[18]

33 9 0
                                    

თმაში ჭაღარაშერეული კაცი ფსიქიატრიულის ეზოში ყვავილებს შორის ამოსულ სარეველებს ხელთათმან წამოცმული ხელებით უმოწყალოდ გლეჯდა. კარგი ამინდი იყო, ამიტომ პაციენტები გარეთ იყვნენ სასეირნოდ გამოსულები. ზოგ მათგანთან ოჯახის წევრი იყო მოსული სტუმრად და ერთად დასეირნობდნენ ლამაზ ეზოში.

მებაღე ნახევრად მორჩა სარეველების ყვავილებისთვის მოშორებას და წელში გასწორდა.

- როგორი დამღლელია! - ამოთქვა და შუბლზე ხელი მოისვა ოფლის მოსაშორებლად.

- რთულია სიცხეში მუშაობა. - გამოეხმაურა უეცრად რკინის ჭიშკართან მომდგარი ახალგაზრდა.

- ძალიან! - დაუდასტურა კაცმა. - ვიცოდი, რომ დღეს მოხვიდოდი.

- როგორც ყოველთვის.

- აღფრთოვანებული ვარ შენით, ჩემო ბიჭო. - ნაღვლიანად უთხრა მებაღემ და ჭიშკარს მოუახლოვდა. შემდეგ კი დასძინა  - უკვე მეორე წელია, რაც აქ დადიხარ და შორიდან აკვირდები იმ გოგოს.

- ახლა სადაა?

- იმ ხესთან ზის დედასთან ერთად. - ხელი დიდი მუხისკენ გაიშვირა, რომელიც ეზოს მეორე კუთხეში იყო ამოსული.

- ხომ არ იცი როგორ არის ახლა?

- უკეთაა! მისი ფსიქიატრი, ბატონი სტივენი ამბობს, რომ მალე გაწერენ. - ღიმილით უპასუხა კაცმა.

ბიჭს მოღუშული სახე ბედნიერებისგან გაუნათდა. გულში სიხარულის სითბომ გაუელვა.

- სუნმინ, იქნებ გამოწერის შემდეგ მაინც შეხვდე პირადად? ასე თავს ტყუილად იტანჯავ.

სუნმინი ჩაფიქრდა... ეშინოდა, ისევ იგივე არ მომხდარიყო. არ უნდოდა ძლივს გამოჯანმრთელებული ნარა ისევ ცუდად არ გამხდარიყო. თავადაც არ უნდოდა იგივე ტკივილის გავლა.

- ძალიან მინდა მასთან საუბარი, მაგრამ...

- ნუ გეშინია! - შეაწყვეტინა მებაღემ.

- ჰო, მაგრამ...

- არავითარი მაგრამ! იქნებ მასაც უნდა შენთან შეხვედრა?

სასახლეში გამოკეტილიWhere stories live. Discover now