[6]

58 10 7
                                    

ჭერზე დაკიდებულ, შავ, ქვიშით სავსე სავარჯიშო ტომარას მთელი ძალით ვურტყამდი შიშველ ხელებს და წარმოვიდგენდი, რომ იმ სამ ნაბიჭვარს ვასისხლიანებდი.

ალბათ ოცი წუთია რაც უსულო საგანთან "ჩხუბით" ვარ გართული. ძალიან ოფლიანი ვარ. წუთით თავს ვანებებ ვარჯიშს და შავ მაისურს ვიხდი. ამ მომენტში დავაკვირდი ჩემს მუშტებს, რომლებიც დამსკდარი და დასისხლიანებული იყო. სუნთქვა ნელ-ნელა ნორმალურ რიტმს უბრუნდებოდა, მაგრამ გულში არსებული ის მრისხანება მაინც არ იცვლიდა მანდედან ფეხს.

არა! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! როდემდე უნდა ველოდო იმას, თუ როდის წამოუვლის ურჩხულ სოჰუნს ჩემი მოკვლის სურვილი?! ასე გულხელდაკრეფილი მოთმენას აღარ ვაპირებ! მითუმეტეს მარტო ჩემი სიცოცხლე არ დევს სასწორზე. ნარაც, რომელიც არაფერში არ არის დამნაშავე და აქ საერთოდ არ უნდა მომხვდარიყო, სიკვდილისთვისაა განწირული თუ აქ დარჩება.

სანამ სოჰუნი და კანჰე გერმანიაში იქნებიან, იქამდე უნდა გავაღწიოთ მე და ნარამ აქედან.
კარგად შედგენილი გეგმა მჭირდება, რათა არ გავებათ. თორემ, გიჰუნი, რომელიც საუბედუროდ თავის ორ მონსტრ ძმას თან არ მიჰყვება და აქ რჩება სოჰუნზე ნაკლები არ არის სისასტიკეების ჩადენაში...

NARA'S P.O.V:

გამთენიისას ჩამეძინა, რის გამოც გვიან გავიღვიძე. თორმეტს გადაცილებული იყო...
სუნმინთან გატარებულმა დღემ ისე გამაბედნიერა, რომ ახლაც თან მსდევდა გუშინდელი ემოციები.

საწოლიდან წამოვდექი, გავიზმორე და სააბაზანოსკენ წავედი. აქ გრილოდა, ამიტომ შხაპი მალევე მივიღე და გამოვედი. პატარა კარადიდან მელისას მოტანილი ტანსაცმელებიდან ერთ-ერთი შავი ჯინსის შარვალი და თბილი, თეთრი სვიტერი ამოვარჩიე.

ჩაცმის შემდეგ საწოლი დავალაგე და გისოსებიან პატარა ფანჯარასთან მივედი, რათა გარეთ გამეხედა. მაგრამ რად გინდა? მინაზე არსებული ჭუჭყის გამო ვერაფრის დანახვაც ვერ შევძელი. ნეტა ეს ფანჯარა ბოლოს რომელ საუკუნეში გაწმინდეს?

სასახლეში გამოკეტილიWhere stories live. Discover now