10

102 10 3
                                    

E N N I E

მას შემდეგ რაც ჯონგუკი და ჯიმინი წავიდნენ, სახლში სიცარიელე იგრძნობოდა.

ვჭამდი, ვცდილობდი ყველასთან ერთად მეჭამა, იურიმ და არეუმმა მოამზადეს საჭმელი, ძალიან გემრიელი იყო.

უცბად იმაზე დავფიქრდი რა მოხდებოდა ჯონგუკის შემოთავაზებას რომ არ დავთანხმებულიყავი, ალბათ მამაჩემი ისევ მცემდა

დღეს ხელფასი ავიღე

ყველამ დაიყვირა...

-აუზზე წავიდეთ

ჯონგუკს ეზოში საკუთარი აუზიც აქვს, რამდენამდ მდიდარია ეს კაცი? როგორ შოულობს ამდენ ფულს ხალხის მკვლელობით და უკანონო ნივთების გაყიდვით?

-გარეთ არ ცივა? უკვე მოსაღამოვდა

-ზაფხულია ამიტომ უნდა გავერთოთ - უდარდელად თქვეს

-კარგი მე არ ვარ წინააღმდეგი

რამდენიმე წუთში ჩემს ოთახში ავედი

საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, გადავწყვიტე აუზის პირას დავმჯდარიყავი და მათთვის მეყურებინა

გარეთ გავედი და გეზი უკანა ეზოსკენ ავიღე

ვიგრძენი როგორ დამიბერა ქარმა სხეულზე, ისეთი მშვენიერი ღამე იყო, ცივი ჰაერი იყო მაგრამ სასიამოვნო შეგრძება იყო

ვხედავ ჯისუნგს როგორ ცურავს

აუზის ზღურბლზე ჩამივჯექი და ფეხები ჩავყავი წყალში

-რატომ არ ჩამოდიხარ წყალში? - მკითხა ჯისუნგმა და ჩემსკენ გამოცურა

-ცურვის მოყვარული ნამდვილად არ ვარ, შენ გიყურებ როგორ ცურავ ეს უფრო მომწონს - ვუთხარი, ჯისუნგმა გამიღიმა და წყალში ჩაყვინთა

-არ გინდა შეუერთდე? - ზურგს უკან ნაცნობი ხმა გავიგე

უკან გავიხედე, თეჰიონი იყო, დავინახე მისი შიშველი სხეული, ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები და თავი სწრაფად შევატრიალე, გავიგონე როგორ ჩაიცინა თეჰიონმა სანამ გვერსით მომიჯდებოდა

-ბიძია თეჰიონ, ამჯერად მე მოგიგებ - თქვა ჯისუნგმა სრული თავდაჯერებულობით და ჩვენსკენ გამოცურა

-დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა თეჰიონმა ღიმილით, ჯისუნგმა მტკიცედ დაუქნია თავი, თეჰიონი აუზში გადახტა

-ამჯერად მე ვაპირებ გამარჯვებას - ჩაიბურტყუნა ჯისუნგმა თავისთვის - ენი შეგიძლია სამადე დაითვალო?

დათვლამდე ღრმად ჩავისუნთქე

-1...2...3...

არ ვიცი რამდენ ხანს აპირებენ ცურვას, მაგრამ სახალისოა მათი ყურება

ისე ჩავიძირე ფიქრებში რომ ბიჭები სულ დამავიწყდა, მაღლა ვიხედები
რომ ჯისუნგი და თეჰიონი დავინახო

თეჰიონს მკერდი სველი ჰქონდა, სველუ თმა შუბლზე ეწებებოდა

მისი თვალები ჩემსკენ არის მომართული, ნელი ნაბიჯით მოდიოდა ჩემსკენ, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დრო გაჩერდა და მხოლოდ მე და თეჰიონი ვიყავით, გიჟივით ვუყურებდით ერთმანეთს

მანამდე ვუყურებდით ერთმანეთს სანამჯისუნგი არ ამოვიდა წყლიდან

-ენი მე წავედი ვიძინებ
-კარგი, ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება?
-არაა, ღამე მშვიდობისა
-ღამე მშვიდობისა - დავემშვიდობე მეც

გაღიმებული შევბრუნდი თეჰიონისკენ, ის ზუსტად ჩემს ფეხებს შორის მოქცეულიყო, ნერვიულობისგან ქვედა ტუჩზე ვიკბინე, ვცდილობდი მის მოშორებას, ის ჩემთან ზედმეტად ახლოს იდგა

უცბად თვალში რაღაც ჩამივარდა

-დაგეხმარები - მითხრა თეჰიონმა

ის კიდევ უფრო მომიახლოვდა, ხელით თვალი კიდევ უფრო გამიხილა და სული შეუბერა

ჩვენს შორის დაძაბულობა სულ უფრო მწვავდებოდა

ის სიმპატიურია მდიდარი, ალბათ ბევრ გოგოს სურს მასთან დაწვეს მაგრამ მე არა, მე მის მიმართ არაფერს ვგრძნობ

METANOIAWhere stories live. Discover now