J U N G K O O K
-ჰოო, როგორც ჩანს კარგად ერთობიან თეჰიონთან ერთად - ტელეფონი გავთიშე როგორც კი ჯინისგან სიტყვა გართობა გავიგე, უბრალოდ ვერ ვიტან იმ ფაქტს რომ ის თეჰიონთან უფრო მეტ დროს ამატებს
მის დამპალ სხეულს ვუყურებ, სისხლი ისევ იღვრება
მაინტერესებს იპოვნიან თუ არა ოდესმე მის ცხედარს
-ჯონგუკ წავიდეთ - დაიყვირა ჯიმინმა, ამოვისუნთქე და ოთახიდან გავედი
პირდაპირ მანქანაში ჩავჯექი, ჯიმინს ვუთხარი წასულიყო, წარბი მაღლა ასწია და ჩაიცინა
-ვეღარ ითმენ?
-უბრალოდ წადი, დავიღალე - მოვიტყუე, სახლში მისვლა იმიტომ მინდოდა რომ მენახა რას აკეთებდა ენი თეჰიონთან ერთად, ის ფაქტი რომ თეჰიონი მასთან დაახლოებას ცდილობს მაღიზიანებს
მაგრამ რატომ მაინტეტესებს? ის ხომ მხოლოდ ძიძაა
სახლში მივედით, სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და უკანა ეზოსკენ ავიღე გეზი
იური მომესალმა
-ჯისუნგი ზევით არის, სძინავს - მითხრა იურიმ შემდეგ კი ერთმანეთს დავემშვიდობეთ
გადავწყვიტე სანამ ენის ვნახავდი ჯისუნგი მენახა, ის ენიზე უფრო მნიშვნელოვანია
მისი ოთახის კარი ნელა გავაღე,
როგორც კი დავინახე რომ მართლა სძინავს თმაზე ხელი გადავუსვი და ნაზად ჩავეხუტე, ჯისუნგი ის ადამიანია ვისაც არ მინდა რომ ტკივილი მივაყენო
მის ოთახს თვალი მოვავლე, თითქოს მის ოთახში წლები არ ვყოფილვარ, არაფერი შეცვლილა, მხოლოდ მისი კედლები, მისი მედლების რაოდენობა ყოველ ჯერზე იზრდება
ფანჯრიდან გადავიხედე საიდანაც ეზო ჩანს, აუზს ვუყურებ, დავინახე რას აკეთებდნენ ენი და თეჰიონი, ამას არ ველოდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი რომ ეს ყველაფერი ყალბი იყო
მაგრამ არა ეს ყველაფერი რეალობა იყო... ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ
მე სულელს კი მჯეროდა რომ ეს გოგო განსხვავებული იყო
