E N N I E
მან მზერა მომაპყრო, როცა დაინახა რომ ჯისუნგი ჩემთან იყო. მისი თვალები ცეცხლში იწვოდა. ალბათ მას არ მოვწონვარ, ის მაფიოზია, რა თქმა უნდა მას ჩემნაირი გოგო არ მოეწონება.
ფიქრები მოვიშორე და ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი.
ავტობუსის გაჩერებასთან მივედი და ხალხს შევერიე, ტელეფონი შევამოწმე, დავინახე მამაჩემისგან გამოტოვებული ზარები, ხელი ამიკანკალდა, ერთ-ერთ ხმოვან შეტყობინებას დავაჭირე და ტელეფონი ყურთან მივიტანე
-ენი სწრაფად მოდი სახლში
სუნთქვა უფრო და უფრო მიხშირდებოდა
სახლში ახლავე უნდა წავიდე, აქ დროს ვერ დავკარგავ
-მაპატიეთ, მის? - ავხედე და დავინახე ავტობუსის მძღოლი, შეშფოთებული გამომეტყველებით, მან გამიღიმა და მანიშნა ავტობუსში ავსულიყავი
-გმადლობთ, მე ვფიქრობდი... დიახ ვფიქრობდი - ჩავიბუტბუტე
ავტუბუსის უკანა ნაწილში დავიკავე ადგილი, რადგან იქ არავინ იყო, გადავწყვიტე ხმოვანი შეტყობინებებისთვის მომესმინა
შეტყობინებები იმდენად საშინელი და ამაზრზენი იყო ვერ ვიჯერებდი რომ ეს მამაჩემი იყო
ტელეფონი ჩანთაში ჩავდე და ფანჯარას მივეყრდენი, მძულს დღის სინათლე რადგან ყველას შეუძლია დაინახოს ჩემი მახინჯი შრამი, ღამის შუქი უკეთესია ამ დროს ვერავინ მხედავს
შეურაცხყოფას არავინ მაყენებს, არა, უფროსწორად მაყენებს, მამაჩემი და ჩემი უფროსი და იუნა
მეზიზღება ორივე, ვისურვებდი რომ ორივე მომეკლა
ავტობუსი გაჩერდა, არ მინდოდა ჩასვლა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ჩანთა ავიღე და ავტობუსიდან გადავედი, ავტობუსის მძღოლმა გამაჩერა
-დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება - თქვა ავტობუსის მძღოლმა ღიმილით