1

400 15 1
                                    

J U N G K O O K

მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ ხელები არ მიკანკალებს
მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ გული არ მწყდება

მან უბრალოდ მითხრა რომ ჩემთან ურთიერთობას წყვეტს

რა გავაკეთე არასწორად?

ვიცი... სხვა უყვარს, ჩემი შეყვარებული, ახლა უკვე ჩემი ყოფილი, ჩემთან ფულის გამო იყო.

-უბრალოდ გამოდი სახლიდან - ვუთხარი მე, ვერ შევძელი მასთან თვალის კონტაქტის დამყარება

მან უბრალოდ ჩაიცინა და ხელები გადაიჯვარედინა

-კარგი ჩემი შვილი მომიყვანე

დამავიწყდა რომ მეთქვა, ჩვენ შვილი გვყავს

-არასოდეს, მას შენნაირ ძუკნას არ მივცემ, უბრალოდ გამოდი სახლიდან და წადი - დავიყვირე

-კარგი და რა გგონია? გგონია რომ სანამ შენ მაფიოზი ხარ მასზე ზრუნვას შეძლებ?

-უბრალოდ წადი

გაბრაზებულმა მოჰკიდა ჩემოდანს ხელი და გარეთ გავიდა, კარი ბოლო ხმაზე მივაჯახუნე, გავიგონე მისი ხმა გარეთ

-ჯანდაბაა!!

ჯანდაბა! რატომ მემართება ყველაფერი ცუდი მე?

დივანზე დავჯექი, თვალები ცრემლით ამევსო, მხედველობა ბუნდოვანი გამიხდა და თავი ამტკივდა.

შორიდან ტირილის ხმა მესმის, ცრემლებს ვიმშრალებ და შვილის ოთახში გავდივარ, ყოველ ნაბიჯზე ტირილის ხმა უფრო ძლიერდებოდა, მთელი დღე ტიროდა

ნიშანი იყო?

შესაძლოა

თუ არა

კარს ნელა ვაღებ. ჯისუნგი საწოლის დახმარებით ფეხზე იდგა. თვალები და ლოყები წითელი ჰქონდა. როგორც კი დამინახა ტირილი შეწყვიტა და სიცილი დაიწყო

METANOIAWhere stories live. Discover now