მეორე დღეს დილით ყველას მესიჯი მისდის საღამოს დაგეგმილი წვეულების შესახებ რათქმაუნდა ყველა თანახმაა სოფიკოს გარდა რადგან მას სურს გაბრიელთან მეტი დროის გატარება და მუშაობა ვიდრე მსგავს უაზრო წვეულებებზე სიარული
თუმცა რათქმაუნდა წასვლა მაინც უწევს კვლავ ელს უტოვებს გაბრიელს ემზადება და წვეულებაზე მიდის
შიგნით შესულს ყველა ელეგანტურად გამოწყობილი და ამაყი მზერით ხვდება მათ შორის თორნიკე თავის საცოლესთან ერთად
ჯეიკი დროს არ კარგავს და სოფიკოს მარტო არ ტოვებს
მაშინვე მასთან სასმლით ხელში მიდის
-სოფია გამიხარდა შენი მოსვლა
-დიახ სასიამოვნო ადგილია
-ვეცადე ყველაფერი კარგად ყოფილიყო
-გამოგივიდათ
-შეგეძლოთ თქვენი პატარა ბიჭიც წამოგეყვანათ ბავშვები ძალიან მიყვარს
-მის შესახებ საიდან იცით?
-მე ყველაფერი ვიცი რისი გაგებაც მინდა
-ვფიქრობ ერთამნეთის პირადში ჩარევა ცუდი ჟესტია
-არ მინდოდა ცუდად გაგეგოთ უბრალოდ დამაინტერესეთ როგორც ქალბატონმა
-სამწუხაროა თუმცა მე ინტერესი არ გამჩენია თქვენს მიმართ
-არაუშავს მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს
-მინიშნებებით ლაპარაკი გიყვართ?
-თქვენთან კი
-დაგტოვებთ
-როგორც გინდათ
სოფიკო საპირფარეშოში გადის თუ არა თორნიკე მასთან მიდის და მაშინვე
ერთ-ერთ ოთახში შეყავს
-თორნიკე რა ჯანდაბას აკეთებ? გამიშვი!
-გაჩერდი ორი წუთი !
-რა გინდა?
-ჯეიკს რა უნდა?
-არაფერი უბრალოდ ჩემი უკეთ გაცნობა უნდოდა
-მოგწონს?
-ეს შენ რატომ გაინტერესებს ?
-სოფიკო! ნუ მცდი!
-თორნიკე ! 5 წელი გავიდა! 5 წელი
ორივემ ვისწავლეთ ცხოვრება ერთმანეთის გარეშე იქნებ გამიშვა და შენს საცოლესთან მიხვიდე?
-აბორტი არ უნდა გაგეკეთებინა!
-მე ყველაფერი ჩვენს გამო ვქენი
-შენ ყველაფერი გაანადგურე
-მე მომავლის შანსი მოგეცი
-შენ ჩვენი სიყვარული მოკალი
-არა ეს შენ მოკალი ჩემი გრძნობები იმ ღამით როდესაც სახლში უცხო გოგო მოიყვანე მე კი მითხარი რომ წავსულიყავი ამის მერე როგორ დგახარ და როგორ მეუბნები რომ არასწორად მოვიქეცი ?!
სოფიკო თავს ვეღარ იკავებდა და ტიროდა ჩხუბობდა და თორნიკეს ურტყამდა რომ გაეშვა მაგრამ ამაოდ
-ის ბავშვი მაშინ რომ გნახეთ შენი შვილი იყო?
-გამიშვი !
-მიპასუხე !
-კი ჩემი შვილია
ძალინ უნდოდა ეთქვა რომ გაბრიელი მათი საერთო შვილი იყო თუმცა არასდროს ყოფილა იმდენად მამაცი რომ თორნიკესთვის თვალებში ჩახედვა და ამის თქმა შესძლებოდა
-მამამისი? ის ჩვენი შვილია?
-რა? არა! მამამისი საზღვარგარეთაა მას დავშორდი
გოგონა თვალს არიდებდა არასდროს შეეძლო თორნიკესთვის თვალებში ეყურებინა და მოეტყუებინა
-სოფიკო შემომხედე
-უნდა წავიდე
როგორღაც დრო იხელთა და თორნიკეს კლანჭებისგან თავი იხსნა მაშინვე გამოვიდა შენობიდან და ჩაჯდა მანქანაში
ტელეფონზე უამრავი შეტყობინება დახვდა ელისგან
📱
-ყველაფერი კარგადაა ? ეხლა ვნახე რომ მირეკავდი
-სოფფიკკოო
ხმის კანკალით დაიწყო ელმა
-რა მოხდა? დროზე ! გაბრიელი კარგად არის ? მოვდივარ!
-ის..ისს... სახლში არ არის..
-რა? ელ! რას ნიშნავს სახლში არ არის?!
-ოთახში დავაწვინე ეძინა
დაბლა ჩამოვედი ხმაური გავიგონე უეცრად კი გონება დავკარგე როცა გონს მოვედი მთავარი კარი ღია იყო და გაბრიელი სახლში არ იყო
-ეხლავე მოვდივარ დამელოდე
ტელეფონს თიშავს და თავს ვერ აკონტროლებს მთელი სისწრაფით მიდის სახლში შესვლისთანავე ელთან მიდის მთელ სახლს საგულდაგულოდ ამოწმებს ბოლოს კი თავის საძინებელში წერილს პოულობს
"უბრალოდ დამაინტერესე .
დარწმუნებული ვარ მიხვდები ვინც ვარ და შენვე მოხვალ ჩემთან
ჩვენი ინტერესები ხომ გადაიკვეთა?
დარწმუნებული ვარ არაფერი გიღირს გაბრიელის სიცოცხლედ მათ შორის არც შენი თავისუფლება
შენი ახალი სახლის მისამართი შეგიძლია აქ მომაკითხო ***** ****** "
-ელ სახლში წადი ყველაფერს მივხედავ
-ხო მაგრამ...
-ელ წადი !
სოფიკო მაშინვე მანქანაში ჯდება და მიდის იმ მისამართზე რაც წერილში ეწერა შესვლისთანავე ცნობს ჯეიკის მანქანას
დაცვა მაშინვე უშვებს
მისაღებში ჯეიკი ზის ვისკით ხელში უყურებს სოფიკოს და იღიმის
-სოფია ულამაზესი ხარ აქეთ მობრძანდი
-შე ნაბიჭვარო! როგორ გაბედე და გაბრიელს შეეხე! სად არის?!
-მას ეხლა ტკბილად ძინავს თავის ოთახში იქნებ დამშვიდდე
-რა ჯანდაბა გინდა?
-აი როგორც იქნა სწორი კითხვა დასვი
-გისმენ!
-მინდა ეს ბეჭედი გეკეთოს
ჯეიკმა ბეჭედი გაუწოდა
-მინდა ჩემი საკუთრება გერქვას და მინდა აქ იცხოვრო
-რეებს ბოდავ ხო კარგად ხარ?!
-მგონი გარკვევით აგიხსენი ჩემი მოთხოვნები იმისთვის რომ გაბრიელი კარგად იყოს
-გინდა შენს კახპად მაქციო? ნაბიჭვარივით ნუ იქცევი და წასვლის საშვალება მოგვეცი!
-რატომ კახპა? ჩემი ცოლი გერქმევა ნუთუ ეს საკმარისი არ არის ? იცი მაინც რამხელა პატივია ჩემი გვარის ტარება? სადაც წახვალ ყველგან ფეხ ქვეშ დაგეგებიან
-თუ ამას არ გავაკეთებ?
-მაშინ შენს ბიჭს ვეღარასდროს ნახავ
-ამას არ იზამ!
-და რატომ? მგონი შენც კარგად იცი რომ ამაში ხელს ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ შემიშლის
-კარგი თანახმა ვარ მაგრამ თუ გაბრიელს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება გეფიცები ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს
-საბუთები!!
უეცრად ყვირის ჯეიკი და ოთახში ადვოკატი შემოდი
ადვოკატი:ქალაბტონო სოფია აქ ხელი მოატერეთ
აი აქაც
რამდენიმე ადგილას ხელს აწერს შემდეგ კი კვლავ მარტო რჩებიან
-მოკლედ დღეიდან აქ იცხოვრებთ შენ და შენი შვილი თუ ორივე დამიჯერებთ ეჭვი არ შეგეპაროთ რომ კარგად მოგექცევით მაგრამ ყველა შეცდომისას მწარედ დაისჯებით
ხვალ ჩვენს ნიშნობაზე ტელევიზიაში გამოაცხადებენ შეგიძლია ამ დღეებში წახვიდე და შენი სახლიდან მნიშვნელოვანი ნივთები წამოიღო შემდეგ კი საყიდლებზე წადი
-სად არის გაბრიელი ?
-საძინელებშია
მეორე სართულზე ადიან თუ არა ჯეიკი გოგონას ხელს ძლირად უჭერს და საძინებელში შეყავს
-აქ გაბრიელი არ არის! ჯერ გაბრიელს ვნახავ მაქამდე ვერ დავიძინებ!
-ჯერ ცოტას გავერთობით შემდეგ კი გაბრიელსაც ნახავ
-ხელს დამაკარებ და იცოდე ინანებ!
-დღეს შეგიძლია გაბრიელთან დაიძინო გვერდითა ოთახშია
სოფიკო მაშინვე მიდის გაბრიელთან საწოლში წვება გულში იკრავს თავისი სიცოცხლის აზრს და მალევე დაღლილს ეძინება
