E N N I E
ჯისუნგს ეძინა, მე კი ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, ამის გამო კი ვერაფერს ვაკეთებდი
მზერა ფანჯრისკენ გადავიტანე, ძრავის ხმა გავიგე, ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა, ფანჯრისკენ წავედი და ფარდები გადავწიე
ჯიმინი, შუგა, ჰობი, ნამჯუნი და ჯინი დავინახე, ყველანი შავ ფორმებში იყვნენ ჩაცმულები, ჯინი მანქანას იყო მიყრდნობილი ალბათ ჯონგუკს და თეჰიონს ელოდებოდნენ
ჯონგუკი გამოჩნდა, შავი კოსტუმი ეცვა და სიგარეტს ეწეოდა
ის იდუმალი, ბნელი და ინტროვერტულია, მე მხოლოდ მისი სახელი და პიროვნება ვიცი, ასაკი? დაბადების დღე? ჰობი? არაფერი არ ვიცი მის შესახებ
როგორც არ უნდა ვიცნობდე ამ ადამიანს, წამში ეცვლება ხასიათი, ერთ წამს შეუძლია ძალიან კეთილი იყოს მეორე წამს კი ჯოჯოხეთივით საშინელია
თეჰიონის ქმედებები რაც მან გააკეთა ჩემს ოთახში მართლაც მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო
ცარიელ ადგილს ვუყურებ, მანქანები უკვე წავიდნენ
არ მინდა ვიცოდე რას აკეთებს ჯონგუკი, რადგან მე უვრალოს მასთან ვმუშაობ მეტი არაფერი
ღრმად ამოვისუნთქე, ფანჯარას მოვშორდი და კარისკენ წავედი, ერთი რამ ზუსტად ვიცი როცა აქედან წავალ ჯისუნგის დატოვება ყველაზე რატული ნაწილი იქნება
ის ძალიან თბილი და კეთილია, ერთმანეთის ისე გვესმის თითქოს ერთი ოჯახი ვიყოთ
დერეფანში ფეხის ხმა მესმის, პანიკაში ჩავარდი რადგან ის შეიძლება თეჰიონი ყოფილიყო, ჯისუნგის ოთახში შესვლა გადავწყვიტე რადგან მასთან შეხვედრა არ მინდოდა
მისი დანახვა მინდოდა მხოლოდ იმის დასადასტურებლად ჩემთან მოდიოდა თუ ქვემოთ ჩადიოდა
თეჰიონი ჩემთან მოდიოდა, მასთან საუბარს არ ვაპირებდი უბრალოდ ერთ მარტივ კითხვას დავუსმევდი
თეჰიონი მომიახლოვდა მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი გვერდით გამიარა
გაბრაზებული იყო, იმედია ამის მიზეზი მე არ ვიყავი
-თეჰიონ
-საუბრის ხასიათზე არ ვარ - უხეშად მაგრამ ჩურჩულით თქვა
-გაბრაზებული ჩემს გამო ხარ? მაპატიე რომ გითხარი ჩემთან ახლოს არ მოსულიყავი, ამას არ ვგულისხმობდი...
-აბა რას გულისხმობდი? მითხარი რამ გაგიჩინა ჩემგან შორს ყოფნის სურვილი? ძალიან რთული ადამიანი ხარ
-არ მეგონა ეს ასე თუ გაგაბრაზებდა
-რა თქმა უნდა, მე არ გავბრაზებულვარ, აბა როგორ უნდა ვიყო? შენ სულ ჯონგუკთან ხარ, შენ ჯონგუკი აირჩიე, რატომ არ მოგწონვარ?
-მომწონხარ მაგრამ როცა ასე იქცევი მეზიზღები
-მე ვერ შევიცვლები და ამას უნდა შეეგუოთეჰიონმა გვერდი ამიარა მე კი ჩემს ოთახში შევედი, დღეს ალბათ ყველაზე დამღლელი დღეა ჩემს ცხოვრებაში
ჩვენ ერთმანეთს კარგად არც კი ვიცნობთ, რა უნდა მას ჩემგან?