8

165 11 0
                                        

E N N I E

ვგრძნობდი რომ არათანაბრად ვსუნთქავდი, მის მზერას ვგრძნობდი, საოცარი გრძნობა იყო, რომელიც აქამდე არ მიგვრძნია

ტუჩზე იკბინა, როგორ შეიძლება ვინმე ასეთი მიმზიდველი იყოს მხოლოდ ტუჩზე კბენით

შემდეგ ყურადთება ჯიმინზე გადავიტანე რომელიც ვიღაცაზე საუბრობდა

-მე ჯონგუკს მივყვები რადგან ვნახო რას აპირებს ბატონ ჩოისთან - თქვა მხიარული ტონით, ძალიან ჭორიკანას ჰგავს, მაგრამ ამავდროულად ძალიან მამაკაცურია

-რა გააკეთა? - იუნგიმ გაღიზიანებულმა იკითხა

ჯიმინმა ჩაიცინა

-ბიჭებო, მოგვიანებით გეტყვით

მის კომენტარზე ჯონგუკმა ამოისუნთქა, როგორც ჩანს არც მან იცის

მათ საუბარს ვუსმენდი, ის ფაქტი რომ ისინი მაფიოზები სულ გადამავიწყდა, ჯისუნგი მოვიდა ჩემთან და ხელი მხარზე დამადო

მას შევხედე, დავინახე როგორ მიღიმოდა, ბლინების ნარჩენები ჰქონდა სახეზე, ხელსახოცით მივწმინდე პირი

-შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ - გამეცინა

-გინდა ჩემთან ერთად ვიდეო თამაშები ითამაშო? - მორცხვად თუმცა გულწრფელად მკითხა

თავს ვუქნევ და ჯონგუკს ვუყურებ, ის შეწუხებული თვალებით მიყურებს, მისი სხეული დაძაბული იყო

არსაიდან გაიღიმა და ჩუმად ჩაიცინა

-ჩვენ თამაშს ვაპირებთ - ვუთხარი მე, ყველამ თავი ჩემკენ მოატრიალა, მგონი მას შემდეგ რაც გავიღვიძეთ პირველად ვთქვი რაღაც

-კარგი გაერთე - თქვა მან ღიმილით

რომ მივდიოდი ვგრძნობდი როგორ მიყურებდა

ჯისუნგი ოთახის კარებს აღებს, შიგნით ჯერ მე მიშვებს, მადლობას ვუხდი მისი ჯენტლმენური საქციელისთვის, ის იცინის და კარებს ხურავს, სანამ ის თამაშისთვის საჭირო ნივთებს ამზადებს მე ოთახის თვალიერებას ვიწყებ

მის ოთახში პირველად ვარ. კედლები დაფარული იყო პლაკატებით, მედლებით და თასებით. ბევრი კალათბურთის მაისური იყო

შემდეგ ჯისუნგის გვერდით დავჯექი

-შეგიძლია რაც გინდა ნახო, ეს ყველაფერი მამაჩემის ნახატებია, გთხოვ საიდუმლოდ შეინახო

ფაილი დავინახე, ხელში ავიღე და ნაზად გავხსენი, ნახატები იყო, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი რომ ჯონგუკი ხატავდა

სანამ ნახატებს ვათვალიერებდი, ერთი ქაღალდი ძირს დაეცა, ამ ერთმა ჩემი ყურადღება მიიპყრო

ქაღალდი ავუღე, დანახულმა კი დამაბნი

ქალი, ქალის პორტრეტი, დეტალები კარგად იყო გაკეთებული, ძალიან ლამაზი ქალი იყო ქაღალდზე გამოსახული

-ეს დედაჩემია, მამას უყვარდა მისი დახატვა როცა ერთად იყვნენ

-ეს ნახარი რატომ შეინახე?
-მხოლოდ იმიტომ რომ ის ყოველთვის მახსოვდეს

კარი გაიღო, უკან ვიხედები რომ დავინახო ვინ არია

ჯონგუკი... მოიცადე ჯონგუკ?

ჯისუნგმა სწრაფად აიღო ნახატი და დამალა

-რას მალავ? - ჰკითხა და ნელი ნაბიჯით მისკენ წავიდა, მძაფრი სუჩუმე იყო რასაც ვერ ვიტანდი

-არაფერს

ის ახლა ჯისუნგის უკან იდგა, ვხედავდი რომ ეშინოდა

ჯონგუკმა ჯისუნგს ნახატი წაართვა

-რა ჯანდაბაა?

METANOIAWhere stories live. Discover now