მეორე დილით სოფიკოს გაბრიელის ხმა აღვიძებს
-დედიკო დედიკო ეს კაცი ვინაა?
დე დაიღვიძე !!
-პატარავ რა ხდება ?
-დე ეს კაცი ვინაა?
სოფიკო თვალებს ახელს თუ არა კარებში მდგარ ჯეიკს ხედავს
მაშინვე საწოლიდან დგება გაბრიელს კოცნის ოთახში ტოვებს და ჯეიკი ოთახიდან გაყავს
-რა ჯანდაბას აკეთებ?
-რას გულისხმობ?
-ყველაფერს !
-მგონი გუშინ გარკვევით ვისაუბრეთ
დღეს ხმამაღლა გამოვაცხადებთ ჩვენი ურთიერთობის შესახებ ხომ გახსოვს ამას რატომ აკეთებ?
სოფიკომ არ იცოდა რა ექნა ამიტომ უბრალოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
-ხოდა ეხლა ორივე მოწესრიგდით და სასაუზმოდ ჩამოდით გაბრიელს ჩემზე რაიმე სისულელეები არ მოუყვე
-წადი შენი !
სოფიკო ოთახში უნდა შესულიყო
როდესაც ჯეიკმა უეცრად ხელის სტაცა და კედელთან მიიმწყვდია
-ჩემთან მსგავსი თავხედობები არ გაგივა გირჩევნია თავი აკონტროლო თუმდაც მხოლოდ ბავშვისთვის
-ხელი გამიშვი ავადმყოფო
სოფიკო მაშინვე ოთახში შევიდა გაბრიელ ჩააცვა თვითონაც მოწესრიგდა და სასაუზმოდ ჩავიდნენ
დასხდნენ როდესაც სოფიკომ შენიშნა გაბრიელის ინტერესიანი თვალები რომელიც ჯეიკს უმზერდნენ
-პატარავ გაიცანი ჩემი მეგობარი ჯეიკი
დროებით მასთან ვიცხოვრებთ
-დე ის კარგი კაცია?
სოფიკომ ჯერ ჯეიკს გახედა შემდეგ გაბრიელს და გადაწყვიტა რომ ამჯერად სიმართლე არ უნდა ეთქვა თუმდაც ირიბად ამიტომ ტყუილი თქვა
-კი საყვარელო ჯეიკი კარგი ადამიანია
-და მეთამაშება ხოლმე?
საუბარში ჯეიკიც ჩაება
-კი პატარავ როცა მეცლება აუცილებლად გეთამაშები
გაბრილელი დამოდგა და ოთახისკენ წავიდა
- დეე აღარ მშიაა
დაიძახა და ოთახში შევიდა
საუბარი კი კვლავ სოფიკომ და ჯეიკმა განაგრძეს
-როგორ შეგიძლია ასეთი გულქვა იდიოტი იყო და მაშანტაჟებდე თანაც ბავშვით
-მე შენ შანსი მოგეცი რომ
ჩემთან შენით მოსულიყავი მაგრამ არასწორი არჩევანი გააკეთე
-იცოდე მოგკლავ !
-შეიძლება მაგრამ მაქამდე გაბრიელი
მოკვდება შენ ხომ კარგი დედა ხარ და შვილს ყველაფრის ფასად დაიცავ?
ხოდა ეხლა მოკეტე ოთახში ადი და საღამოსთვის მოემზადე წვეულება იქნება
-რა წვეულება?
-ხმამაღლა განვაცხადებ რომ ჩემი საცოლე ხარ
-ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება
-ვნახოთ ეხლა კი ოთახში ადი
გოგონა ოთახში ადის და ფიქრობს რა გააკეთოს ბოლოს ისევ გაბრიელთან შედის და მისი ყურებით ტკბება
საღამოს ულამაზესი კაბით სარკის წინ დგას და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს რომ ამას გაბრიელისთვის აკეთებს და სწორად იქცევა
მალევე მიდიან ულამაზეს ადგილას სადაც უამრავი ადამიანია შესასვლელში ჯეიკი სოფიკოს მჭიდროდ ხვევს ხელს რაც გარშემო მყოფების ყურადღებას იქცევს მოსვლიდან ნახევარ საათში ჯეიკი სიტყვით გამოდის
"ძვირფასო სტუმრებო და შესანიშნავო ადამიანებო ეს წვეულება არ გეგონოთ რაიმე რიგითი ადგილი გასართობად უბრალოდ მინდა ჩემი და სოფიას ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გიამბოთ
ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ ამიერიდან ის ჩემი საცოლეა ერთ თვეში კი ჩემი ცოლიც გახდება მინდა დღეს ყველა ბედნიერები ვიყოთ რადგან მე და სოფია ვართ ბედნიერები"
ამ იდიოტური სიტყვით გამოსვლის შემდეგ სოფიკომ თავბრუს ხვევა იგრძნო მაგრამ სუნთქვაც შეწყვიტა როდესაც თორნიკეს გაყინულ მზერას გადააწყდა
საპირფარეშოში გავიდა მოსაწესრიგებლად სახეზე წყალი შეისხა როდესაც კარები დაიკეტა სოფიკომ თავი ამოწია და დაინახა თორნიკე რომელიც მისკენ მიიწევდა
-აქ რას აკეთებ?
-შენ რას აკეთებ? სოფიკო რის გაკეთებას ცდილობ?
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ!
-ძალიან კარგად ხვდები რომ ქორწილზე ვსაუბრობ
-ქორწილზე?
-ხო შენი და ჯეიკის ქორწილზე
-ეს შენ არ გეხება და თავი დამანებე
-ქორწილი არ იქნება
-ეს საიდან მოიტანე? იქნებ შენს საცოლეს მიხედო და მერე ილაპარაკო?
-ჩემი ქორწილი სხვა საქმეა
მის სიტყვებზე სოფიკოს სიცილი უტყდება
-სხვა საქმე? ნება მომეცი ერთი რაღაც გკითხო ამდენი წელი გავიდა რაში გაინტერესებს ვის გავყვები ცოლად?
-აბორტი არ გაგიკეთებია ხომ ასეა?
გოგონა წამიერად ჩაფიქრდა ვერ მოახერხა იმის დამალვა თუ როგორ ძალიან მოენატრა თორნიკეს მყლავებში ძილი
-ამდენი ხანი გავიდა დავიღალე !
ისევ იმ საშინელ დღეზე საუბარი არ მოგბეზრდა მაინც ? რამდენჯერაც არ უნდა მკითხო პასუხი არ შეიცვლება მე აბორტი გავიკეთე!
ვიცი რომ ეს ამბავი გულს გტკენს
მე საშინელი ადამიანი ვარ
მე ეს ვქენი და მაინც რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? შენი შვილის მკვლელისგან რა გინდა?
თორნიკე რა გინდა?!!
სოფიკო ტონს ვეღარ აკონტროლებდა და სიცილი და ირონია მალე ყვირილში გადაეზარდა თორნიკე თავიდან ჩუმად უყურებდა და ბოლოს კი როდესაც გოგონას კარგად დააკვირდა გაეცინა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა მალე კედელთან მიიმწყვდია და ხელებს შორის მოიქცია
-სოფიკო ზედმეტად კარგად გიცნობ იმისთვის რომ მომატყუო გაბრიელი ჩვენი შვილია ეს სახეზე გაწერია არ ხარ იმდენად ბოროტი რომ საკუთარი შვილის მოკვლა შეძლო მაშინ რომ წესიერად გვესაუბრა ეხლა სახლში ვიქნებოდით ჩვენს შვილთან ერთად და რა მინდა? რა მინდა? ვერ ხვდები პატარა გოგო? შენ მინდიხარ ! ამდენი წლის შემდეგ კვლავ მინდა გავიგო შენი გემო მომენატრა შენს სხეულზე ხელების სრიალი მომენატრა შენი სურნელი წლების მანძილზე ძილს რომ მიფრთხობდა შენი ხმა რომელიც წლების წინათაც ასეთი ნაზი იყო ისეთი ნაზი რომ ჩხუბიც ტკბილად ჩამესმოდა ეხლა კი აქედან გახვალ და ჯეიკს ეტყვი რომ ქორწილი აღარ იქნება
ამ ყველაფერს მშვიდად ამბობდა გოგონას თმაზე და წელზე ხელებს დაატარებდა და ცხვირის წვერს ლავიწზე უსვამდა მარტივი შესამჩნევი იყო როგორ ინაბებოდა გაცხარებული სოფიკო მის ქცევებზე ბოლო სიტყვებმა კი მისი გამოფხიზლება შეძლო თორნიკეს რამდენჯერმე ჩაარტყა და მოშორება მოახერხა
-ამას ვერ გავაკეთებ!
-რატომ ? რაიმეს გაძალებს?
-არა ! უბრალოდ აღარ მიყვარხარ ის მიყვარს
აი ამ სიტყვებზე კი თორნიკემ გულიანად გაიცინა
-ენა თუ არა სხული გყიდის ლამაზო ხომ იცი რომ ყველა პრობლემის მოგვარება შემიძლია მითხარი მასთან რატომ ხარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ წამოგიყვანო!
-წამომიყვანო? და ყველამ ერთად ვიცხოვროთ ? მე შენ გაბრიელმა და შენმა საცოლემ?
იცი რა? ამ ქორწინებაში პრობლემას მხოლოდ შენ ხედავ თორე მე ჯეიკთან ვიცი რომ ყველაზე ბედნიერი ქალი ვიქნები
-ბოლო შანსს გაძლევ ან ყველაფერ შენით მეტყვი ან ჩემით გავიგებ!
-მომშორდი და გამატარე!
გოგონამ თორნიკეს მხარი გაკრა და საპირფარეშოდან გავიდა
