5

137 10 0
                                    

J U N G K O O K

მეზიზღება ხალხი ვინც აგვიანებს. მით უმეტეს როცა იციან რომელ საათზე უნდა იყვნენ ადგილზე. ვიცი რომ ეს ენის ბრალი არ არის. თეჰიონმა მთხოვა რომ ენის ის წამოიყვანდა, ჩემუ მცველები მზად იყვნენ წამოეყვანათ მაგრამ რატომღაც ამის გაკეთება თეჰიონს მოუნდა.

ასეთი საქციელი თეჰიონისგან უცნაური იყო. გოგოს არც კი იცნობს. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი პრობლემა არ არის.

ყველა სასადილო ოთახში შეკრებილიყვნენ. მაგიდის გარშემო ენისთვის სკამი დაემატებინათ. თეჰიონის და ენის სკამები ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო რაც ოდნავ მაწუხებდა, ის ფაქტი რომ ისინი ახლა ერთად არიან გამაღიზიანებელი იყო.

მოახლე კარის გასაღებად წავიდა. თეჰიონს ათი წუთის წინ ველაპარაკე და ისინი ახლა მოვიდნენ, ასევე არ მიყვარს ადამიანები რომლებიც ცრუ დაპირებებს მაძლევენ.

შემოსასვლელ კარს ვუყურებ მხოლოდ იმიტომ რომ ენი დავინახო.

თეჰიონმა ბარგი ენის ოთახთან დადო. ოთახი რომელიც ახლა უკვე მისია ჩემი ოთახის გვერდითაა.

ორივე სააადილო მაგიდისკენ წავიდნენ.

-ენიი, აქ რას აკეთებ? - ჰკითხა ჯისუნგმა

მღელვარებისა და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა.

-ის შენი ძიძა იქნება - ვეუბნები, ალკოჰოლს ვიღებ და ვსვამ

ჯისუნგმა გაიცინა, ის ნამდვილად ბედნიერი იყო

იურის და არეუმს ვუბრძანებ რომ საჭმელი მოგვიტანონ

ჯინმა პირველი გადაიღო საჭმელი, რადგან ძალიან მოუთმენელია.

გავხედე ენის რომელიც საჭმელს ჩანგლით ათამაშებდა.

-რატომ არ ჭამ? - ეკითხება თეჰიონი და მას უყურებს

-არ მშია - ჩაიბურტყუნა მან

მინდოდა მისთვის რამე შემეთავაზებინა, დამეძალებინა რომ ეჭამა, ეს ყველაფერი კი რასაც მე ვფიქრობდი თეჰიონმა გააკეთა

METANOIAWhere stories live. Discover now