E N N I E
თეჰიონს ხელი ვკარი და მოვიშორე, დაბნეული მიყურებდა
-კარგად ხარ? რამე დავაშავე...
ავდექი და ნერვიულად ვთქვი
-არა შენ არაფერი დაგიშავებია!! მე ვარ დამნაშავე, ჩემი ბრალია, უბრალოდ გამახსენდა რომ რაღაც საქმე მაქვს!
-უბრალოდ თქვი რომ არაკომფორტულად ხარ - თქვა მან ღიმილითუცებ ჩემსკენ წამოვიდა და უკნიდან რაღაც აიღო. განზეც ვერ გავდეგი იმდენად სწრაფად აკეთებდა ყველაფერს
პირსახოცი აიღო რომელიც ჩემს უკან იყო, კისერზე მოიქცია და შეიმშრალა
-მე მივდივარ ღამემშვიდობისა - ვთქვი ჩურჩულით
-მეც შენთან ერთად წამოვალ - ჩემს გვერდით მოდიოდა და ვგრძნობდი როგორი წითელი მქონდა ლოყებისახლში შევედით, შევამჩნიე რომ სამზარეულოში შუქი ენთო, შიგნით ჯონგუკი შევამჩნიე
გული ამიჩქარდა უბრალოდ მის დანახვაზე, პერანგი ეცვა, კარგად ვხედავდი მის ფართო ზურგს და კუნთებს
ნერწყვი გადავყლაპე
-რამეს დავლევ - ვუთხარი თეჰიონს
-ღამე მშვიდობისა - მითხრა და წავიდაჯონგუკს ვუყურებ რომელიც ალბათ ღრმა ფიქრებშია ჩაძირული
შორიდან ისე ჩანდა თითქოს ვიღაცის მოკვლა უნდოდა, ახლა მასთან არ უნდა მივიდე, ჩემთვის ძალიან სარისკოა ამის გაკეთება
მაგრამ მაინც გავრისკავ, რა აზრი აქვს ცხოვრებას თუ არ რისკავ?
პატარა ნაბიჯებით წავედი სამზარეულოსკენ, მაცივრისკენ წავედი წყლის ბოთლის ასაღებად
წყლის ბოთლი ავიღე და მისკენ შევბრუნდი, ჩემთვის არ შემოუხედავს, იქნებ ვერ შემამჩნია?
მის გვერდით დავჯექი, მისი სხეული დაიძაბა
-გამარჯობა - პირველი ნაბიჯი გადავდგი
ჯონგუკი ჩუმად იყო, ძლივს შემომხედა
მოულოდნელად წამოდგა, ხელები ჯიბეში ჩაიწყო, შებრუნდა და წავიდა
რამე დავაშავე?
-სად მიდიხარ? გელაპარაკები შენ კი მაიგნორებ? ასეთი უხეში როგორ შეგიძლია იყო? - დაუფიქრებლად ვთქვი ეს სიტყვები, რაღაცაზე იყო გაბრაზებული მე კი უფრო გავაღიზიანე
-ნუ მელაპარაკები, იმის ხასიათზეც არ ვარ რომ ღამე მშვიდობისა გითხრა, ასე რომ ჯობია წახვიდე სანამ ძალით წაგიყვანე ოთახში - თქვა მან და ისევ წავიდა
-უბრალოდ საუბარი მინდოდა, მგონი ამის გაკეთება ძნელი არ არის ხომ?ბოლოს ჩემსკენ შემობრუნდა
თავს ისე ვგრძნობდი თითქოს მე წითელქუდა ვყოფილიყავი ის კი მგელი
სწორედ მაშინ მივხდვი რომ მისთვის არაფერი უნდა მეთქვა, რატომ ვლაპარაკობ ამდენს?
-ძნელი არ არის მაგრამ ჩემთან რატომ გადაწყვიტე საუბარი? წადი და მას ესაუბრე
მას?