ცხოვრებაში რომ ყველა ადამიანს ერთნაირად არ უმართლებს ეს ყველაზე მტკივნეული მოვლენაა ამ ცხოვრების და ბედის... ზოგს იმდენი ფული აქვს აღარ იცის სად დახარჯოს, ზოგიერთს კი კაპიკიც არ გააჩნია უბრალო ფუნთუშის საყიდლად..
ისტორიას რომელსაც გიამობობთ, ნამდვილად არ დაწყებულა იყო და არა იყორათი, არც „კონკიაზეა“ და არც სხვა ლამაზ პრინცესაზე რომელსაც ბოროტი დედინაცვალი ჰყავდა..
ეს უბრაოდ ერთი გოგოს ისტორიაა რომელიც დიდი ტკივილით , ტრაგედიით დაიწყო... ბევრჯერ ქუჩაში გავივლი და ყურში მხვდება „ სოფლელია რა, შეხედე რა აცვია“ ანდაც „ ფუ რა სოფლელია ამასთან როგორ იმეგობრებ გოგო“...
განა სოფლებებს ვჯობივართ ქალაქში დაბადებულები? განა სოფლად გაზრდილი ადამიანები უკულტუროები და გაუნათლებლები არიან? ცდებით .. და თუ ასე ფიქრობთ მართლაც რომ ცდებით...
აიი ჩემი ამბავიც ასე იწყება... ამდენი ვილაპარაკე და არც კი გაგეცანით. მე ნანა ვარ, თქვენ უბრალოდ ნანუკა დამიძახეთ, მამა სულ ასე მეძახდა, თავს პატარად ვგრძნობდი და მიხაროდა...ხო მართალია სოფელში დავიბადე მაგრამ მალე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. უფრო სწორად რაღა მალეა სკოლას ვამთავრებდი, მაგრამ არ დამცალდა ბედნიერება.. მამა უდროო დროს გამოგვეცალა ხელიდან. ჩემს ზურგს უკან კი ჩემი და დარჩა და დედაჩემი რომელიც ტირილით იკლავდა თავს... ბოლოს გადაწყვეტილება მივიღეთ უკან სოფელში დავბრუნებულიყავით, იქ მიწაზე ვიმუშავბდით, შიმშილით მაინც არ დავიხოცებოდით.. არ ვიცი ბედის ირონია იყო თუ საჩუქარი მაგრამ წასვლამდე რამოდენიმე საათით ადრე მეზობელი შემოვიდა და სამსახური შემომთავაზა.. ქალბატონი ვენერა მუდამ გულცივი ქალი მეგონა, მისი ოჯახი კარგად შეძლებული და სალამსაც კი მოწიწებით ვეუბნებოდი... ახლაც შემოვიდა თუ არა მისმა ბრილიანტებმა თვალი მომჭრა. მზერა ავარიდე და ყავის ფინჯანი დავუდე წინ...
– მოკლედ რა ხდება, ვეცდები მოკლედ და გასაგებად გითხრა... ნანუკა– შენ ხომ სამსახურს ეძებ. მოკლედ ჩემს დაქალს ძიძა სჭირდება დედამისასათვის.. კარგად იხდიან, უბრალოდ შინაური უნდათ ხომ გესმის, არავის ენდობიან ასე მარტივად.. თინა დეიდა არც ისე მოხუცია სულ რაღაც 70 წლის არის. პრობლემებს არ შეგიქმნის.
– ძიძად უნდა ვიმუშაო? გაოცებულმა დავუბრუნე უკან პასუხი და დედაჩემს ავხედე.
– მისმინე შვილო. ეს საძრახისი არაა. საძრახისი ისაა ქუჩებში რომ ყრიან თორე. ძიძად კი არა დამლაგებლად რომ იმუშაო არაფერი ხდება.. მოკლედ მისამართს მოგცემ, დღესვე წადი , დაელაპარაკე, თუ არ მოგეწონება პირობები წამოდი უკან, მაგაზე ადვილი რა არის...
– თანახმა ვარ. 300 ლარს ხომ მაინც მომცემენ..
– გეუბნები კარგად იხდიან თქო . 300 ლარი კარგად გადახდაა?.. წადი და დაელაპარაკე..
ვენერა გავაცილე თუ არა , დედაჩემის მუხლებთან მოვკალათდი და თავი ზედ დავადე, მიხვდა რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, გადასარჩენად. მიუხედავად იმისა რომ მიწაზე მუშაობა გვქონდა გადაწყვეტილი, ფულის გარეშე არაფერი გამოვდოდა. თვალებში ჩავხედე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მოვწმინდე..
– დე, ნუ ტირი რა, არაფერი ხდება ისეთი. ზოგი ასეთ სამსახურსაც კი ეძებს და ვერ შოულობს, წავალ ვნახავ რა ხდება, თუ არ მომეწონება ხვალვე დავკეტავ სახლს და მეც წამოვლ სოფელში...
– იცოდე, იმის გამო რომ ფული გვჭირდება, არ დათანხმდე ყველაფერზე..
– არა, შენ მაგაზე არ იდარდო, ხო იცი ჩემი ხასიათი როგორი ვარ.. ახლა შენ და ნინო სადგურში წადით.როგორც კი ჩახვალთ დამიერეკე, საღამოს მეც დაგირეკავ და გეტყვი რას გადავწყვიტავ..
– ნანუკა, არ მინდა აქ რომ რჩები, მირჩევნია მშიერი ვიყო ვიდრე აქ დაგტოვო მარტო..
– დედა, 26 წლის ვარ.ორის ხო არა. დიდ გოგო ვარ.. დამიჯერე ყველაფერს გადავიტანთ...
დედა და ნინო როორც კი გავაცილე, პირზე ხელი ავიფარე და ემოციები მხოლოდ სააბაზანოში ტირილით დავფარე. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა მარტო ვრჩებოდი...გული მტკიოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ემოციებისაგან გადაღლილი ვიყავი... გრილი შხაპი მესიამოვნა.. პირსახოსი თმაზე დავიხვიე და ტანსაცლის კარადის წინ გავჩერდი.. არჩევანი ჯინსებზე და უბრალო შავ მაისურზე შევაჩერე.. დაბალძირიან ფეხსაცმელში ჩავყავი ფეხები და გაჩერებისაკენ ავიღე გეზი....
**
მითითებულ მისამართზე სახლი კი არა სასახლე იდგა.. თვალები დამრჩა ჯერ მხოლოდ ისეთი გალავარი ერტყა გარშემო.. აცახცახებული ხელი მივაჭირე ზარის ღილაკსდა კარის გაღებას დაველოდე... სასიამოვნო ქალმა ღიმილით შემიპატიჟა სახლში. ორ წუთში ყავის ფინჯანი და ნამცხვარიც მომართვა და გვერდით დამიჯდა..
– ვიცი შენ ნანუკა ხარ.. მე ლეილა ვარ.. ვენერამ ალბად გითხრათ ხო რაც ხდება..
– დიახ, ზოგადად მითხრა რომ დედათქვენისთვის ეძებს მომვლელს...
– ასეა, მაგრამ მოდი მე სხვა რაღაცას შემოგთავაზებთ.. მე და ჩემი მეუღლე დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ ვატარებთ... ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე ნანუკა. თუკი სახლის საქმესაც მიხედავ.. მაშინ მე შენ ანაზღაურებას დაგიმატებ...
– სახის საქმეში რას გულისხმობთ?
– აგიხსნი.. რეცხვა და დალაგება შენ არ გეხება.. მხოლოდ ბებიას მიხედავ და საჭმელს მოამზადებ..~
– ანუ ბებიას მოვუმზადებ? ამას გულისხმობთ?
– არა, ვენერამ არ გითხრა როგორც ჩანს, მე შვილი მყავს თაზო 35 წლის არის.. მუშაობს, ანუ ის მუდამ თბილისშია, სადილის მომზადება მხოლოდ ბებიასთვის და თაზოსთვის მოგიწევს.. დედაჩემი უპრობლემო ქალია, ერთადერთი რაც ცუდი ჩვევა აქვს ეს საუბარია. ძალიან ბევრს ლაპარაკობს... ახლა გამოვა, თუკი მოეწონები, მე შენ ყოველ თვე გადაგიხდი საკმარისზე მეტ თანხას, თანახმა ხარ? დედაჩემის გაძლება და ამას კიდევ პლიუს თაზო მარტივი საქმე არაა- სიცილით მითხრა და ყავა მოწრუპა....
კიბეებზე ასაკოვანი მაგრამ სიმპატიური ქალი ჩამოდიოდა, თეთრი პირსახე ქონდა. შავებში გამოწყობილიყო, თეთრი თმები უკან გადაევარცხნა და კუდივით შეეკრა.. მომიახლოვდა თუ არა ფეხზე წამოვდექი და გავუღიმე.. მაშინვე ხელი მომკიდა და ლეილა გვერდით გასწია..ხუთი წუთი მაკვირდებოდა. მერე ლოყაზე ორი თითი მომიჭირა და შაუბლზე მაკოცა..
– ასეთი სუფთა თვალები არ მინახავს ჯერ ... ასეთ გოგოზე უარს როგორ ვიტყვი...
– მადლობთ ქაბატონო თინა..
– არავიტარი ქალბატონო. მე შენთვის ბებია ვარ.. საყვარელი და თბილი.. ასე დამიძახე თინა ბებია– უნდა ვიმეგობროთ ხო ასეა.. გპირდები არ გაგაწვალებ...
– რას ამბობთ.. როგორ გეკადრებათ. სანთელივით დავიღვენთე და თავი დავხადე...
– საუკეთესო ხარ.. თანახმა ვარ . ოღონდაც იცოდე ერთადერთი რაც არ მიყვარს ეს ტყუილია. მე და შენ ერთმანეთს არაფერი არ უნდა დავუმალოთ...შევთანხმდით ..
– თანახმა ვარ.. დილით რომელზე მოვიდე ხოლმე??
– ხო რაც შეეხება მაგას– საუბარში ლეილა ჩაგვერთო და გამიღიმა, ათზე მოდი. დედაჩემი გვიან დგება. და წასვლით შეგიძლია ექვსე წახვიდე.. მოკლედ ნანუკა. მე და ჩემი ქმარი დღეს ღამით გერმანიაში მივდივართ... სანამ თქვენ საუბრობდით ეს თანხაც მოვამზდე. მოკლედ ეს აიღე– მშვიდად მითხრა და თეთრი კონვერტი გამომიწოდა. სახეზე სიწითლემ გადამკრა.... და თავდახრილმა ჩავიდე ჩანთაში..
გაჩერებისაკენ ლამის სირბილით წავედი... არ მეგონა ასე თუ გამიმართლებდა. გლი ბედნიერებისაგან მიფართხალლებდა... ტელეფონი ამოვაძრე ჩანთიდან და დედაჩემს გზიდან ვახარე ამბავი. მერე პიველივე შემხვედრ ბანკში შევირბინე და ნაწილი თანხა დედაჩემის სახელზე გადავრიცხე..
**
ემოციებისაგან თავბრუ მეხვეოდა და კუჭი მიხმებოდა. გაზქურაზე ტაფა შემოვდგი და ოკი კვერცხი ჩავახაე.. ის იყო ჭამის დაწყებას ვაპირებდი რომ კარზე ზარმა ადგილზე გამყინა... ლასლასით წავედი , ზღურბლზე გაღრეჭილი ნატუკა იდგა .. მხარი გამკრა და გეზი სამზარეულოსაკენ აიღო..
– აუუ მშია. – განწირულმა წამოიძახა და შემომხედა..
– მერე ჭამე. აგერ კვერცხი. აი ტაფა და მიირთვი. ნატუკა დღეს შენი თავი არ მაქ, რო იცოდე რა მოხდა..
– კაცი იშოვე?– ისე მკითხა რომ კვერცხის ნაჭერი ყელში გამეჩხირა...
– რა კაცი გოგო.. დავიხრჩე, ვენერამ სამსახური მიშოვა, აზრობ? თავის დაქალს უნდოდა ძიძა დედამისისათვის და იქ.. იცი რა მაგარი ქალია? აქეთ მომივლის რო მოინდომოს...
– არ მჯერა. სვეცკმა ვენერამ??? გოგო არ ყოფილა ბოროტი ეეე...
– რა ბოროტი ნატუკა, რო მითხრა თვალები შუბლზე ამივიდა.. რო იცოდე რამდენს მიხდიან.. მხოლოდ საჭმელი უნდა მოვამზადო და ბებოსთან ვიჯდე აზრობ?
– მეც მინდა ასეთი ბებო....
– არა ეს ჩემი ბებოა.. ძალიან საყვარელი ქალია, თბილია და მოსიყვარულე..
**
დილით მაღვიძარას დარეკვას არც დავლოდებივარ ისე წამოვხტი ფეხზე და სააბაზანოდან გამოსულმა ყავის ფინჯნით ხელში სავარძელში მოვკალათდი.. საათს გავხედე უკვე ცხრა ხდებოდა.. სწრაფად გადავიცვი ტანზე. სველი თმები უსწორმასწოროდ ჩავიწანი და სახლიდან გავედი.... ჩემი ცხოვრება ერთი დიდი რუტინა იყო... ვიცოდი რომ ახლა ყოველ დღე ასე იქნებოდა, თუმცა სულაც არ ვწუწუნებდი. ისიც კი მაბედნიერებდა რომ შემეძლებოდა ჩემი დისთვის თუნდაც ერთი ახალი მაისური ან ფეხსაცმელი მეყიდა, რომ მშიერი არ მყოლოდა და სხვებისათვის ხელებში არ ეყურებინა..
ფიქრებში გართული მივედი თინა ბებასთან, მაშინვე გამიღო კარი და ეზოში გვერდით დამისვა..გაოცებულმა მიმოვიხედე გარშემო.. თავი ედემში მეგონა, ალბად არ არსბეობდა ამდენი ყვავილი ერთად სადმე, რამდენიც აქ. თინამ მაშინვე შემატყო და გამიღიმა..
– ლამაზია არა? თაზოს უყვარს ძალიან ბუნება, ეს მიდი ნახელავია. გიჟდება ყვავილებზე.. მაღაზიაც კი გახსნა ყვავილების, საიდანაც ნერგებს და თესლს ყიდიან.. ბევრს მოგზაურობს და ასეთი იშვიათი ჯიშის მცენარეებს აგროვებს..
– მართლა? წამოუდგენელია. მამაკცებს დიდად არ უყვარს ხოლმე ყვავილები...
– პაპას გავს, ჩემს მეუღლეს უყვარდა ძალიან, ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა.. თაზოსაც გადაედო მერე.. რას ვიზავთ სამსახურიც ასეთი აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განყოფლების უფროსია.. იქაც სულ ბუნებასთან აქვს შეხება და...
– საოცარია.. ასეთი სილამაზე იშვიათია... ბებო წავალ გამოვიცვლი და ორ წუთში მოვალ კარგით?
– კარგი ჩემო გოგონა, მე სამზარეულოში ვიქნები.. თბილი ჩაი დავლიოთ. ჩემს გაყინულ ძვლებს ესიამოვნება...
ის იყო ტანზე მაისური ავიძრე და მეორეს დავწვი ჩასაცმელად რო კარის გარება და მძაფრი სუნამოს სურნელი მეძგერა ცხვირში.. მოშიშვლებულ მკერდზე ავიფარე მაისური და კარისკენ შევტრიალდი... უცნობი მამაკაცის წინაშე საცვლების ამარა ვიდექი...
– ნანუკა ხარ? – ირონიულად მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა. ინსტიქტურად გადავდგი ერთი ნაბიჯი უკან...
– ნანუკა ვარ– გაუბედავად ვუპასუხე და მზერა ავარიდე..
– რავიცი ძიძის კველობაზე ზედმეტად ლამაზი და სექსუალური ხო არ ხარ?? შენნაირი ქალი ლოგინში ვიცი და არა ძიძად..
– ნერწყვი ძლივს გადავყაპე და გაავებული თვალებით შევხედე... რას იზავთ ყველას თქვენნაირად არ უმართლებთ რომ ფულში იცურაონ.. დიდად დამავალებთ თუ გახვალთ და მაცდით რომ ჩავიცვა...
– არადა წინააღმდეგი არ ვიყავი რომ მეყურებინა..
– სამაგიეროდ მე არ ვარ თანახმა. ამის მერე კარზე დაკაკუნებაც ისწავლეთ...
– მწარე ენა გქონია..
– სამაგიეროდ თქვენ უკულტურო ხართ..– ჯიბრზე შევეპასუხე და ხელით ვანიშნე კარისკენ წასულიყო....
გავიდა თუ არა ელვის სისწრაფით შევიმოსე და საწოლზე ჩამოვჯექი. გული საშინლად მიფართხალებდა... ასე არასოდეს მილაპარაკია უცნობ ადამიანთან მითუმეტეს მამაკაცთან.. ეს პირველი სიტყვები იყო საპირისპირო სქესისაგან ვინც ასე გულღიად მითხრა ის რასაც ფიქრობდა...
**
ღრმად ჩავისუნთქე მძიმე ჰაერი და თინასთან სამზარეულოში გავედი... გვერდით ეჯდა საყვარელი შვილიშვილი და ისე თბილად ესაუბრებოდა სურვილი გამიჩნდა მაგიდაზე მდგარი ჩაიდანი ამ კაცისათვის თავში ჩამერტყა... დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა..
– მე თაზო ვარ... შენ ნანუკა.. მაინც ვიცნობდეთ ერთმანეთს... რა იცი რა ხდება...
– წეღარ როცა ოთახშ შემომივადი ნახევრად შიშველს მაშინაც შეგეძლო გამცნობოდი... წარბაწეულმა ვუპასუხე და მხოოდ ახლა გამახსენდა თინას არსებობა..
– დედაა, რატომ ვარ ცოცხალი, იმხელაზე იყვირა ორივე გაოცებულები შევტრიალდით... დედა მომიკვდეს თავი...
– ბებო დამშვიდდი რა , არაფერი მომხდარა.. ბებო კარგი– იგონებს...
– არაფერს ვიგონებ. კარზე რომ დაგეკაკუნებინა ასე არ მოხდებოდა...
– ბებიაჩემი ამ დროს წევს ხოლმე და კარზე არასოდეს ვაკაკუნებ, მე რა ვიცოდი იქ შიშველი ძიძა თუ იქნებოდა ეეე. რა გამიხურეთ საქმე რა...– გაცოფებულმა მომახადა ბოლო სიტყვები და სამზარეულოდან გავარდა.... თინას გავხედე და ორივეს სიცილი აგვიტყდა...
– ბებიკო. რამე დაგინახა ამ გაფუჭებულმა?? ოოო, შენ არ იცი ეს რა ქალები ჭიაა. სულ მამამის გავს. ჩემი შვილი მაგას რომ მიყვებოდა გავაფრთხილე. ერთი ჯიბეგაფხეკილი კაცი იყო. აბა ახლა შეხედე, მთასავით დგას. ჩემმა ქმარმა ყველაფერი დაუტოვა ამ უვარგისებს და. ის დღე უნდა დაქცეულიყო ლეილამ ეგ რომ გაიცნო . კაცი კი არა დონდლოა...– ისე გაასავსავა ხელები თინამ გულიანად ამიტყდა სიცილი....
შვილი ხდებოდა და ნელა მივდიოდი გაჩერებისაკენ, ისე როგორც პატარას მჩვეოდა ახლაც ბორდიულის კიდეზე ავხტი, ყურსასმენები გავიკეთე და საყვარელ მელოდიას ავუწიე... ვიგრძენი როგორ მტაცა ვიღაცამ ხელი ზურგიდან და ძირს გადმომაგდო... თვალებიდან ცეცხლს ყრიდა თაზო– ორივე მკლავში მაგრად მომიჭირა და ტუჩის კუთხეში გამიღიმა..
– მაგ ლამაზ სახეს დაგმახინჯებ იცოდე ასე გველობას თუ გააგრძელებ . მომისმინე მაგარი ვინ ხარ და როგორი ხარ.. სიმართლე გინდა პროსტა სექსისთვის მომეწონე, თავში არ აგივარდეს ერთი უბრალო გოგო ხარ. – ზიზღით მომახალა , მერე შავ მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად წავიდა. მე კი ერთ ადგილას ვიდექი გაყინული და ცრემლებს ვერ ვიკავებდი