[7]

61 9 4
                                    

NARA'S P.O.V:

რიკას გასვლის შემდეგ ისევ მარტო დავრჩი, ჩემ თავთან და ფიქრებთან ერთად. საუზმობის შემდეგ საწოლზე დავემხე და ცოტა ხანს ჭერს ვაშტერდებოდი.
ძალიან მოწყენილი ვიყავი. მელისა არ ჩანდა. მეგონა ლანგრის გასატანად მაინც ამოვიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამისთვის ისევ რიკას მოუწია შემოსვლა, ისიც უცებ გავიდა.
ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ სუნმინი არ მინახავს. შეიძლება ისინი აქ არიან და შესაძლებლობა არ მიეცა.

როცა მოწყენილობამ პიკს მიაღწია გადავწყვიტე, რომ ეს ძველი "საპყრობილე" უკეთ დამეთვალიერებინა.
ამ ოთახში ბევრი საგანი არ იდო. მხოლოდ ერთი საწოლი, ტუმბო, სკამი და კარადა. მაგრამ მთავარი ეს კარადა იყო, რომლის სულ ზედა თაროზე რაღაც ყუთი იყო შემოდებული.

იმ ყუთს თავისუფლად ვერ მივწვდებოდი. ამიტომ, ის ერთადერთი სკამი კარადის წინ დავდგი და ზედ შევდექი. ყუთს კი მივწვდი, მაგრამ კარადის თავზე რაღაც მართკუთხედის ფორმის ქაღალდი შევამჩნიე, რომლის ქვედა მარჯვენა მხარე მოხეული იყო. ეს ქაღალდი ფოტო აღმოჩნდა, რომელზეც ძალიან ლამაზი, მომღიმარი ქალი იყო გამოსახული. ეს ქალი ისე იდგა ძველებურ მერსედესთან, თითქოს ვიღაცის მხარზე ჰქონდა ხელი გადახვეული.
რა თქმა უნდა წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. ფოტოს უკანაც არ ეწერა არაფერი. ან შესაძლოა ეწერა მაგრამ მოგლეჯილ მხარეს, რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია. ხარისხის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, 90-იან წლებში იქნება გადაღებული...

ეგ ფოტო და ყუთი ერთად ჩამოვიტანე ქვემოთ. საკმაოდ მტვრიანი ყუთი იატაკზე დავდე და სული შევუბერე მტვრის მოსაშორებლად.
ყუთი წებოვანი ლენტით იყო კარგად გაწებილი და დანის ან მაკრატელის დახმარების გარეშე ვერ გავხსნიდი. ამან უფრო დამაინტერესა, რა იდო ყუთში.

უცებ ოთახის კარი ვიღაცამ შემოაღო და შიშისგან ადგილზე შევხტი. გული ხელში მეჭირა.
სუნმინი აღმოჩნდა. როდესაც იატაკზე მჯდარი დამინახა მტვირან ყუთთან ერთად, სახეზე კითხვის ნიშანი გამოესახა.

სასახლეში გამოკეტილიWhere stories live. Discover now