[10]

56 11 1
                                    

SEUNGMIN'S P.O.V:

სამი დღე გავიდა მომხდარიდან. გიჰუნი იმის შემდეგ არ მინახავს, რაც მაგრად ვცემე მაგ ღამეს. ეს დღეებია ნარა სულ ჩემთან არის. მეც მშვიდად ვარ და აუჩქარებლად ვალაგებ აქედან გაღწევის გეგმებს.
გაქცევაში მთავარი დამხმარეები ჯისონგი, რიკა და რა თქმა უნდა მელისაა. მთავარია ამ დაწყევლილ სასახლეს თავი დავაღწიოთ და მერე უკვე უმარტივესი იქნება ყველაფერი.

ახლა საღამოს შვიდი საათია. ნარა ჩემს ოთახში დავტოვე, ფილმს როცა ვუყურებდით ჩაეძინა. მე აივანზე გამოვედი, რათა მცველების მონაცვლეობისთვის თვალი მედევნებინა.
ჭიშკრის გარეთ ორი დგას. ეზოში კიდევ რამოდენიმეა, რომლებიც ყოველი შემთხვევისთვის არემარეს ათვალიერებენ. ეზოს უკანა გასასვლელიც აქვს, რომელიდანაც ორ კილომეტრიანი ტყის გავლის შემდეგ სამანქანო გზაზე გახვალ. საუბედუროდ, ამ უკანა გასასვლელთანაც ორი მცველი დგას. ისინიც მორიგეობით იცვლებიან, მაგრამ უმეტესად ჩენი და ჯუჰა დგანან ამ კართან. ყოველ საღამოს, დაახლოებით 10 წუთი გასასვლელი ცარიელია, რადგან ისვენებენ. ჯისონგმა გამოთვალა ეს ყველაფერი. მისი თქმით, ეს დრო თავისუფლად საკმარისია გასაქცევად.

ხვალ, კვირას უნდა გავიქცეთ. ეს დღე იმიტომ შევარჩიეთ, რომ ჯისონგს თავის სახლში წასვლა უწევს, რადგან ეს მისთვის დასვენების დღეა.
ჩვენი გეგმა შემდეგნაირია: საღამოს, როცა ჯისონგი უკვე თავისი მანქანით სახლისკენ გაემართება, მე და ნარა ეზოს უკანა გასასვლელით ტყეში გავალთ, ორ კილომეტრს ფეხით გავივლით და გზაზე ჯისონგი დაგვხვდება მანქანით. უკანა გასასვლელის მცველებს კიდევ რამოდენიმე წუთით მელისა და რიკა შეაყოვნებენ, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ. ჩვენს გაუჩინარებას ალბათ ძალიან გვიან შეამჩნევენ. შეიძლება სოჰუნის და კანჰეს დაბრუნებამდე არც არავინ მოგვიკითხოს. თუ გიჰუნს არ ჩავთვლით...

და სწორედ მაშინ, როცა იმ ნაბიჭვარზე გავიფიქრე აივანზე გამოვიდა. მისი სიახლოვე რომ ვიგრძენი უკან შევტრიალდი და დავინახე თვალ ჩალურჯებული, ტუჩ და წარბ დახეთქილი გიჰუნი. უემოციოდ მიყურებდა.

სასახლეში გამოკეტილიWhere stories live. Discover now