3

482 17 2
                                    

მთელი ღამე ერთად არიან დილით გამთენიისას კი თორნიკე სოფიკოს სახლში აბრუნებს მომდევნო დღეებში ერთმანეთს ნაკლებად ხედავენ ერთი კვირის თავზე კი სოფიკოს საშინელი ღებინება აწუხებს
-საყვარელო კარგად ხარ?
-კი ალბათ მოვიწამლე
-უკვე რამდენიმე დღეა ესე ხარ რა გჭირს ?
-არაფერი გადაღლილობის და საჭმლის ბრალი იქნება
-კლინიკაში მივდივარ ჩაიცვი და ანალიზებს გაგიკეთებ
-დედა არ მინდა გთხოვ უბრალოდ დავისვენებ
-საყვარელო იცოდე ხვალ თუ კიდევ ცუდად იქნები აუცილებლად წამოხვალ
-კარგი
როდესაც სოფიკო სახლში ისევ მარტო რჩება ტელეფონს იღებს და დროის გაყვანას ცდილობს ისევ ღებინების შეგრძნება შეაწუხებს სააბაზანოში გაიქცევა იქიდან დაბრუნებული კი კვლავ ტელეფონს აიღებს და საძიებო ველში
"ორსულობის სიმფტომებს " ეძებს
მაშინვე პოულობს
როდესაც ყველა სიმფტომი მისას ემთხვევა მაშინვე აფთიაქში გარბის და ორსულობის რამდენიმე ტესტს ყიდულობს
ნახევარ საათში საწოლზე წევს და ქვითინებს ბოლოს ცრემლებს იწმენდ და თორნიკეს ურეკავს
📱
-თორნიკე შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-კი ეხლავე მოვალ რა ხმა გაქვს ყველაფერი რიგზეა?
-უბრალოდ მოდი
მხოლოდ ამას ეუბნება და ტელეფონს თიშავს
მალევე მიდის თორნიკე სოფიკოს სახლთან და მანქანაში ელოდება
გოგონა მაშინვე ჩამოდის და მანქანში უჯდება
-რა მოხდა? თვალები რა დღეში გაქ რატომ იტირე?
-....
-სოფიკო მეტყვი რა მოხდა?
-მეშინია შეგიძლია სადმე მშვიდ ადგილას წამიყვანო?
თორნიკეს თავის საყვარელ კაფეში შეყავს და ტერასაზე სხდებიან როგორც კი შეკვეთა მოდის თორნიკე მოთმინებას კარგავს და ტონს უწევს
-სოფო დაიწყე მოყოლა თორემ უკვე ვბრზადები
-მე... მე..
-რა?!
-ორსულად ვარ....
-რა?
-...
-ჯანდაბა !
სოფიკოს მაშინვე ტირილი უტყდება და თავს ვერ აკონტროლებს
-კარგი ნუ ტირი რამეს მოვიფიქრებთ
-აბორტს ვერ  გავიკეთებ
- მოდი სახლში წაგიყვან და რამეს მოვიფიქრებ კარგი
თორნიკეს გოგონა სახლში მიყავს და თვითონ ძმაკაცებთან მიდის იმის იმედად რომ რამეს მოაფიქრებინებენ
როდესაც ბიჭებმა ეს ამბავი გაიგეს ჯერ შოკში იყვნენ ვერასდროს დაიჯერებდნენ რომ ოდესმე თორნიკე მსგავს სულელურ ნაბიჯს გადადგამდა
-ბიჭო ტვინი ვაფშე არ გაქ ? ან პრეზერვატივზე არ გსმენია ან რავიცი ..
-აუ მოკეტე რა ჩემი გამჭირვებია რამე მომაფიქრებინა
-მოიცა მოიცა და ბავშვის გაჩენას აპირებს ?
-არ ვიცი ალბათ კი
-სოფიკოს პირველი კლასიდან სამედიცინოზე უნდოდა ჩაბარება ხო არ ღადაობ მაგარ შარშია
-ბიჭო რამე მომაფიქრებინეთქო რა მორალს მიკითხავ !
-რა მოგაფიქრებინო შეჩემა ერთადერთი
ალბათ შენთან უნდა წამოიყვანო და ან ცოლად მოიყვანო ან რამე რა მშობლებს დაელაპრაკე
-რა ცოლად შიგ ხო არ გაქ?
-არ გიყვარს?
-არა შეჩემა რა მიყვარს უბრალოდ სექსი გვქონდა და ხო ხედავ
-კაი კაი წავედი და ის გოგო არ ანერვიულო შენ საქციეზე პასუხსმგებლობა აიღე
-გააჯვი რა
თორნიკე საწოლზე წამოწვა და სოფიკოს მილიონი მესიჯი გაუგზავნა რომ მშობლებს დაელაპარაკებოდა და არ ენერვიულა თუმცა თუმცა სოფიკო არ პასუხობდა ბოლოს რეკვაზე გადავიდა და მხოლოდ ერთი და იგივე ფრაზა ესმოდა
"მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან"
სოფიკოს ეხლა სუ სხვა გაჭირვება ქონდა სახლში დაბრუნდა მისაღებში გაცეცხლებული მშობლები დახვდნენ
მაგიდაზე კი ორსულობის ტესტი იდო
-დედა? მამა ? რა ხდება?
-ეს ჩვენ უნდა გკითხოთ სოფიკო რა ხდება?
ორსულად ხარ?
კითხა განერვიულებულმა ლიამ
-დედა...მამა... ყველაფერს აგიხსნით უბრალოდ მომისმინეთ
-ამისთვის გზრდიდით ამდენი ხანი რო ვიღაც არაკაცისგან დაორსულებულიყავი?
მიაძახა გაცეცხლებულმა დედამისმა
ამჯერად დუმილი მამამისმა დაარღვია
-საყვარელო ვინ არის ბავშვის მამა ?
-გთხოვთ დრო მომეცით და ყველაფერს აგიხსნით
-და სამედიცინო სასწავლებელი? ბავშვის გაჩენას აპირებ? იცი მაინც რამდენი რამე შეიცვლება შენს ცხოვრებაში? 
საუბარში ისევ დედამისი ჩაება რომელსაც თავის კონტროლი უჭირდა
გოგონა ოთახში ავიდა და კარი ჩაკეტა
ტელეფონზე უამრავი შეტყობინება ნახა და მაშინვე თორნიკეს გადაურეკა
📱
-ჩემებმა გაიგეს
-შენთან მოვიდვარ
-რა ?
-ჩემთან გადმოხვალ
-თორნიკე...
-შენებს მე დაველაპარაკები უკვე გზაში ვარ
თორნიკე მობილურს თიშავს და სოფიკოსთან მიდის
კარებს მისი მშობლები უღებენ
-თორნიკე აქ რამ მოგიყვანა ?
კარებში გაკვირვებული ლია შეეჩეხა
-სალაპარაკო მაქვს ჩემზე და სოფიკოზე
-რა? 
თორნიკე ნებართვის გარეშე შედის სახლში და მისაღებში სოფიკოს მშობლების წინ დგება
-ბავშვის მამა მე ვარ მოკლედ სოფიკოს ჩემთან წავიყვან ერთ თვეში სკოლას ვამთავრებთ მთელი ეს პერიოდი ჩემთან იქნება შემდეგ კი ჩვენ ჩვენ ცხოვრებას გავაგრძელებთ ოღონდ ბავშვთან ერთად
-ეს თამაში გგონიათ?
უთხრა გაცეცხლებულმა ზაზამ ცოტაც და დარტყმას აპირებდა რომ უკან დაიხია და თავი შეიკავა
-არა თამაში არ გვგონია ამიტომ სოფიკო ჩემთან წამოვა ცალკე სახლი მაქ სადაც მე და სოფიკო ვიცხოვრებთ შემდეგ კი ყველაფერი დალაგდება
კიბეებზე სოფიკო ჩამოდის
თორნიკე:ბარგი ჩაალაგე უნდა წავიდეთ
სოფიკო:რა?
ზაზა:სოფიკო ბარგი ჩაალაგე და თორნიკეს გაყევი
სოფიკო:მამა..
ზაზა:დროზე! თქვენ ჩაიდინეთ სისულელე და პასუხსაც თქვენ აგებთ ! მაგრამ ესე უბრალოდ არ ჩაივლის ყველაფერი ხვალ შენ მშობლებს დაველაპარაკები და როგორც კი სოფიკო სრულ წლოვანი გახდება იქორწინებთ !
სოფიკო ოთახში ადის და ტანსაცმელს მალე ალაგებს შემდეგ კი თორნიკეს სახლში მიჰყვება

უბრალოდ გართობაWhere stories live. Discover now