E N N I E
მუცლის ირგვლივ ისეთი სითბო ვიგრძენი რომელიც აქამდე არ მიგვრძნია. თავი უფრო ღრმად ჩავდე ბალიშში.
ქვედა არეში დისკომფორტი ვიგრძენი, ძალიან მტკივა.
მისი ხელი მუცელზე მომეფერა, მისი ხელები ჯადოსნურად მუშაობდნენ.
რატომ ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი ყალბია და მე სიზმარში ვარ? არ შეიძლება ეს რეალური იყოს. მამა აქ არ არის, დედა აქ არ არის, არც იუნა. აბა ვინ არის ჩემთან?
-გაიღვიძე! - თვალებს რაც შეიძლება ფართოდ ვახელ
ქვევით ვიხედები და ვხედავ მის ხელს ჩემი მაისურის ქვეშ, ის იყო მამაკცი რომელიც ჩემი თანხმობის გარეშე მეხებოდა
-გავიგე რომ ეს ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას
-მაგრამ მე არ მომიცია უფლება რომ შემეხო, გამიშვი, კარგად ვიქნები - ვუთხარი მშვიდად
-დამშვიდდი, მე არაფერი გამიკეთებია, ბოდიშიმან ბოდიში მომიხადა, მას არაფერი დაუშავებია, ასეთ უბრალო რაღაცეებზე ზედმეტად ვრეაგირებ, ის უბრალოდ დამეხმარა
საათს ვუყურებ, მაგრამ ვერაფერს ვხედავ რადგან შუქი არ არის ჩართული
-გინდა შუქი ავანთო? - თავი დავუქნიე, მის სახეს და მოძრაობებს ვერ ვხედავდი, მხოლოდ მისი სილუეტი ჩანდა
შუქი აანთო, მისი სახე დავინახე, თვალები ჩაშავებოდა და საერთოდ არ უხდებოდა, იქნებ მან მთელი ღამე ჩემი გულისთვის გაათენა?
ღრმად ამოისუნთქა და საათს დახედა
-დილის 3:57, გინდა რამე სანამ დავიძინებ?
დიდი გოგო ვარ, ჩემს თავს მე მივხედავ, მაგრამ ახლა ნაყინი მინდა
-ნაყინი შეიძლება? - ვკითხე და მისკენ გავიხედე, გაიღიმა
-ნაყინი? დარწმუნებული ხარ რომ ნაყინი გინდა, აქ სხვა ბევრი უკეთესი რამის ჭამა შეგიძლია
-წავალ და მე თვითონ შევჭამეს ბიჭი ძალიან მაღიზიანებს, მეკითხება რამე ჰომ არ გინდაო და ახლა მეუბნება რომ მდიდრული საჭმელები უნდა ვჭამო.
-წავალ მოგიტან
ჯონგუკს ველოდებოდი
კიბეებიდან ნაბიჯების ხმა მესმის, კარის წინ მისი ჩრდილი გამოჩნდა
ის ნამდვილად სიმპატიურია, ჩემს თვალში სრულყოფილი, ჯისუნგი იღბლიანია რომ მისნაირი მამა ყავს
მასზე ფიქრში ტკივილმა გამიარა
ჯონგუკი ჩემკენ მოვიდა, ნაყინის ჭიქა გამომიწოდა
კოვზი ავიღე და მაშინვე ჭამა დავიწყე
ჯონგუკი ჩემს წინ დაჯდა საწოლზე, მისი თეძოები ჩემს ფეხებს ეხება, ერთმანეთთან სახიფათოდ ახლოს ვიყავით
-გმადლობ, შეგიძლია წახვიდე და დაიძინო - ვუთხარი, მან წარბი ასწია, მე კი უხერხულად გავიცინე - ან შეგიძლია უბრალოდ დარჩე
თავს მეორე მხარეს აბრუნებს, ვიცი რომ გაიღიმა
-მინდა ბოდიში მოგიხადო ჩემი და თეჰიონის საქციელის გამო, ბევრს ვკამათობთ ძირითადად ჩემს გამო
-არა უშავს, ხდება ხოლმე - მორცხვად ვუთხარი, თავს ჩემკენ აბრუნებს რომ შემომხედოს, ვცდილობ თვალის კონტაქტი შევინარჩუნო მაგრამ ეს საერთოდ არ გამომდისმისი მზერა ნელ-ნელა მჭამდა
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მისი თითი ტუჩზე შემეხო, ნაყინის პატარა ნარჩენი მომაშორა
მეგონა მაისურით გაიწმენდდა ნაყინს თითს მაგრამ სამაგიეროდ გაილოკა
დავრწმუნდი რომ ჩემი პირი ნამდვილად სუფთაა რადგან საერთოდ არ მინდა რომ ეს კიდევ გაიმეოროს, ჭიქას მაგიდაზე ვდებ და თავს ვაჩვენებ ვითომ მეძინება, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და შემიძლია მშვიდად დავიძინო
-ღამემშვიდობისა
მეც იგივეს ვეუბნები ოღონდ ჩურჩულით