[12]

49 10 4
                                    

- გავებით... - სასოწარკვეთილი ხმით ამოიოხრა ჯისონგმა, როცა მარჯვნივ და მარცხნივ გაჩერებული მანქანებიდან გადმოსულმა სოჰუნის მცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები დაუმიზნეს.

- არა... ასე არ შეიძლება! - დაიღრიალა სუნმინმა.

უცებ  მათი ავტომობილის პირდაპირ გაჩერებული მანქანის უკანა ორი კარი ერთდროულად გაიღო და იქიდან ორი მაღალი მამაკაცი გადმოვიდა. ლამპიონებისა და ხუთივე გაჩერებული მანქანის ჩართული ფარების მეშვეობით მალევე გახდა ცხადი, თუ ვინ იყვნენ. რა თქმა უნდა სოჰუნი და კანჰე იყო. სუნმინი მთლიანად აიტაცა ბრაზმა და ზიზღმა მათ მიმართ. თან შიშიმაც მოიცვა მისი სხეული, რადგან სავარძელზე მოკუნტული ნარა ისევ იგივენაირად კანკალებდა და ერთიდაიგივეს იმეორებდა ძლივსგასაგონი, ათრთოლებული ხმით. გოგოს მკვდრის ფერი ედო.

ჯისონგი საჭესთან გაშეშებული იჯდა. თვალები დახუჭული ჰქონდა და მზად იყო იმისთვის, რომ წუთიწუთზე რომელიმე მხრიდან ისროდნენ და თავს გაუხვრეტდნენ.

სოჰუნი მძღოლის მხარეს მიუახლოვდა და მინაზე დააკაკუნა. ჯისონგმა თვალები შიშისგან უმალვე გაახილა.

- გააღე კარი! - გაისმა სოჰუნის ბრძანება გარედან.

ჯისონგმა შეუდრეკელად გააღო თავისი კარი. სოჰუნმა მკლავში ჩაავლო და ძალდატანებით გადმოათრია. შემდეგ ერთი მოქნევით ჩაუგდო ხელში საწყალი ბიჭი თავის ზორბა მცველებს და ნარას მხარეს მოადგა.

ისტერიკაში ჩავარდნილი გოგო სუნმინმა თავისკენ მიიზიდა და გულში ძლიერად ჩაიკრა. ამის დანახვისას სოჰუნს ცალყბად ჩაეღიმა.

უეცრად მეორე მხრიდან კანჰე გამოჩნდა გიჰუნთან ერთად. კანჰემ მისი უფროსი ძმის მსგავსად დაუკაკუნა მინაზე.

- გააღე, ძამიკო!- დაცინვით უბრძანა კანჰემ ბიჭს და გარედან იარაღი დაუმიზნა.

სუნმინმა კანჰეს თვალი მოაშორა და ისევ სოჰუნს შეხედა. ამ დროს მანაც დაუმიზნა იარაღი წყვილს.

სასახლეში გამოკეტილიWhere stories live. Discover now