[15]

35 4 3
                                    

- ახლა უკეთ ხარ? - ნაზი ხმით ჰკითხა გოგომ ნაცემ ბიჭს.

- კი, ნუ ღელავ, რიკა. - უპასუხა ჯისონგმა და თავისი ნაბრძოლები, დაკაწრული ხელი მის ქათქათა ხელს დაადო.

გოგო შეიშმუშნა მისი შეხებისგან, ლოყები აუჭარხლდა. ეს ჯისონგმა შეამჩნია, ამიტომ ხელი ნელა მოაშორა.

- თავს მოუფრთხილდი. - მოკლედ დაარიგა რიკამ და წასასვლელად წამოდგა.

- ამაღამ კიდევ შემოხვალ? - ჰკითხა ბიჭმა სანამ გოგო მის ოთახს დატოვებდა.

ამ კითხვამ რიკა შეაშინა, მამაკაცების მიმართ ნდობა ბოლომდე დაკარგული ჰქონდა და ჯისონგიც სხვებივით აშინებდა მას.

- არა! - მოკლედ და მკაცრად უპასუხა რიკამ.

გოგო გავიდა, ჯისონგი კი გაკვირვებული და ეჭვებით შეპყრობილი დატოვა ოთახში.

* * *

ორი დღეა მთელი სასახლე გლოვობს უმცროსი ბატონის დაკარგვას. ყველა ჩუმადაა, ყველა თავჩახრილი დადის, არავინ არავის არ უყურებს თვალებში, ყველა ჩუმად საუბრობს, ისიც აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
სოჰუნი და გიჰუნი სამძიმარზე მოსულებს ხვდებიან, ხელს ართმევენ, ცოტას საუბრობენ კიდეც.

დაკრძალვის ცერემონიალმა ჩვეულებრივად ჩაიარა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მხოლოდ ის იყო, რომ გიჰუნმა ძალიან ბევრი დალია დარდისაგან, ამიტომ მისი საძინებლამდე მიცილება რიკას დაევალა. რატომ? იმიტომ, რომ ის სამზარეულოში თითქმის არაფერში გამოსადეგი არ არის.

გოგო თავის ბედს წყევლიდა, რადგან ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ გიჰუნთან უწევდა მარტო დარჩენა. ამ შემთხვევაშიც.
მამაკაცის ხელი მხარზე ჰქონდა გადადებული და საძინებლისკენ ძლივს მიათრევდა. ბრაზობდა, რომ რომელიმე მცველი არ დაეხმარა მის აქ ამოყვანაში. ყველანი სოჰუნთან იყვნენ შეკრებაზე წასულები. მთვრალი გიჰუნი კი მას შერჩა.

სასახლეში გამოკეტილიWhere stories live. Discover now