯერ, ხოლო გულში ერთხელ მესროლა.

ამის გაგონებისას გოგონამ პირზე ხელი აიფარა.

- როგორ გადარჩი?

- ბოროტის ერთ-ერთმა ძმამ საავადმყოფოში წამიყვანა და გადავრჩი.

- ის ძმაც ბოროტი არ იყო? - გაუკვირდა ბავშვს.

- კი, მაგრამ მან მაინც არ გამიმეტა სასიკვდილოდ.

- მამას რა უქნეს? - სუნმინის ბედით დაინტერესდა, რაზეც ნარას ჩაეცინა.

სასახლეში გამოკეტილიWhere stories live. Discover now